,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“
მიღების თარიღი 10.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №29/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.823
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 13/05/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.823
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №29/2008
2008 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 1298 მუხლის მე-8 პუნქტის; 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობას იღებენ არჩევნების მეორე ტურში, მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც წინასწარი მონაცემებით მიიღებენ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა საარჩევნო კომისიას დამატებით წარუდგენენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
მუხლი 2🔗.
იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობას იღებენ არჩევნების მეორე ტურში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ფონდის დახურვის 20-დღიანი ვადა აითვალოს საარჩევნო ოლქში გამართული მეორე ტურის შედეგების შეჯამებიდან.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე