⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.09.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 13.05.2008
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.011.825
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 14/05/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 720 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.05.2008 მიღება
13.09.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 1.0in 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №97 2008 წლის 13 მაისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის 36-ე მუხლისა და „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის № 80 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის თანდართული დებულება. 2. საკონსულო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის სხდომის მოწვევისა და საქმიანობის ორგანიზება. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის № 103 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. ტყეშელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნის, ორგანიზაციისა და მუშაობის წესს, აგრეთვე ადგენს მის კომპეტენციას. 2. ეს დებულება შემუშავებულია „უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის № 80 ბრძანებულებისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 2🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია 1. კომისიის სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. კომისიის სხდომები მოიწვევა პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში, არანაკლებ თვეში ორჯერ. კომისიის სხდომების მოწვევისა და მუშაობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს საკონსულო დეპარტამენტი, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე შემოსული განცხადებებისა და მათი წინასწარი განხილვის ვადების გათვალისწინებით. 4. კომისიის სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს საკონსულო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის მოწვევის დრო და სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ კომისიის წევრებს. 5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა მასალების სწორად წარმოებაზე. 7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების ფორმით. კომისიის დადგენილებაში აღინიშნება დადგენილების მიღების თარიღი, რიგითი ნომერი, საფუძველი და გადაწყვეტილების შინაარსი. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 3🔗. კომისია უფლებამოსილია ა) შეიმუშაოს დასკვნა უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ; ბ) დაუბრუნოს საქმე დამატებით განხილვისათვის (დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვისათვის) საკონსულო დეპარტამენტს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.     მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2. კომისიის სხდომის ოქმები, დადგენილებები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.