,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№258
სარეგისტრაციო კოდი
120.240.020.22.026.011.828
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 14/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.011.828

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №258

2008 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №130, მუხლი 1155) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და უფლებამოსილება

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბიუჯეტო სამმართველო:

ა.ა) საერთაშორისო პროგრამების განყოფილება;

ა.ბ) საფინანსო პოლიტიკის განყოფილება;

ა.გ) სისტემური უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) საფინანსო სამმართველო:

ბ.ა) საოპერაციო განყოფილება;

ბ.ბ) ბუღალტერია;

ბ.გ) ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ.დ) საკასო განყოფილება.“.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილება:

ა) საბიუჯეტო სამმართველო – თავდაცვის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო პოლიტიკის შემუშავება. თავდაცვის ბიუჯეტის პროექტების შედგენა, საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმარება;

ბ) საფინანსო სამმართველო – თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის აღსრულება სამინისტროს სისტემში, ბუღალტრული აღრიცხვიანობის განმტკიცება, ცენტრალიზებული წესით ანგარიშსწორება და ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და დანერგვა.“.

    მუხლი 2.

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი