,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 020.090.000.15.008.011.832
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №32/2008
2008 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
საქართველოს ცენტრლური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებით დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის მე-11 მუხლის „საჩივრის განხილვის პირობები და წესი“ პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.05.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ““?
- „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ““ მიღებულია 14.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №32/2008. სარეგისტრაციო კოდი — 020.090.000.15.008.011.832.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ““, №32/2008, 14.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.15.008.011.832 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77704/