,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“
მიღების თარიღი 14.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №33/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.833
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 16/05/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.833
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №33/2008
2008 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 13 მაისის №35 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის №54 საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის, ამავე ოლქის №41 ბარისახოს საარჩევნო უბანში 2008 წლის 21 მაისის 23 საათამდე გადაუცემლობის შემთხვევაში, №41 ბარისახოს საუბნო საარჩევნო კომისია ამ უბნის შედეგებს შეაჯამებს მასზე მიმაგრებული №54 საარჩევნო უბნის შედეგების გაუთვალისწინებლად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე