⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.08.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 16.05.2008
ძალის დაკარგვა 15.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №122/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.035.011.838
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 19/05/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,055 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2008 მიღება
15.08.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListNumber, li.MsoListNumber, div.MsoListNumber {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 81.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.035.011.838 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №122/ნ 2008 წლის 16 მაისი  ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 პუნქტისა და 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიქმნას პროფესიული განვითარების საბჭო. 2. დამტკიცდეს პროფესიული განვითარების საბჭოს თანდართული დებულება. 3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 8 დეკემბრის №317/ნ ბრძანება (სსმ III, 2006 წ., №165, მუხ. 2242) და „დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 26 ნოემბრის №332/ნ ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №117, მუხ. 1022). 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ა. კვიტაშვილი დანართი პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დებულება არეგულირებს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობას. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. 3. საქართველოში სამედიცინო პროფესიული განვითარების პროცესს ხელმძღვანელობს საბჭო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) თავმჯდომარეობით. 4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 5. საბჭოს შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს სააგენტო.     მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები საბჭო, თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროცესების ორგანიზებას, მართვასა და მონიტორინგს, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული საქმიანობის შესწავლასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; ბ) განიხილავს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების საკითხებს, ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს და მონაწილეობს ნორმატიული აქტების შემუშავებაში; გ) შეიმუშავებს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების (მათ შორის, მომიჯნავე საექიმო სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში) აკრედიტაციის კრიტერიუმებს და წესს. ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და პროფესიული რეაბილიტაციის წესს, აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს. ახდენს ამ პროგრამების აკრედიტაციას და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად; დ) ახორციელებს დიპლომისშემდგომ განათლებაში, (მათ შორის, მომიჯნავე სპეციალობების პროგრამებით სწავლებაში) მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად უმაღლესი სამედიცინო დაწესებულებების და/ან სასწავლებლების აკრედიტაციას; ე) დაწესებულებების აკრედიტაციის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე; ვ) უზრუნველყოფს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებას და ამ მიზნით ამტკიცებს საგამოცდო კომისიებს, საგამოცდო ტესტებს, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებელთა სიას და გამოცდების შედეგებს; ზ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს საექიმო სპეციალობების და სპეციალობების შესაბამისი სუბსპეციალობების ნუსხას; თ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობების, მომიჯნავე საექიმო სპეციალობების და სუბსპეციალობის აღწერილობას, შესაბამისი მზადების კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას; ი) ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესს. იღებს გადაწყვეტილებას გამოცდების ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებზე და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ქმნის საგამოცდო კომისიებს შესაბამის საექიმო სპეციალობებში, ამტკიცებს საგამოცდო ტესტებს, გამოცდაზე დაშვებულ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელთა (შემდგომში – მაძიებელთა) სიას და გამოცდების შედეგებს; კ) იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე; ლ)     განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე; მ) იღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე, ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით; ნ) ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს დიპლომისშემდგომი განათლების, სერტიფიცირების, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, თუ კანონმდებლობით სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 3🔗. საბჭოს მუშაობის წესი 1. საბჭოს სხდომები იმართება თავმჯდომარის მოწვევით ან საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით, მაგრამ არანაკლებ 2 თვეში ერთხელ. 2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით (ღია ან ფარული კენჭისყრით). ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 3. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელის მოწერით ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს საბჭოს, ან ანიჭებს წარმომადგენლობას კომპეტენტურ პირებს მესამე პირებთან ურთიერთობაში. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ პუნქტში მითითებულ უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე.     მუხლი 4🔗. სახელმწიფო სერტიფიკატი სახელმწიფო სერტიფიკატი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებს (სპეციალისტებს) განსაზღვრულ სფეროში ანიჭებს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლებას.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა 1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ერთიანი და უნიფიცირებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. 2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სპეციალობებში. 3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, გამოცდის ჩატარების წესს, გრაფიკსა და ადგილს ამტკიცებს საბჭო. საგამოცდო პროცედურის დარღვევის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს გამოცდის შედეგები. 4. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.     მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის სამედიცინო სპეციალობა განისაზღვრება: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლების პროფილისა და პროფესიული მზადების (რეზიდენტურა, კლინიკური ორდინატურა – 1999 წლამდე, კლინიკური ასპირანტურა – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადამდე, დოქტორანტურა) დოკუმენტებით; ბ) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომით; გ) ინტერნატურის ან სპეციალიზაციის (1999 წლამდე) მოწმობით და შესაბამის საექიმო სპეციალობაში არანაკლებ რეზიდენტურის ხანგრძლივობის სამუშაო სტაჟით.