,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 22.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №274
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.845
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 28/05/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.845
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №274
2008 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძის თანდართული დებულება.
2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძი (ტექსტში შემდგომში – კვანძი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗.
კვანძი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗.
კვანძი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4🔗.
კვანძს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
კვანძის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗.
კვანძის ამოცანებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფა და მომსახურება კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით;
ბ) საომარი ან/და საგანგებო მოქმედებების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების გამოყენების უზრუნველყოფა;
გ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების აღჭურვილობის მუდმივ სამუშაო და საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნება;
დ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტების მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადების კოორდინაცია.
მუხლი 6🔗.
კვანძის ფუნქციებია:
ა) თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების, საფელდეგერო-საფოსტო კავშირის, სატელეფონო ქსელების ადმინისტრირება;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმისწარმოების (საიდუმლო და არასაიდუმლო) განხორციელება;
გ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, კვანძის მოსამსახურეთა მორიგე ცვლის მუშაობის კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
დ) ინფორმაციის უსაფრთხოების პროცედურების შესრულება.
თავი III
კვანძის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗.
კვანძს ხელმძღვანელობს კვანძის უფროსი.
მუხლი 8🔗.
კვანძის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9🔗.
კვანძის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
მუხლი 10🔗.
კვანძის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს კვანძის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად კვანძის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს კვანძის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) კვანძის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს კვანძის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს კვანძში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია კვანძის ფუნქციების შესრულებაზე;
თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.
მუხლი 11🔗.
კვანძის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კვანძის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 12🔗.
კვანძის უფროსის მოადგილე:
ა) კვანძის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ხელს უწყობს კვანძის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
გ) მონაწილეობს კვანძში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) აკონტროლებს კავშირგაბმულობის ტექნიკის აღრიცხვიანობას და მის მდგომარეობას;
ე) ზედამხედველობს კვანძის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 13🔗.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს კვანძის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
თავი IV
კვანძის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 14🔗.
კვანძის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი):
ა) კავშირგაბმულობის სისტემების უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) დაზიანებებზე რეაგირების განყოფილება.
მუხლი 15🔗.
კავშირგაბმულობის სისტემების უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მშვიდობიანობის, საომარი და/ან საგანგებო მოქმედებედის დროს კვანძის კავშირგაბმულობის სისტემების ყველა ელემენტის ურთიერთქმედების, მათი გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) კავშირგაბმულობის სისტემების აპარატურის, კავშირგაბმულობის საშუალებების და ყველა აღჭურვილობის ეფექტური გამოყენებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
გ) კავშირგაბმულობის სისტემების აპარატურის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა.
მუხლი 16🔗.
კავშირგაბმულობის სისტემების უზრუნველყოფის სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სატელეფონო კავშირის განყოფილება;
ბ) რადიოკავშირის განყოფილება;
გ) საფელდეგერო-საფოსტო კავშირის განყოფილება.
მუხლი 17🔗.
სატელეფონო კავშირის განყოფილების ფუნქციებია:
ა) არსებული სატელეფონო ქსელების ადმინისტრირება და ანალიზი;
ბ) სატელეფონო ქსელების ექსპლუატაცია და მომსახურება;
გ) სატელეფონო სისტემების აპარატურის მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
დ) კავშირგაბმულობის შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) სატელეფონო კავშირის უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა.
მუხლი 18🔗.
რადიოკავშირის განყოფილების ფუნქციებია:
ა) არსებული რადიოქსელების ადმინისტრირება და ანალიზი;
ბ) რადიოქსელების ექსპლუატაცია და რადიოკავშირის უზრუნველყოფა;
გ) რადიოსისტემების აპარატურის მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
დ) რადიოკავშირების უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა.
მუხლი 19🔗.
საფელდეგერო-საფოსტო კავშირის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საფელდეგერო-საფოსტო კავშირის ადმინისტრირება;
ბ) კორესპოდენციის მიწოდების უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სახელმწიფო სატრუქტურებთან, ორგანიზაციებთან და კერო სამართლის იურიდიულ პირებთან;
გ) სამოქალაქო საფოსტო განყოფილებებთან თანამშრომლობა;
დ) საფელდეგერო-საფოსტო კავშირის უსაფრთხოების საკითხების დაცვა.
მუხლი 20🔗.
ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირებასა და ანლიზს. ასევე, უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოებას და კომპიუტერული სისტემების აპარატურის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას.
მუხლი 21🔗.
ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სისტემებისა და ქსელების მართვის განყოფილება;
ბ) ტექნიკური დახმარების განყოფილება.
მუხლი 22🔗.
სისტემებისა და ქსელების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) არსებული კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
ბ) კომპიუტერული ქსელების ექსპლუატაციის წესების დაცვა;
გ) კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების საკითხების დაცვა;
დ) თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების კორპორატიული ქსელების კოორდინირებული მუშაობა სამხედრო ქვედანაყოფებებისა და შენაერთების ლოკალურ კომპიუტერულ ქსელებთან;
ე) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და ანალიზი;
ვ) ქსელში ფუნქციონირებადი ინფორმაციული სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
მუხლი 23🔗.
ტექნიკური დახმარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) კომპიუტერული სისტემების აპარატურის მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ბ) კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა.
მუხლი 24🔗.
დაზიანებებზე რეაგირების განყოფილების ფუნქციებია:
ა) კავშირგამბულობისა და ინფორმაციული სისტემის დაზიანებების შესახებ შეტყობინებების მიღება და აღრიცხვა;
ბ) თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე პერსონალისათვის ტელეფონის საშუალებით პირველადი დახმარების აღმოჩენა;
გ) აუცილებლობის შემთხვევაში დაზიანების შესახებ შესაბამისი სპეციალისტის ინფორმირება და მასთან აბონენტის გადართვა კვალიფიციური დახმარებისათვის;
დ) დაზიანების აღმოფხვრის ახალი საშუალებების აღრიცხვა და სისტემაში რეგისტრაცია.
მუხლი 25🔗
კვანძის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებსა და უფლებამოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.