საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.05.2008
ძალის დაკარგვა 29.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №275
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.846
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 28/05/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,742 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2008 მიღება
29.12.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.846 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება #275 2008 წლის 22 მაისი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულება. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 მაისის №157 ბრძანება. 3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. კეზერაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომში _ დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით “საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარება შეიარაღებული ძალების მოთხოვნების შესაბამისად; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ეფექტური გამოყენება როგორც მშვიდობიანი, ასევე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტების მომზადების მაღალი დონის შენარჩუნება; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების აღჭურვილობის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველსაყოფად, მწყობრიდან გამოსული საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელების აღდგენითი სამუშაოების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციის რაიონის ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების რეგიონალურ და ადგილობრივ შტაბებს შორის რადიოსატელეფონო კავშირის ორგანიზება.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) შეიარაღებული ძალების მართვის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და კონტროლი თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად; ბ) ოპერაციების და სწავლებების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და კონტროლი; გ) თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების შესაძლებლობების ანალიზი და ადმინისტრირებაზე კონტროლი; დ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების აღჭურვილობის ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე კონტროლი; ე) ინფორმაციის უსაფრთხოების პროცედურების განსაზღვრა და შესრულებაზე კონტროლი. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 7🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 11🔗. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 12🔗. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე; ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე; თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან; ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.     მუხლი 13🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 14🔗. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 15🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები     მუხლი 16🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ _ ქვედანაყოფი): ა)კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დაგეგმვის და განვითარების სამმართველო; ბ) კავშირგაბმულობის სისტემების სამმართველო; გ) ინფორმაციული სისტემების სამმართველო; დ) ტექნიკური ექსპლუატაციის კონტროლის და ინფორმაციის უსაფრთხოების სამმართველო.     მუხლი 17🔗. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დაგეგმვის და განვითარების სამმართველო ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას. კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, დაგეგმვის და განვითარების პროცედურების კოორდინაციას.     მუხლი 18🔗. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დაგეგმვის და განვითარების სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) დაგეგმვის და განვითარების განყოფილება; ბ) ახალი ტექნოლოგიების განყოფილება.     მუხლი 19🔗. დაგეგმვის და განვითარების განყოფილების ფუნქციებია: ა) შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების კონცეფციის შემუშავება; ბ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა; გ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების შესაბამისი ინსტრუქციებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება; დ) კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების გეგმების კოორდინაცია; ე) NATO-ს კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემებთან თავსებადობის მოთხოვნების განსაზღვრა; ვ) კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებული NATO-ს სტანდარტიზებული დოკუმენტების მოთხოვნების რეალიზაცია შეიარაღებულ ძალებში; ზ) ოპერაციების და სწავლებების კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა, კოორდინაცია და შერწყმა.     მუხლი 20🔗. ახალი ტექნოლოგიების განყოფილების ფუნქციებია: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივების შემუშავება; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების საკითხებში; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მრავალეროვნულ ღონისძიებებში მონაწილეობისას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების საკითხების ორგანიზება; დ) კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტების და მათი მომზადება-გადამზადების კოორდინაცია.     მუხლი 21🔗. კავშირგაბმულობის სისტემების სამმართველო ახორციელებს კავშირგაბმულობის სისტემების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრავს, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნას, არსებული კავშირგაბმულობის ქსელების შესაძლებლობების ანალიზსა და ორგანიზების კონტროლს.     მუხლი 22🔗. კავშირგაბმულობის სისტემების სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) რადიოკავშირების განყოფილება; ბ) სატელეფონო კავშირების განყოფილება.     მუხლი 23🔗. რადიოკავშირების განყოფილების ფუნქციებია: ა) არსებული რადიოქსელების შესაძლებლობების ანალიზი; ბ) რადიოქსელების ორგანიზებისა და ექსპლუატაციისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; გ) რადიოსისტემების განვითარებისათვის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა; დ) რადიოსისტემების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების კოორდინაცია; ე) თავდაცვის სამინისტროზე გამოყოფილი სიხშირული სპექტრის მართვა; ვ) რადიოკავშირების უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაცია; ზ) ოპერაციებში დისლოცირებადი რადიოქსელების დაგეგმვა და ორგანიზების კონტროლი.     მუხლი 24🔗. სატელეფონო კავშირების განყოფილების ფუნქციებია: ა) არსებული სატელეფონო ქსელების შესაძლებლობების ანალიზი; ბ) სატელეფონო ქსელების ორგანიზების და ექსპლუატაციისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; გ) სატელეფონო სისტემების განვითარებისათვის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა; დ) სატელეფონო სისტემების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების კოორდინაცია; ე) კომერციულ კავშირგაბმულობის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) საფელდეგერო-საფოსტო კავშირების ორგანიზება; ზ) სატელეფონო კავშირების უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაცია; თ)     ოპერაციებში დისლოცირებადი სატელეფონო ქსელების დაგეგმვა და ორგანიზების კონტროლი.     მუხლი 25🔗. ინფორმაციული სისტემების სამმართველო ახორციელებს ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნას, არსებული კომპიუტერული ქსელების შესაძლებლობების ანალიზსა და ადმინისტრირებაზე კონტროლს.     მუხლი 26🔗. ინფორმაციული სისტემების სამმართველოში შედის: ა) კომპიუტერული ქსელების განყოფილება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება.     მუხლი 27🔗. კომპიუტერული ქსელების განყოფილების ფუნქციებია: ა) არსებული კომპიუტერული ქსელების შესაძლებლობების ანალიზი; ბ) კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირებაზე კონტროლი; გ) ქსელში მომხმარებელთა უფლებამოსილებების განსაზღვრა; დ) კომპიუტერული ქსელების ექსპლუატაციის წესების განსაზღვრა; ე) კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია; ვ) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ლოკალური კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა და მათი მიერთება თავდაცვის სამინისტროს კორპორატიულ ქსელთან; ზ) ინფორმაციული სისტემების განვითარებისათვის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა; თ) კომპიუტერული ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების კოორდინაცია; ი) ოპერაციებში დისლოცირებადი კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა და ორგანიზების კონტროლი.     მუხლი 28🔗. პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) ინფორმაციულ სისტემებზე მოთხოვნილების ანალიზი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გათვალისწინებით; ბ) ერთიანი ინფორმაციული სისტემის ცალკეული კომპონენტებისადმი სტანდარტიზებული მოთხოვნების ჩამოყალიბება; გ) ინფორმაციული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების კონტროლი; დ) ინფორმაციული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ინსტრუქციების შემუშავება; ე) ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოების ზომებისა და პროცედურების კოორდინაცია; ვ) მონაცემების სარეზერვო კოპირების ღონისძიებების შემუშავება და კონტროლი.     მუხლი 29🔗. ტექნიკური ექსპლუატაციის კონტროლის და ინფორმაციის უსაფრთხოების სამმართველო ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების აღჭურვილობის ტაბელების კოორდინაციასა და დაკომპლექტების ანალიზს. უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების საშუალებების ექსპლუატაციის, ტექმომსახურების და რემონტის კონტროლს, ჯარების ფარულად მართვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავებას.     მუხლი 30🔗. ტექნიკური ექსპლუატაციის კონტროლის და ინფორმაციის უსაფრთხოების სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ტექნიკური ექსპლუატაციის კონტროლის განყოფილება; ბ) ინფორმაციის უსაფრთხოების განყოფილება.     მუხლი 31🔗. ტექნიკური ექსპლუატაციის კონტროლის განყოფილების ფუნქციებია: ა) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური საშუალებების ტაბელების კოორდინაცია და აღნიშნული ტაბელების შესაბამისად ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტების ანალიზი; ბ) მომმარაგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედება აღჭურვის პროცესში; გ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის კონტროლი; დ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მომსახურების და რემონტის პროცედურების განსაზღვრა და კონტროლი; ე) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებული კომუნალური მომსახურების კოორდინაცია და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის კონტროლი.     მუხლი 32🔗. ინფორმაციის უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია: ა) ჯარების ფარულად მართვისა და ოპერატიული შენიღბვის ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი; ბ) სატელეფონო კავშირების უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი; გ) რადიოკავშირების უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი; დ) კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი; ე) ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი.     მუხლი 33🔗.   დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.