,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.011.848
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №131
2008 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესებში“ (სსმ III, 04.04.2006 წ., №45 მუხლი 506) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. წესის პირველი მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფასეულობასთან დაკავშირებული სალაროს ოპერაციების შესასრულებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე მუშაკი არ დაიშვება.“;
ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. მოლარე ვალდებულია იცოდეს სალაროს ოპერაციების წარმოების, ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის წესები, მათი დამცავი ნიშნები და ყალბი ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენისას მოახდინოს შესაბამისი რეაგირება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.
2. წესის მე-5 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მიღებული ფულის ორდერის მონაცემებთან შეუსაბამობის (ზედმეტობის, დანაკლისის, არგადახდითი, საეჭვო ან ყალბი ფულის ნიშნის გამოვლენის)
შემთხვევაში, სალაროს მუშაკი შემოსავლის ორდერს გადახაზავს, მის უკანა მხარეს მიუთითებს ფაქტობრივად მიღებული თანხის ოდენობას, ხელს აწერს და უბრუნებს ბუღალტერს, რომელსაც შეაქვს შესაბამისი შესწორებები შემოსავლის ჟურნალში. ფაქტობრივად მიღებულ თანხაზე გამოიწერება ახალი ორდერი.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კომერციულ ბანკში ფულის მიღებისას არგადახდითი, საეჭვო ან ყალბი ფულის გამოვლენის შემთხვევაში, არგადახდითი ფულის ნიშანი უბრუნდება შემომტანს, ხოლო საეჭვო და ყალბ ფულზე დგება ცნობა (დანართი №8) სამ პირად, რომელთაგან ერთი – ეძლევა შემომტანს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნული ბანკის სათავო ოფისს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი 5 დღის განმავლობაში კომერციულ ბანკს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის შედეგების შესახებ. ფულის ნიშნის ნამდვილობისა და ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა უნაზღაურდება შემომტანს.“.
3. წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ჩანთაში მოთავსებული ნაღდი ფულის გადათვლისას მეტნაკლებობის ან არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დგება ცნობა (დანართი №16) ორ პირად, რომლის ერთი პირი (არგადახდითი ფულის ნიშნის გამოვლენისას – ფულის ნიშანთან ერთად) ეგზავნება შემომტანს, მეორე რჩება ფულის მიმღებს. საეჭვო ან ყალბი ფულის გამოვლენის შემთხვევაში დგება ცნობა (დანართი №17) სამ პირად, რომელთაგან ერთი – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნული ბანკის სათავო ოფისს შემდგომი რეაგირებისათვის, მეორე შემომტანს, მესამე რჩება ფულის მიმღებს. გამოვლენილი ზედმეტობა ჩაირიცხება შემომტანის (ან სალაროს შესაბამის) ანგარიშზე, დანაკლისის და არგადახდითის თანხა არ ექვემდებარება ანგარიშზე ასახვას. საეჭვო და ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენისას თანხა აისახება შესაბამის ანგარიშზე და შემომტანთან ანგარიშსწორება ხდება ეროვნული ბანკიდან მიღებული დასკვნის საფუძველზე. ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში ფულის შემომტანს გადაეცემა გახსნილი ჩანთისა და ფულის შეფუთვის საშუალებები. აღნიშნული ექვემდებარება შენახვას 10 კალენდარული დღის განმავლობაში.“.
4. წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. კომერციული ბანკის მიერ ფორმირებული ფულის გადათვლისას მეტნაკლებობის ან არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკში დგება ცნობა (დანართი №16) სამ პირად, რომლის ერთი პირი (არგადახდითი ფულის ნიშნის გამოვლენისას - ფულის ნიშანთან ერთად) ეგზავნება კომერციულ ბანკს, ხოლო ორი პირი რჩება ეროვნულ ბანკს. საეჭვო ან ყალბი ფულის გამოვლენის შემთხვევაში დგება ცნობა (დანართი №17) ოთხ პირად, რომელთაგან ერთი ეგზავნება კომერციულ ბანკს, ხოლო სამი პირი საეჭვო ან ყალბი ფულის ნიშანთან ერთად რჩება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ცნობის საფუძველზე კომერციული ბანკის ფორმირებულ ფულში აღმოჩენილი ზედმეტობა ჩაირიცხება მის ანგარიშზე, ხოლო დანაკლისის, არგადახდითი, საეჭვო და ყალბი ფულის ნიშნის თანხა არ ექვემდებარება ანგარიშზე ასახვას. საეჭვო ფულის ნიშნის ნამდვილობისა და ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში შესაბამისი თანხა 5 დღის განმავლობაში ჩაირიცხება კომერციული ბანკის ანგარიშზე.“.
5. წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები უნდა იყვნენ სათანადოდ ჯანმრთელნი და უნდა ჰქონდეთ გავლილი შემოწმება და სპეციალური მომზადების კურსები საქართველოს შსს ორგანოებში.
6. წესის დანართი №2 ამოღებულ იქნას.
7. წესის დანართი №1, №8, №15 და №17 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ძალაში შედის 2008 წლის 27 მაისიდან და მოქმედებს 2008 წლის 27 ივლისამდე.
3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტი ძალაში შედის 2008 წლის 27 ივლისიდან.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
დანართი№1
მკაცრი აღრიცხვის ბლანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
N 0000000 „ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ”
ვიცე-პრეზიდენტი
–––––––––––––––
ბ.ა.
თ ა ნ ხ მ ო ბ ა
საინკასაციო მომსახურების შესახებ
რეგისტრაციის №
---- ------------- 200 წელი
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბანკის (ფილიალის) / არასაბანკო იურიდიული პირის დასახელება
2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საინკასაციო სამსახურის მისამართი
დ ა ს კ ვ ნ ა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოს ეროვნული ბანკის
–––––––––––––––––––––––––––-ის უფროსი
სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება
----------------------------------- -------------------------
სახელი,გვარი ხელმოწერა
შენიშვნა: გაუქმების შემთხვევაში თანხმობა ბარდება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
კომერციული ბანკების მიერ საინკასაციო მომსახურებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი
საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის მისაღებად კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
– განცხადება საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ;
– ბრძანება (დადგენილება, განკარგულება, საოქმო გადაწყვეტილება) საინკასაციო სამსახურის შექმნის შესახებ და დამტკიცებული შიდაგანაწესი საინკასაციო სამსახურის საქმიანობის შესახებ;
– შსს-ს მიერ გაცემული ცნობა შემოწმებისა და სპეცმომზადების შესახებ;
– შსს-ს ნებართვა იარაღის ტარებისა და შენახვის შესახებ.
არასაბანკო საინკასაციო სამსახურის მიერ საინკასაციო მომსახურებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი
საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის მისაღებად არასაბანკო საინკასაციო სამსახური ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
– განცხადება საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ;
– სასამართლოს დადგენილება და წესდება;
– ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშის შესახებ;
– ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ;
– ნოტარიულად დამოწმებული საიჯარო ხელშეკრულება ან საკუთრების დამადასტურებელი ცნობა დაკავებული ფართობის შესახებ;
– აუდიტორული დასკვნა იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
– სადაზღვევო კომპანიის საგარანტიო წერილი განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის შესახებ;
– ბრძანება (დადგენილება, განკარგულება, საოქმო გადაწყვეტილება) საინკასაციო სამსახურის შექმნის შესახებ და დამტკიცებული შიდაგანაწესი საინკასაციო სამსახურის საქმიანობის შესახებ;
– შსს-ს მიერ გაცემული ცნობა შემოწმებისა და სპეცმომზადების შესახებ;
– შსს-ს ნებართვა იარაღის ტარებისა და შენახვის შესახებ.
შენიშვნა: საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის გაცემის შემდეგ რაიმე ცვლილების შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად.
დანართი №8
ქალაქი –––––––– თარიღი –––––––––––––
ც ნ ო ბ ა
საეჭვო და ყალბი ფულის გამოვლენის შესახებ
ჩამომრთმევი ორგანიზაცია –––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩამომრთმევი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გვარი, სახელი, თანამდებობა)
წარმომდგენი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გვარი, სახელი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის №)
ვალუტის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ნომინალი ციფრებით, სიტყვებით)
გამოშვების წელი–––––––––– ბანკნოტის სერია, ნომერი ––––––––––––––
საეჭვო ან ყალბი ფულის საეჭვო ან ყალბი ფულის
ჩამომრთმევი პიროვნების წარმომდგენის
ხელმოწერა: ხელმოწერა:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დასკვნა: საქართველოს ეროვნული
ბანკის ექსპერტი:
დანართი №15
ნაღდფულიანი ჩანთების გადათვლის
შესახებ უწყისი
–––––––––––––––––––––––– "-------- -------------------- წელი
კომერციული ბანკის დასახელება
სალაროს მუშაკი ––––––––––– სულ გადასათვლელად მიღებულია------ცალი ჩანთა
სახელი და გვარი ციფრებით, სიტყვებით
მაკონტროლებელი მუშაკი ------------------------ თანხით --------------------------- ლარი
სახელი და გვარი ციფრებით, სიტყვებით
| შემომტა-ნის დასახე-ლება | ანგარი-შის ნომერი | ჩანთ-ის ნომე-რი | გამოცხადებ-ული თანხა | ანგარი-შზე ჩასარი-ცხი ფაქტი-ური თანხა | დანაკლ-ისი | ზედმეტ-ობა | არგადახდ-ითი | საეჭვო ან ყალბი | აღნიშვნა დაზიანე-ბულია თუ არა ჩანთა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
| ჯამი |
|
|
|
|
|
|
|
გადათვლის შედეგად აღმოჩდა: არგადახდითი ---------------------------------
თანხა სიტყვებით
სულ დანაკლისი --------------- სულ საეჭვო ან ყალბი ------------------------------
თანხა სიტყვებით თანხა სიტყვებით
სალაროს მუშაკი----------------- მაკონტროლებელი მუშაკი--------------------
ხელმოწერა ხელმოწერა
დანართი №17
ცნ ო ბ ა
ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისაგან (კომერციულ ბანკებში ინკასატორებისაგან) მიღებული ფულის საკონტროლო გადათვლისას საეჭვო ან ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ
ქ. ––––––––––––– ––– ––––––– წელი
ფულის ნიშნების მიმღები ბანკი ––––––––––––––––––––––––––––––––
შემომტანი იურიდიული პირის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––
მიღებული თანხა –––––––––––––––– –––––––––––––––––– ––––––––––––––––––
(ციფრებით) (ვალუტის სახეობა) ფორმირების (შეფუთვის) რეკვიზიტები
მფორმირებელი პირი ––––––––––––––––––––––––––– ფორმირების თარიღი –––––––––––– ( სახელი, გვარი)
საკონტროლო გადათვლა განახორციელა ––––––––– მაკონტროლებელი მუშაკი –––––––––
( სახელი, გვარი) ( სახელი, გვარი)
ესწრებოდა შემომტანის წარმომადგენელი* ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა ––––––––––––––––––––––––
| ნომინალი | გამოშვების წელი | ნომერი |
|
|
| |
|
|
| |
|
|
|
ჯამი სიტყვებით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი: ––––––––ზედსადები, –––––––ბანდეროლი,––––––––––პლომბი (კლიშე).
მიმღების წარმომადგენლები: შემომტანის წარმომადგენელი*:
მოლარე ––––––––––––––––––– –––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
მაკონტროლებელი მუშაკი –––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
დასკვნა საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ:
––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––– ექსპერტის ხელმოწერა
* შენიშვნა: შემომტანის წარმომადგენლის ვინაობა და ხელმოწერა არ მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო გადათვლას არ ესწრება შემომტანის წარმომადგენელი, რის შესახებ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.