,,ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 27.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №456
სარეგისტრაციო კოდი ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 02/06/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2008 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ორგანიზ. კოდი | ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-style:italic;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Char, li.Char, div.Char { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-before:always; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; color:white; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 63.0pt 27.0pt 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.011.853
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №456
2008 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) „ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუ ჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესი“ (დანართი №1);
ბ) „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ (დანართი №2).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №981 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №1
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესი შემუშავებულია „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.
2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესი განსაზღვრავს ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებებით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძ ლება განხორციელდეს:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ერთ ან რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაზე დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის გამოყოფილი ასიგნების მთლიანი ოდენობიდან თანხები ერთი ან მეტი ასიგნებიდან ერთ ან მეტ ასიგნე ბაზე ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს:
ა) ქ. თბილისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით;
ბ) ქ. თბილისის ბიუჯეტიდან საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის ქ. თბილისის მერის მიერ დადგენილი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
ადგილობრივი თვითმმართველი (გარდა ქ. თბილისისა) ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ერთ ან რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაზე დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებე ბის შეტანით;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ერთი და იმავე საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით მისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 5🔗.
1. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებთან შეთანხმებით უფლებამოსილია ასიგნების გადანაწილება განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.
2. დასაგეგმი წლის ბიუჯეტის თაობაზე წლიური საბიუჯეტო კანონით ან/და გადაწყვეტილებით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების, ისე საბიუჯეტო ორგანიზაციების ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის, აგრეთვე წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს აფზახეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის (ქ. თბილისში, აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ან შესა ბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის) მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში.
მუხლი 6🔗.
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ წერილობით მოთხოვნას წარუდგენს საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. დასაგეგმი წლის ბიუჯეტის თაობაზე წლიური საბიუჯეტო კანონით ან/და გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების შესახებ საფინანსო ორგანოში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ამავე ორგანოში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი (სამმართველო) განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა აფხაზეთის ავტონომიური რეს პუბლიკის ფინანსთა მინისტრს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებას ასიგნების გადანა წილების თაობაზე. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვა ნელს წარუდგენს შესაბამის წინადადებას ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანხმობის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი (სამმართველო) ამზადებს ცვლილებას საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნების ფარგლებში თანხის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ. ადგილობრივი თვით მმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში, საფინანსო ორგანო ამზადებს ცვლილებას საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნების ფარგლებში თანხის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ.
5. დასაგეგმი წლის ბიუჯეტის თაობაზე წლიური საბიუჯეტო კანონით ან/და გადაწყვეტილებით დამტკი ცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალის წინებული „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით“ (დანართი №2). ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო ორგანოს, მეორე გადაეცემა საფინანსო ორგანოს სახაზინო პრინციპებზე მომუშავე სამსახურს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისა ან/და გამგებლის (მერის) ბრძანების საფუძველზე საფინანსო ორგანოს სახაზინო პრინციპებზე მომუშავე სამსახური საბიუჯე ტო ასიგნების გაცემას ახორციელებს საბიუჯეტო დეპარტამენტის (საფინანსო ორგანოს) მიერ წარდგე ნილი ცნობით საბიუჯეტო ორგანიზაციის დაზუსტე ბული გეგმისა და ბიუჯეტის ფაქტობრივი შემოსავლე ბის ფარგლებში.
მუხლი 7🔗.
იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო ორგანიზაციას წლიური საბიუჯეტო კანონით ან/და გადაწყვეტილებით დამტკიცებული ასიგნების გადამეტებით ავტონო მიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოს მიერ დადგენილი წესით საბიუჯეტო სახსრები გამოეყოფა სარეზერვო ფონდიდან, ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის საფუძ ველზე, შესაბამისი თანხით მცირდება გეგმური სარეზერვო ფონდი და იზრდება წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შესაბამისი გასაცემლები. ამ შემთხვევაშიც საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსების წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
დანართი N2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს საფინანსო სამსახურის დასახელება
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა N
20--- წლის ------ ---------------
(საბიუჯეტო ორგანიზაცია, ორგ. კოდი)
(ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)
(ცვლილების შინაარსი)
/ლარებში/
ორგანიზ. კოდი
ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება
ცვლილება (+ზრდა/-კლება)
წლიური თანხა
I კვ.
II კვ.
III კვ.
IV კვ.
სულ ჯამი
1.
დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება
2.
სარეზერვო ფონდი
3.
წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა
4.
დანარჩენი ცვლილება
საბიუჯეტო დეპარტამენტის (სამმართველოს)
საფინანსო სამსახურის უფროსი: ( )
საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი: ( )