⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.01.2012)
გაუქმებულია:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.05.2008
ძალის დაკარგვა 09.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №490
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.872
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 04/06/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,240 სიტყვა · ~31 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2008 მიღება
09.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.872 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №490 2008 წლის 29 მაისი  ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 2. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009-10 სასწავლო წლიდან.  გ. ნოდია საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პრეამბულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის, ჰუმანისტური ტრადიციების, გელათისა და იყალთოს აკადემიების სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეა. უნივერსიტეტი ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. ილია ჭავჭავაძის იდეათა კვალდაკვალ ივანე ჯავახიშვილისა და მის თანამოაზრეთა მიერ 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტი ქართველი ერის ნებისა და სულიერების უმაღლესი გამოხატულებაა. უძველეს ქართულ კულტურასა და კაცობრიობის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებული უნივერსიტეტის მიზანია ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია. ჰუმანიზმის, ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული ქართული უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა. თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის წესდების მოქმედების სფერო ეს წესდება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უნივერსიტეტის მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს.     მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის სტატუსი 1. უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“ უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „თსუ“. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, 0128, თბილისი, საქართველო. 3. უნივერსიტეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №277 ბრძანებულებით.     მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის მიზნები უნივერსიტეტის მიზანია: ა) მომავალი თაობების აღზრდა ქართული კულტურითა და ტრადიციებით; საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განვითარება; ბ) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით; გ) უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა-დოქტორანტურა), დიპლომირებული მედიკოსის სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ფორმალური და არაფორმალური სახელობო, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება; დ) სტუდენტის ჩამოყალიბება ჭეშმარიტ მოქალაქედ, თავისუფლებისმოყვარე და დემოკრატ პიროვნებად; ე) უნივერსიტეტის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება; ვ) უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის რეალიზება ქართული საზოგადოების წიაღში; ზ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა.     მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სიმბოლიკა 1. უნივერსიტეტს აქვს თავისი გერბი, დამტკიცებული 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დიდი საბჭოს მიერ. 2. უნივერსიტეტის დროშასა და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 5🔗. საუნივერსიტეტო დღესასწაული საუნივერსიტეტო დღესასწაულია 8 თებერვალი – უნივერსიტეტის დაარსების დღე. თავი II უნივერსიტეტის მართვა     მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა 1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია – აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. უნივერსიტეტის ფაკულტეტის მართვის ორგანოებია – ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, აგრეთვე საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო მნიშვნელობის სხვადასხვა საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან. 3. გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის ერთეულების შექმის ან გაუქმების შესახებ იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საუნივერსიტეტო მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი. 7. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.     მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭო 1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო (შემდგომში – აკადემიური საბჭო) არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს; ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს; მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ო) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; ჟ) ადგენს ფაკულტეტის დეკანების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; ს) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ტ) უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, ქმნის დროებით კომისიებს. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე; უ) აკადემიური საბჭო საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს.     მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო. 2. აკადემიური საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.     მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი 1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი. 2. აკადემიური საბჭო იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3 მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. 3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.     მუხლი 12🔗. აკადემიური საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი 1. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს. 2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. 3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.     მუხლი 13🔗. გადაწყვეტილების მიღება აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.     მუხლი 14🔗. ხმის მიცემა 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია. 2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.     მუხლი 15🔗. ოქმის წარმოება 1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი. 2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს სამდივანოს ხელმძღვანელი ან საბჭოს სხდომის მდივანი.     მუხლი 16🔗. უნივერსიტეტის რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, რომელსაც აკადემიური საბჭო ირჩევს 4 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 2. რექტორი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 3. რექტორი ახორციელებს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 17🔗. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) (შემდგომში – წარმომადგენლობითი საბჭო) არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აირჩევა 4 წლის ვადით.     მუხლი 18🔗. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილების სფერო 1. წარმომადგენლობითი საბჭო “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტების დეკანების, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს; ო) განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საერთო რაოდენობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.     მუხლი 19🔗. კვორუმი და სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. თუ “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა ნახევარზე მეტი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონით და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა.     მუხლი 20🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით. 2. სპიკერი: ა) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას; გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; დ) უფლებამოსილია დასვას საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ; ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში; ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.     მუხლი 21🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.     მუხლი 22🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების ფორმირება 1. წარმომადგენლობით საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, წარმომადგენლობითმა საბჭომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს არანაკლებ 3 წევრით. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.     მუხლი 23🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევა და მიმდინარეობა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები მოიწვევა სემესტრში ორჯერ მაინც. საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (სხდომები). 2. წარმომადგენლობით საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის მიერ დროებით უფლებამოსილი წარმომადგენლობითი საბჭოს რომელიმე წევრი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, გამოეკვრება საჯარო გაცნობისათვის უნივერსიტეტის შენობაში სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება საბჭოს წევრებს. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/4-ის მოთხოვნით. 4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს სპიკერი მისი მოწვევის აუცილებლობის შემთხვევაში. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმით. ოქმს ხელს აწერს სპიკერი (ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ან სხდომის მდივანი.     მუხლი 24🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.     მუხლი 25🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.     მუხლი 26🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. თავი III უნივერსიტეტის ფაკულტეტები     მუხლი 27🔗. ფაკულტეტები 1. უნივერსიტეტში ექვსი ფაკულტეტია: ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; გ) ეკონომიკისა და ბიზნესის; დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა; ე) იურიდიული; ვ) მედიცინის. 2. გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საფაკულტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. საფაკულტეტო მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით. 4. ფაკულტეტი მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით. 5. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 6. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.     მუხლი 28🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს.     მუხლი 29🔗. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 2. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლება-მოსილებას. 3. ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/4-ს შეუძლია მოითხოვოს დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტა. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიიღება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.     მუხლი 30🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 3. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისგან. მათ გარდა, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა ნებისმიერი პირიც. 4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით. 5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.     მუხლი 31🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 5. ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.     მუხლი 32🔗. საფაკულტეტო ბიბლიოთეკა 1. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ბიბლიოთეკა. 2. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. იგი შეიმუშავებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიბლიოთეკის განვითარების პროგრამებს. თავი IV  უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის წესი     მუხლი 33🔗. მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის ზოგადი პრინციპები უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნები ტარდება თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით.     მუხლი 34🔗. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი 1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი. 2. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან აირჩევა 12 წევრი. თითოეული ფაკულტეტი ირჩევს 2 წარმომადგენელს. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა. 4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით. 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.     მუხლი 35🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი 1. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აირჩევა 4 წლის ვადით დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები. 3. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა 1/3 მაინც, ცალ-ცალკე როგორც აკადემიური, ისე სტუდენტების რაოდენობიდან. 4. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ-ცალკე, სტუდენტებისა და აკადემიური პერონალისათვის. 5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 6. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. 9. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 10. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 11. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 12. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია. 13. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას, არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლოის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 14. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით.     მუხლი 36🔗. რექტორის არჩევის წესი 1. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.     მუხლი 37🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. 3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.     მუხლი 38🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად. 2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.     მუხლი 39🔗. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი 1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.     მუხლი 40🔗. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი 1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 2. ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას ღებულობს უნივერსიტეტის აკდემიური საბჭო. თითოეული კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული დეკანის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.     მუხლი 41🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი 1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრად შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. თავი V უნივერსიტეტის პერსონალი     მუხლი 42🔗. უნივერსიტეტის პერსონალი უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.     მუხლი 43🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 44🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 45🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.     მუხლი 46🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა; ვ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.     მუხლი 47🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით. 2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 2009-10 სასწავლო წლიდან არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.     მუხლი 48🔗. აკადემიური წოდებები 1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. უნივერსიტეტის 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება. 3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უნივერსიტეტი. ამასთანავე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.     მუხლი 49🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის ასამაღლებლად აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით; ე) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.     მუხლი 50🔗. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.     მუხლი 51🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.     მუხლი 52🔗. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების საფუძვლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ-ქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.     მუხლი 53🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტიში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. თავი VI სტუდენტი     მუხლი 54🔗. უნივერსიტეტში სტუდენტად მიღება 1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად. 2. უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება. უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.     მუხლი 55🔗. სტუდენტის უფლებები 1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაში; გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ი) აირჩიოს სასწავლო პროგრამა; კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში; ლ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება; ნ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები. 2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში.     მუხლი 56🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწესი.     მუხლი 57🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით.     მუხლი 58🔗. სტუდენტური თვითმმართველობა 1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვაში. 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. 5. უნივერსიტეტის ბიუჯეტში სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ასიგნება არ უნდა იყოს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავლების 1%-ზე ნაკლები.     მუხლი 59🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. თავი VII თსუ-ის განათლების საფეხურები     მუხლი 60🔗. განათლების საფეხურები 1. თსუ-ში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე. 2. აკადემიური უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია: ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტისა; ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტისა; გ) დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტისა. 3. ერთსაფეხურიანი სწავლება თსუ-ში არის: ა) დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამა); ბ) დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა.     მუხლი 61🔗. აკადემიური ხარისხის ან დიპლომის მინიჭება 1. აკადემიურ ხარისხს ან დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომს უნივერსიტეტი ანიჭებს დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რომელიც საკმარისია სწავლების მოცემული საფეხურის დასასრულებლად. 2. განათლების ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ თსუ გასცემს სათანადო დიპლომს სტანდარტული დანართით.     მუხლი 62🔗. საპატიო დოქტორის წოდება აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, ფაკულტეტის წარდგინებით მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება პირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმ მეცნიერებაში/მეცნიერებებში, რომელსაც ეს ფაკულტეტი წარმოადგენს.     მუხლი 63🔗. ჯილდოები, მედლები 1. სამეცნიერო, პედაგოგიურ ან/და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის უნივერსიტეტი ანიჭებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალს. გადაწყვეტილებას მედლის მინიჭების თაობაზე იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. უნივერსიტეტს შეუძლია აგრეთვე დააწესოს სხვა ჯილდოები და მედლები. თავი VIII უნივერსიტეტის დაფინანსება, უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 64🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 2. უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალარჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.     მუხლი 65🔗. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამასთან, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნივერსიტეტი არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.     მუხლი 66🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება 1. უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები. 3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნივერსიტეტის ფინანსები მთლიანად ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.     მუხლი 67🔗. უნივერსიტეტის ქონება უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.     მუხლი 68🔗. უნივერსიტეტის ქონებით სარგებლობა 1. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. უნივერსიტეტის ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 69🔗. უნივერსიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო სარგებლობის ფორმით გადაეცემა შესაბამის ქონება. 2. უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 70🔗. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონიმიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.     მუხლი 71🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი IX უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 72🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. თავი X წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა     მუხლი 73🔗. უნივერსიტეტის წესდების მიღების, შეცვლისა და გაუქმების უფლებამოსილება 1. უნივერსიტეტის წესდებას შეიმუშავებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს. 2. უნივერსიტეტის წესდების მიღება, გაუქმება მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით, წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგელობის ნახევარზე მეტი.