,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№132/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.011.875
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 04/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.875

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის             მინისტრის  ბრძანება №132/ნ

2008 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის    6 მაისის №111/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში (სსმ III, №69 7.05.08. მუხლი 739) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები  და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №12);

ნ) სასწრაფო დახმარების სახელმწიფო  პროგრამა (დანართი №13)“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ა. კვიტაშვილი

დანართი №12

პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა, ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური და ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით.

    მუხლი 3. მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

    მუხლი 4. კომპონენტები და მომსახურების მოცულობა

1. პროგრამის კომპონენტები და მომსახურების მოცულობა განსაზღვრულია შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტები

მომსახურების მოცულობა

1. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი

 

 

ა) ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების ქვეკომპონენტი

ა) ახალი მოსარგებლის რეგისტრაცია და შეფასება შემდგომი მეთვალყურეობის დაწესების მიზნით;

ბ) სამედიცინო ჯგუფის ექიმის მიერ მწვავე დაავადებების მართვა;

გ) გავრცელებული ქრონიკული დაავადებების გამოვლენა, რეგისტრაცია და მართვა (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, ონკოინკურაბელური დაავადებები IV სტადია);

დ) იმუნიზაცია და ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;

ე) ექიმის და/ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ შემდეგი კატეგორიის პაციენტებისათვის:

ე.ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მათთან გათანაბრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები;

ე.ბ) მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარსმოკლებული) პირები;

ვ) ონკოინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტები;

ზ) ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა (დანართი 121);

თ) ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის მოკლე ანალიზი (ერითროციტების, ლეიკოციტებისა და ერითროციტების დალექვის სიჩქარის განსაზღვრა) შარდის ანალიზი (ცილა შაქარი), გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;

ი) დიაგნოსტიკური გამოკვლევა: ელექტროკარდიოგრაფია;

კ) პირველადი ვიზიტი (რეფერალი) ამ პროგრამის მე-5 მუხლის    მე-10 პუნქტით განსაზღვრულ სპეციალისტებთან, სამედიცინო ჯგუფის ექიმის რეფერალის გარეშე სპეციალისტების კონსულტაცია და სპეციალისტების მიერ დაავადებათა მართვა ანაზღაურდება პაციენტის მიერ;

ლ) ორსულების, ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი;

მ) ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა;

ნ) მკურნალობის რეჟიმთან დაკავშირებული ცნობებისა და დროებითი შრომისუუნარობის ფურცლების გაცემა;

ო) პატიმართა და მსჯავრდებულთათვის ცნობების გაცემა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებიდან მომართვის საფუძველზე;

პ) სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის გაცემა.

ბ) საოჯახო მედიცინის ქვეკომპონენტი

ა) ახალი მოსარგებლის რეგისტრაცია და შეფასება შემდგომი მეთვალყურეობის დაწესების მიზნით;

ბ) ოჯახის ექიმის მიერ მწვავე დაავადებების მართვა;

გ) ოჯახის ექიმის და/ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ შემდეგი კატეგორიის პაციენტებისათვის:

გ.ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მათთან გათანაბრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები;

გ.ბ) მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარსმოკლებული) პირები;

დ) ონკოინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტები;

ე) გავრცელებული ქრონიკული დაავადებების გამოვლენა, რეგისტრაცია და მართვა;

ვ) ფთიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და სპეციალისტებთან რეფერალი;

ზ) ორსულთა გამოვლენა, რეფერალი და მეთვალყურეობა;

თ) მელოგინეთა მეთვალყურეობა;

ი) ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული მომსახურება;

კ) ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა (დანართი 121);

ლ) ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა;

 მ) იმუნიზაცია და ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადექვატური მოცვა;

ნ) ლაბორატორიული გამოკვლევები: გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, შარდის ანალიზი (ცილა შაქარი);

ო) დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ანთროპომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, ოტოსკოპია, ოფთალმოსკოპია, პიკფლუომეტრია;

პ) სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მეორე აზრის მოძიება დაწესებულების შიგნით, ოჯახის ექიმის მიერ განსაზღვრული სპეციალობის ექიმთან;

ჟ) მკურნალობის რეჟიმთან დაკავშირებული ცნობებისა და დროებითი შრომისუუნარობის ფურცლების გაცემა;

რ) პატიმართა და მსჯავრდებულთათვის ცნობების გაცემა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებიდან მომართვის საფუძვლეზე;

ს) სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის გაცემა.

გ) პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

იუსტიციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში წარსადგენად სათანადო დასკვნის მომზადება.

2. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი

ქ. თბილისში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე პალიატიური მზრუნველობის განხორციელება შესაბამისი მობილური გუნდის მიერ.

3. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის კომპონენტი

ა) ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა (გლიკოჰემოგლობინი და მიკროალბუმინურია);

ბ) თვალის დაავადებათა გართულებების მონიტორინგი;

გ) საქართველოში მცხოვრები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა (25 წლამდე) და მათი მშობლების დიაბეტური განათლება.

 

2. პროგრამით განსაზღვრული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად.

    მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

1. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუეჯტის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვით.

2. სატენდერო პირობებს, ხელშეკრულების პირობებს, ანგარიშსწორების ფორმებსა და წესს პროგრამის შესაბამისად განსაზღვრავს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დაწესებულებების შერჩევა ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

დაწესებულების დასახელება

დაწესებულების მდგომარეობა

გუნდი/ჯგუფი

ქვეკომპონენტი

შესყიდვა

1

სოფლის ამბულატორია

 

რეაბილიტირებუ -ლი

 

გადამზადებული

(საოჯახო მედიცინის გუნდი)

საოჯახო მედიცინა

ერთ პირთან მოლაპარაკება

გადაუმზადებელი

(სამედიცინო ჯგუფი)

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება

ერთ პირთან მოლაპარაკება

არარეაბილიტირე-ბული

გადამზადებული

(საოჯახო მედიცინის გუნდი)

საოჯახო მედიცინა

ერთ პირთან მოლაპარაკება

გადაუმზადებელი

(სამედიცინო ჯგუფი)

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება

ერთ პირთან მოლაპარაკება

2

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება

 

რეაბილიტირებუ -ლი

 

 

გადამზადებული

(საოჯახო მედიცინის გუნდი)

საოჯახო მედიცინა

ერთ პირთან მოლაპარაკება

გადაუმზადებელი

(სამედიცინო ჯგუფი)

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება

ერთ პირთან მოლაპარაკება

არარეაბილიტირე-ბული

გადამზადებული

(საოჯახო მედიცინის გუნდი)

საოჯახო მედიცინა

ერთ პირთან მოლაპარაკება

გადაუმზადებელი

(სამედიცინო ჯგუფი)

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება

ერთ პირთან მოლაპარაკება

3

პოლიკლინიკა, მათ შორის, ქ.თბილისის პოლიკლინიკები

 

რეაბილიტირებუ -ლი

 

გადამზადებული

(საოჯახო მედიცინის გუნდი)

საოჯახო მედიცინა

ერთ პირთან მოლაპარაკება

ქ.თბილისში ტენდერი

გადაუმზადებელი

(სამედიცინო ჯგუფი)

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება

ერთ პირთან მოლაპარაკება

არარეაბილიტირე-ბული

გადამზადებული

(საოჯახო მედიცინის გუნდი)

საოჯახო მედიცინა

ერთ პირთან მოლაპარაკება

ქ.თბილისში ტენდერი

გადაუმზადებელი

(სამედიცინო ჯგუფი)

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება

ერთ პირთან მოლაპარაკება

4

პირველადი ჯანდაცვის ცენტრი

რეაბილიტირებუ -ლი

 

გადამზადებული

(საოჯახო მედიცინის გუნდი)

საოჯახო მედიცინა

ერთ პირთან მოლაპარაკება

გადაუმზადებელი

(სამედიცინო ჯგუფი)

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება

ერთ პირთან მოლაპარაკება

4. კომპონენტის განმახორციელებელ დაწესებულებებთან ხელშეკრულება ფორმდება სამედიცინო ჯგუფების/საოჯახო მედიცინის გუნდების იმ რაოდენობაზე, რომელიც განსაზღვრულია კომპონენტით, კერძოდ:

ა) ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების ქვეკომპონენტის ფარგლებში – ყოველ 2000 მოსახლეზე ერთი სამედიცინო ჯგუფი, 800 ბავშვზე – ერთი პედიატრიული ჯგუფი;

ბ) საოჯახო მედიცინის მომსახურების ქვეკომპონენტის ფარგლებში – ერთი საოჯახო მედიცინის გუნდი ყოველ 2000 მოსახლეზე (მათ შორის 20-25% ბავშვები);

5. საოჯახო მედიცინის ქვეკომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებები ფორმდება იმ დაწესებულებებთან, რომლებიც მინიმუმ 75%-ით დაკომპლექტებულია საოჯახო მედიცინის გუნდებით.

6. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, კონფლიქტურ და სასაზღვრო ტერიტორიებზე განსხვავებულია სამედიცინო ჯგუფის/საოჯახო მედიცინის გუნდის რაოდენობის დათვლის პრინციპი გეოგრაფიული თავისებურებებისა და მდებარეობის გათვალისწინებით.

7. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ცალკეულ შემთხვევაში სამედიცინო ჯგუფის/საოჯახო მედიცინის გუნდის შემადგენლობაში შესაძლებელია დამატებითი ექთნის არსებობა.

8. სამედიცინო ჯგუფის/საოჯახო მედიცინის გუნდის შემადგენლობაში შედის 1 ექიმი და 1 ექთანი.

9. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების ქვეკომპონენტის ფარგლებში რეკომენდირებულია სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში დამატებით პედიატრის და მედდის არსებობა.

10. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების ქვეკომპონენტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის და ქალაქის დაწესებულებებში გათვალისწინებულია სპეციალიზებული სამედიცინო ჯგუფის დაკომპლექტება შემდეგი სპეციალისტებით: ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, ორთოპედი (ბავშვთა ასაკისათვის), ონკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი.

11. პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი ხორციელდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 7 სექტემბრის №714-241/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

12. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტში მონაწილე დაწესებულების შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

13. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის კომპონენტი ხორციელდება „დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის“ ბაზაზე.

    მუხლი 6. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების მექანიზმები

1. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის

ა) ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების ქვეკომპონენტის

ა.ა) დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით;

ა.ბ) დაფინანსების ერთეულია სამედიცინო ჯგუფი;

ა.გ) ერთი სამედიცინო ჯგუფის ბიუჯეტი შეადგენს თვეში 525 ლარს;

ა.დ) სამედიცინო ჯგუფის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ექიმის, ექთნის, დამხმარე პერსონალის და სხვა მიმდინარე ხარჯები;

ა.ე) სამედიცინო ჯგუფში შემავალი ექიმის დარიცხული ხელფასი არ უნდა შეადგენდეს 215 ლარზე ნაკლებს, ხოლო ექთნის – 160 ლარზე ნაკლებს;

ა.ვ) სამედიცინო ჯგუფის სხვა მიმდინარე ხარჯებს და სხვა პერსონალის შრომის ანაზღაურებას ქვეკომპონენტის საჭიროების შესაბამისად განსაზღვრავს უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელი;

ა.ზ) მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდებარე ამბულატორიების სამედიცინო ჯგუფის ბიუჯეტის გათვლა ხორციელდება სამედიცინო ჯგუფის ბიუჯეტზე 1,1 კოეფიციენტზე გამრავლებით;

ა.თ) კონფლიქტურ და სასაზღვრო ტერიტორიებზე მდებარე დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ამბულატორიულ მომსახურებას, ფინანსდებიან სამედიცინო ჯგუფების პრინციპით და მათი ბიუჯეტი ითვლება სამედიცინო ჯგუფების ბიუჯეტზე 1,5 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო ის დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას, ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის მეთოდით (დანართი 122 , 123 );

ა.ი) ქ. თბილისში სამედიცინო ჯგუფის ბიუჯეტის გათვლა ხორციელდება სამედიცინო ჯგუფების ბიუჯეტზე 1,2 კოეფიციენტზე გამრავლებით;

ა.კ) სპეციალისტების შრომის ანაზღაურება ხორციელდება სპეციალიზებული სამედიცინო ჯგუფის ხარჯთაღრიცხვიდან, რომელიც შეადგენს თვეში 1000 ლარს. აღნიშნული ბიუჯეტიდან ასევე ხორციელდება სპეციალიზებულ სამედიცინო ჯგუფზე მიმაგრებული საშუალო სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება:

 ა.კ.ა) ქ. თბილისის იმ პოლიკლინიკებისათვის, რომელთა კონტინგენტი აღემატება 45 000-ს და/ან ემსახურებიან როგორც მოზრდილ, ასევე ბავშვთა კონტინგენტს, გამოყოფილი იქნება გაორმაგებული სახელფასო ფონდი სპეციალიზებული სამედიცინო ჯგუფისათვის (2000 ლარის ოდენობით);

ა.კ.ბ) ქვეკომპონენტის ფარგლებში სავალდებულოა განხორციელდეს ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ყველა სპეციალისტის კონტრაქტირება;

ა.კ.გ) კონტრაქტირებული სპეციალისტების ანაზღაურების წესი განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ;

ბ) საოჯახო მედიცინის მომსახურების ქვეკომპონენტის:

ბ.ა) დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით;

ბ.ბ) დაფინანსების ერთეულია საოჯახო მედიცინის გუნდი;

ბ.გ) რეაბილიტირებულ დაწესებულებაში არსებული საოჯახო მედიცინის გუნდის ბიუჯეტი შეადგენს თვეში 1099 ლარს, ხოლო არარეაბილიტირებულ დაწესებულებაში არსებული სახოჯახო მედიცინის გუნდის თვის ბიუჯეტი შეადგენს 709 ლარს;

ბ.დ) საოჯახო მედიცინის გუნდის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ოჯახის ექიმის, ექთნის და სხვა მიმდინარე ხარჯები;

ბ.ე) რეაბილიტირებულ და არარეაბილიტირებულ დაწესებულებაში მომუშავე საოჯახო მედიცინის გუნდში შემავალი ოჯახის ექიმის დარიცხული ხელფასი არ უნდა შეადგენდეს 332.5 ლარზე ნაკლებს და ექთნის 226 ლარზე ნაკლებს;

ბ.ვ) სხვა სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების წესს, ფორმებს, ხელფასის ოდენობასა და გუნდში გათვალისწინებულ სხვა ხარჯებს ქვეკომპონენტის საჭიროების შესაბამისად საზღვრავს უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელი;

ბ.ზ) სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მეორე აზრის მოძიებისათვის კონტრაქტირებული ექიმების შრომის ანაზღაურება ხორციელდება სპეციალური ფონდიდან, რომელიც შეადგენს 1000 ლარს. აღნიშნულ ფონდს განკარგავს დაწესებულების ხელმძღვანელი საჭიროების შესაბამისად;

ბ.თ) ქ. თბილისში ქვეკომპონენტში მონაწილე პოლიკლინიკებს და საოჯახო მედიცინის ცენტრებს, რომელთა კონტინგენტი აღემატება 45 000-ს და/ან ემსახურებიან როგორც მოზრდილ, ასევე ბავშვთა კონტინგენტს, გამოყოფილი იქნება გაორმაგებული სპეციალური ფონდი მეორე აზრის მოძიების მიზნით (2000 ლარის ოდენობით).

2. პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი:

ა) კომისიის წევრთა მომსახურება ანაზღაურდება ყოველთვიურად. შრომის ანაზღაურება ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგანტოსთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე;

ბ) ექიმ-სპეციალისტთა მომსახურება ანაზღაურდება დღიურად და ერთ სამუშაო დღეზე შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 204 ლარის ოდენობით;

გ) ექიმ-სპეციალისტთა შრომის ანაზღაურება განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე.

3. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტში მონაწილე დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი წესებით:

ა) კომპონენტის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულების დაფინანსების წლიური საკონტრაქტო მოცულობა განისაზღვრება პასპორტიზაციით დადგენილი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გათვლილი სამედიცინო ჯგუფების/საოჯახო მედიცინის გუნდების რაოდენობის საფუძველზე;

ბ) ცალკეული დაწესებულების საკონტრაქტო ღირებულების წლიური ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, რომელიც დაფიქსირდება დაწესებულებასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

4. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით.

5. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით.

    მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი

„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 22 296,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

                                                                                                                   (ათასი ლარი)

კომპონენტები

ბიუჯეტი

1. ზოგადი ადმინისტრაციული ამბულატორიული მომსახურების კომპონენეტი

21.766.0

 

 

 

ა) საოჯახო მედიცინის ქვეკომპონენტი

6.730.0

ბ) ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების ქვეკომპონენტი

14.962.0

გ) პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

74.0

2. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის კომპონენტი

450.0

3. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი

80.0

სულ

22.296.0

 

 

დანართი №12 1

 

ამბულატორიული მეთვალყურეობის რეკომენდაციები

 

1.

       0 - 15 წლის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

1.1  

0-1 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

0-1 წლამდე ასაკში საპატრონაჟო ვიზიტების რაოდენობა არის შვიდი. მაგრამ პედიატრთან ერთი დამატებითი ვიზიტი ტარდება ორსულობის III ტრიმესტრში, რომლის დროსაც მშობლებს აწვდიან ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

·უსაფრთხოების წესები

· ბავშვის კვება

·ყოველდღიური მოვლის პრინციპები

·სოციალური და სამედიცინო დახმარების სახეები სამშობიარო სახლში ახალშობილთან ჩასატარებელი პროცედურები (იმუნიზაციის ჩათვლით), ექიმთან სამეთვა ლ ყურეო ვიზიტების რაოდენობა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული  კალენდარი.

 

ბავშვის მეთვალყურეობა განისაზღვრება ექიმის  ბინაზე ერთი ვიზიტით  და  ექიმთან 6 ვიზიტით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად

 ·ექიმის I ვიზიტი ბინაზე უნდა განხორციელდეს  სამშობიაროდან გამოწერის (აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ) შემდეგ.  ამ დროს ფასდება:

· პრე/ინტრა/პოსტნატალური ანამნეზი;

· ტემპერატურა;

· ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა – ზოგადი მდგომარეობა – სხეულის პოზა, მოძრაობა, კანი, ძვალ-სახსროვანი სისტემა – თავის ფორმა, ყიფლიბანდი, კუნთთა ტონუსი, თვალები, პირის ღრუ, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა, მუცელი, გენიტალია, ნერვული სისტემა, ახალშობილთა რეფლექსები, დიურეზი, დეფეკაცია);

-ახალშობილთა ფიზიოლოგიური მდგომარეობების შეფასება – ფიზიოლოგიური სიყვითლე და წონის კლება, სამშობიარო სიმსივნე, ორსულობის რეაქციები, შარდმჟავა ინფარქტი და სხვა;

- კვების რეჟიმი, ტექნიკა და პრინციპები;

- მოვლის პროცესი (ჭიპის დამუშავება, კანის, თავლის, ყურის, ცხვირის ტუალეტი და სხვა).

 

პირველი ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

- უსაფრთხოების წესები

- კვების ტექნიკა და პრინციპები;

- ყოველდღიური მოვლა (ჭიპის დამუშავება, კანის, თვალის, ყურის, ცხვირის ტუალეტი, დაბანა და სხვა);

- ტირილი და მისი მიზეზები;

- საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი.

 

მეორე ვიზიტი

- ანამნეზი;

- ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

- ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

- ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

- კვებითი სტატუსი.

 

მეორე ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

- კვების ტექნიკა და პრინციპები;

- განვითარების ხელშეწყობა;

- საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი;

- იმუნიზაცია;

- ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი).

 

მესამე ვიზიტი პოლიკლინიკაში – სასურველია ვიზიტები დაემთხვეს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ  კალენდარს. აცრის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გაიზომოს ბავშვის სხეულის ტემპერატურა. ვიზიტის დროს ფასდება:

- ანამნეზი;

- ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

- ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

- ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

- კვებითი სტატუსი.

 

მესამე ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

- კვების ტექნიკა და პრინციპები;

- განვითარების ხელშეწყობა;

- იმუნიზაცია;

- ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი).

 

IV, V, VI ვიზიტი პოლიკლი-ნიკაში. ვიზიტის დროს ფასდება:

- ანამნეზი;

- ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

- ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

-- ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება (მოტორიკა, მხედველობითი და  სმენითი რეაქცია, ემოცია, მეტყველება და სხვა);

- კვება.

 

 

- ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

-- ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება (მოტორიკა, მხედველობითი და  სმენითი რეაქცია, ემოცია, მეტყველება და სხვა);

- კვება.

 

ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

- უსაფრთხოების წესები (სათამაშო, მგზავრობა და სხვა);

- კვების ტექნიკა, დამატებითი კვება;

- ყოველდღიური მოვლა;

- განვითარების ხელშეწყობა;

- თამაში;

- იმუნიზაცია;

- ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი).

 

VII ვიზიტი პოლიკლინიკაში უნდა შედგეს 12 თვის ასაკში. სასურველია დაემთხვეს წითელა/წითურა/ყბაყურის აცრას. ვიზიტის დროს ფასდება:

- ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების ყველა მახასიათებელი;

- ანამნეზი;

- ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

- ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

 

ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

- პირის ღრუს მოვლა;

- უსაფრთხოების წესები;

- კვება;

- ტუალეტის ჩვევის გამომუშავება;

- განვითარების ხელშეწყობა, თამაში;

- საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი;

- ექიმთან შემდგომი ვიზიტი.

 

 

პირველი წლის განმავლობაში 1 თვის ასაკში ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ორთოპედის, 2-3 თვის ასაკში ნევროპათოლოგის კონსულტაცია. თუმცა ნევროპათოლოგის კონსულტაციის ვადები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, რასაც საზღვრავს პედიატრი. 1  წლამდე ასაკში უნდა ჩატარდეს მხედველობისა და სმენის სკრინინგი პრობლემების დროულად გამოვლენისთვის.

 

პირველი წლის განმავლობაში პედიატრის გადაწყვეტილებით ტარდება სისხლის საერთო ანალიზი. სხვა გამოკვლევები კეთდება პედიატრის ან სხვა სპეციალისტის გადაწყვეტილებით.

პირველი წლის განმავლობაში დაგეგმილია ექთნის 10 ვიზიტი. თითოეული ამ ვიზიტის დროს საჭიროა ანამნეზის შეგროვება, ანთროპომეტრული მონაცემების შეგროვება, კვების და იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ოჯახში ბავშვის გარემოს უსაფრთხოების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება შემდეგ თემებზე:

- კვების პრინციპები

- ბავშვის მოვლა, დღის რეჟიმი

- ტირილი, მისი მიზეზები და მართვა

- დამატებითი კვების პრინციპები

- უსაფრთხო გარემოს შექმნა

- იმუნიზაცია

- განვითარების ხელშეწყობა

- თამაში

 

 

 

 

1.2  

 

1 – 2  წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

2 ვიზიტი ექიმთან (15 თვე, 18 თვე) და ორი ვიზიტი ექთანთან.

 

 

15 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

– ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება

– კვებისა და ძილის რეჟიმი

– ანთროპომეტრული მონაცემები

– ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

 

საკონსულტაციო თემები:

– უსაფრთხო გარემოს შექმნა

– ჯანსაღი კვება

– თამაში და განვითარების ხელშეწყობა

– ტუალეტის ჩვევის გამომუშავება

– დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები

– ურთიერთობა ბავშვთან.

 

18 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

– ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება

– ანთროპომეტრული მონაცემები

– ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა).

 

საკონსულტაციო თემები:

– უსაფრთხო გარემოს შექმნა

– ჯანსაღი კვება, კვების ჩვევები,

– პირის ღრუს ჰიგიენა

– თამაში და განვითარების ხელშეწყობა

– ტუალეტის ჩვევის გამომუშავება

– იმუნიზაცია

– დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები, მარტივი აკრძალვები

– ურთიერთობა თანატოლებთან.

 

1.3  

2 -3  წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

2 ვიზიტი ექიმთან (24 თვე, 36 თვე) და ორი ვიზიტი ექთანთან.

 

 

24 თვის (2 წლის) ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

– ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება

– ანთროპომეტრული მონაცემები

– ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

– სმენისა (სუბიექტური)  და მხედველობის (სინცევის ტაბულა) სკრინინგი

 

საკონსულტაციო თემებია:

– უსაფრთხო გარემოს შექმნა

– კვების ჩვევები,

– პირის ღრუს ჰიგიენა

– თამაში და განვითარების ხელშეწყობა

– დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები

 

36 თვის (3 წელი) ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

 

– ბავშვის ზრდა-განვითარება

– ანთროპომეტრული მონაცემები,

– არტერიული წნევის განსაზღვრა

– ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

– მხედველობის და სმენის სკრინინგი

– მავნე ჩვევები

 

საკონსულტაციო თემებია:

– უსაფრთხო გარემოს შექმნა

– ჯანსაღი კვება,

– სოციალიზაციის მნიშვნელობა (საბავშვო ბაღი და სხვ).

– თამაში და განვითარების ხელშეწყობა

– დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები

– 3 წლის კრიზისი

– მავნე ჩვევები

 

1-3 წლის ასაკში ექთნის ვიზიტის დროს ფასდება ბავშვის გარემოს უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობები, სოციალური ურთიერთობები. საკონსულტაციო თემები ექთნისათვის:

- ჯანსაღი კვების პრინციპები და კვებითი ჩვევის გამომუშავება

- დღის რეჟიმი

- ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები

- თამაში

- დისციპლინის ჩამოყალიბების მეთოდები (მარტივი აკრძალვები, ტაიმ-აუტი, ლიმიტირებული არჩევანი).

სისხლის, შარდის და განავლის საერთო ანალიზი, სხვა გამოკვლევები და სპეციალისტების კონსულტაცია ტარდება პედიატრის შეხედულებისამებრ საჭიროების დროს.

 

1.4  

3 - 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

საჭიროების დროს ყოველ-წლიურად ექიმის 1 ვიზიტი ბინაზე, 1 ვიზიტი ექიმთან და ორი ვიზიტი ექთანთან.

ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

- ანამნეზი (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები)

- კვებითი სტატუსი

- დიეტა

- ფსიქომოტორული განვითარება

- ბავშვის ქცევა

- მავნე ჩვევები

- ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა)

- სქესობრივი მომწიფების ნიშნები

- იმუნიზაციის სტატუსი

- ანთროპომეტრული მონაცემები,

- არტერიული წნევის განსაზღვრა

- სმენის და მხედველობის სკრინინგი

- სკოლიოზის არსებობა

 

საკონსულტაციო თემებია:

- უსაფრთხოების წესები და ტრავმატიზმის თავიდან აცილება

- ჯანსაღი კვება (კვების პირამიდა)

- ფიზიკური აქტივობა

- ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება

- პირის ღრუს ჰიგიენა

- ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები

- მავნე ჩვევები

- დამოუკიდებლობის ხელშეწყობა

- კონფლიქტების მოგვარება

ექთნის ვიზიტის დროს საკონსულტაციო თემები იგივეა.

 

2.

ახალი მოსარგებლის რეგისტრაცია და შეფასება

 

– ანთროპრომეტრია;

– მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა;

– სმენის  სიმახვილის განსაზღვრა;

– არტერიული წნევის გაზომვა;

– ანამნეზის შეკრება;

– ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებიდან ერთ-ერთი;

– გასინჯვა ჩივილების დონეზე;

– წინასწარი დიაგნოზი /დასკვნა; რეკომენდაციები/.

– რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №12   2

კონფლიქტურ და სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარე სპეციალურ დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსდებიან

სამედიცინო ჯგუფების მიხედვით

ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგარის საექიმო ამბულატორია

ზუგდიდის ლტოლვილთა პოლიკლინიკა

მარნეულის ამბ/პოლ. გაერთიანება (წერაქვის ს/ა)

ახმეტის ა/პ გაერთიანება

დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის საექიმო ამბულატორია

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს საექიმო ამბულატორია

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საექიმო აბულატორია

გალის ოტობაიის საექიმო აბულატორია

გალის ნაბაკევის საექიმო აბულატორია

გალის ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

გალის ქვემო ბარღების საექიმო ამბულატორია

გალის მზიურის საექიმო ამბულატორია

გალის ოქუმის საექიმო ამბულატორია

გორის მუნიციპალიტეტის შპს ნიქოზის ამბულატორია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

გალის აჟარის საუბნო საავადმ ყ ო ფ ო

16067

გალის საავადმ ყ ო ფ ო

5780

გალის საბერიოს საე ქ იმო ამბულატორია

6406

შპს „წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი“

4050

ყ აზბეგის საავადმ ყ ო ფ ო-პოლიკლინიკური გაერთიანება – შპს „იმედი “

14 000

ცხინვალის ზონის ღურთას საუბნო  საავადმყოფო

32705

მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის გაერთიანება

1995

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს „დარჩელის ზონალური საავადმ ყ ო ფ ო “

2060

თიანეთის სამედიცინო ცენტრი

17000

ცხინვალის ერედვის საე ქ იმო ამბულატორია

7700

ცხინვალის ავნევის საე ქ იმო ამბულატორია

3256

ცხინვალის ქ სუისის საე ქ იმო ამბულატორია

7418

სამედიცინო ცენტრი  „კახეთი იონი"**

8 517

სულ

126 954

დანართი №12 3

კონფლიქტურ და სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარე სპეციალურ დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის მიხედვით

 

დანართი №13

 

სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. მიზანი

გადაუდებელი მდგომარეობების დროს გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის შემცირება.

    მუხლი 2. ამოცანა

მოსახლეობის უზრუნველყოფა უფასო, სრულყოფილი და ოპერატიული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით.

    მუხლი 3. მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

    მუხლი 4. მომსახურების  მოცულობა

1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ვიზიტი პაციენტთან;

2. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დანართი №131 -ით და დანართი №132 -ით განსაზღვრული მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით;  

3. საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია;

4. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა კატასტროფების დროს.

    მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და  განხორციელების მექანიზმები

1. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის მოთხოვნათა დაცვით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. პროგრამა ხორციელდება ქ. თბილისის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით:

ა)  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებით და სპეციალიზებული სანიტარიული ავტომობილებით დაკომპლექტება ხორციელდება  შემდეგი დაანგარიშებით:

ა.ა) არა უმეტეს ერთი ბრიგადისა ყოველ 30 000 მოსახლეზე;

ა.ბ) არა უმცირეს ორი ავტომობილისა ყოველ მუნიციპალიტეტზე;

ბ) რიგ შემთხვევებში შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება გეოგრაფიული და ფიზიკური ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 6. დაფინანსების მეთოდოლოგია

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ცხრილი №1-ის  შესაბამისად:

 

ცხრილი №1

ხარჯი თვეში

ხელფასი

დირექტორი

479

ექიმი

399

ექთანი

266

მძღოლი

239

დისპე ტ ჩერი

200

ბუღალტერი-მოლარე

186

დამლაგებელი-სანიტარი

133

სხვა ხარჯი

საწვავი

1485

მედიკამენტი

600

მანქანების მომსახურება

300

კომუნალური, კავშირგაბმულობა, ოფისის ხარჯები

530

ცხრილი №1-ის I  განაყოფში მოტანილი სიდიდეები წარმოადგენს სავალდებულო სამოქმედო ნორმატივებს, ხოლო II განაყოფში არსებული მონაცემები საორიენტაციო-სტატისტიკური ბუნებისაა და ემსახურება პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესასყიდად საჭირო ხელშეკრულების გაფორმებისას დაწესებულების მიერ მისაღები საფასურის მაქსიმალური ლიმიტის დადგენას.

    მუხლი 7. ბიუჯეტი

„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 16 184,3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:     

                                             

(ათას ლარებში)

 

ღონისძიება

თანხა

1.

სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამა

16 184. 3

ა)

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

15 844. 3

ა.ა)

მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების დამატების რეზერვი

300. 0

ბ)

პროგრამის მართვა და ინფორმირება

40.0

 

დანართი №13 1

სასაწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხა

დასახელება

დოზა

ერთეული

რაოდენობა

ტრანკვილიზატორები

დიაზეპამი

10mg/2ml

ამპ

1

ქლორპრომაზინი

2.5%/1ml

ამპ

2

ცენტრალური მოქმედების ტკივილდამაყუჩებელი საშუალებები

 

კეტოროლაკი

3% 1ml

ამპ

3

არანარკოტიკული, ტკივილგამყუჩებელი  და არასტეროიდული ანთების  საწინააღმდეგო საშუალებები

აცეტილსალიცილის მჟავა

100mg

ტაბ

8

ბარალგინი

5 ml

ამპ

5

ნიმესულიდი

100mg

პაკეტი

5

დიკლოფენაკი ნატრიუმი

75mg/3ml

ამპ

5

პარაცეტამოლი

500mg

ტაბ

9

ადრენერგიულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები - ადრენოსტიმულატორები

ადრენალინი

0.18% - 1ml

ამპ

10

ალერგიის საწინაღმდეგო საშუალებები

დიმედროლი

1% 1ml

ამპ

1

ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები

ლიდოკაინი

2% /2ml

მლ

10

ლიდოკაინის აეროზოლი

10%

ბალონი

1

ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები

ამინოფილინი საინექციო

250mg/10ml

ამპ

10

სალბუტამოლის სულფატი ინჰალ აეროზ

100mkg 200 დოზა

ბალონი

1

კარდიოტონური საშუალებები

დოპამინი

50mg/5ml

ფლაკონი

10

სედატიური საშუალებები

კორვალოლი

25ml

ფლაკონი

1

ანტიარითმიული საშუალებები

ამიოდარონი

150mg/3ml

ამპ

5

სპაზმოლიტიკური საშუალებები

დროტავერინის ჰ/ქ

2ml

ამპ

5

ანტიჰიპოტენზიური საშუალებები

კოფეინი

10%1მლ

ამპ

10

დიურეზული საშუალებები

ფუროსემიდი

20mg/2ml

ამპ

5

ღებინების და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

მეტოკლოპრამიდი

10mg

ამპ

5

საფაღარათო საშუალებები

მაგნიუმის სულფატი

25%,5ml

ამპ

10

მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებები

გააქტივებული ნახშირი

250 mg

ტაბ

40

საშვილოსნოს მასტიმულირებელი საშუალებები

ოქსიტოცინი

10 IU/1ml

ამპ

3

ჰემოსტატიკური საშუალებები

ეტამზილატი

250mg 2ml

ამპ

5

გლუკოკორტიკოიდები და მინერალკორტიკოიდები

დექსამეტაზონი

4mg/ml

ამპ

10

პრედნიზოლონი

30mg/ml

ამპ

6

პლაზმის შემცველი საშუალებები

დექსტრანი

200ml

ფლაკ

2

პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტემაზე მოქმედი საშ.-ანტიქოლინესტერაზული სამკ. საშ.

ნეოსტიგმინი

500mkg/ml

ფლაკონი

10

პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები-ქოლინობლოკატორები

ატროპინი

0.1% 1ml

ამპ

10

პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტ.მოქმ. საშ.-ები-კურარეს მსგავსი მოქმედების მიორელაქსანტები

სუქსამეთონიუმი

2% 5ml

ამპ

10

ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები

იოდინი

25% ხსნარი

1მლ

100

სადეზინფექციო საშუალებები (ლიზოფორმინი)

 

მლ

1000

სპირტი

96%

1მლ

100

ქლორჰექსიდინი

5% ხსნარი

1მლ

100

წყალბადის ზეჟანგი

3%/40ml

ფლაკონი

1

პანთენოლი

 

ბალონი

1

ინსულინის სხვადასხვა ტიპის პრეპარატები

ინსულინი ხანმოკლე მოქმედების

400 IU/10 ml

ფლაკონი

1

სითხეები,  ელექტროლიტები და დეზინტოქსიკაციური საშუალებები

გლუკოზა,საინექციო ხსნარი იზოტონური

5%

1მლ

500

გლუკოზა,საინექციო ხსნარი ჰიპერტონული

40%/40მლ

ამპ

10

გლუკოზის ხსნარი

10%

მლ

500

ნატრ. ბიკარბ საინექციო ხსნარი

4.8%/50ml

ფლაკონი

1

ნატრ. ქლორ საინ. ხს 0,9% იზოტონური

ml

1მლ

1000

რინგერის ხსნარი

500ml

ფლაკ

2

რეჰიდრონი

 

პაკეტი

2

კალციუმის შემცველი პრეპარატები

კალციუმის გლუკონატი

10%

ამპ

10

ნიტრატები

გლიცერილი ტრინიტრატი

5mg/2ml

ამპ

10

გლიცერილი ტრინიტრატი -აეროზოლი

0.4mg

1

ჟანგბადი

 

1500

საგულე გლიკოზიდები

დიგოქსინი

0.025% 1ml

ამპ

1

კორგლიკონი

0.06% 1ml

ამპ

1

სტროფანტინი

0.05% 1ml

ამპ

1

ანტიკოაგულაციური საშუალებები

ჰეპარინი

5000,10000 ერთ

ფლაკ

5

ანალეპტიური საშუალებები

კორდიამინი

25%/2ml

ამპ

5

ნარკოტიკული ნივთიერებების ანტაგონისტები

ნარკანი

0.4 მგ.-1.0

ამპ

1

ვიტამინები

პირიდოქსინი

1% 1ml

ამპ

1

ბეტა-ბლოკერები

პროპრანოლოლი

40 mg

ტაბ

10

აგფ ინჰიბიტორები

კაპტოპრილი

25 mg

ტაბ

10

კალციუმის არხების ბლოკერები

ვერაპამილი

2 ml

ამპ

5

ნიფედიპინი

40 mg

ტაბ

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №13 2

სასწრაფო დახმარების ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა

დასახელება

რაოდენობა

1

ამბუ ნაკრებით

1

2

არასტერილური ხელთათმანი

10

3

ბამბა არასტერილური

1

4

ლეიკოპლასტირი

2

5

ბინტი არასტერარასტერილური 7X14

5

6

ბინტი სტერილური 7X14

3

7

ცხვირის კანულა ჟანგბადის

2

8

დრენაჟის მილი

1

9

ელასტიური ბინტი

2

10

ერთჯერადი სკალპელი

2

11

ფოლეის კათეტერი 16ფრ.

1

12

გადასასხმელი სისტემა უფილტ.

1

13

გრძელი საიმობილიზაციო ფარი

1

14

ჰაერგამტარი (ნაკრები)

1

15

კისრის საყელო უნივერსალური

1

16

კრამერის არტაშანი

1

17

ლარინგიალური ნიღაბი

1

18

მაკრატელი დიდი

1

19

ნაზოგასტრალური ზონდი №8

1

20

პერიფერიული ვენის კათეტერი 20G

3

21

პერიფერიული ვენის კათეტერი 24G

2

22

შპრიცი ერთჯერადი 10მლ

10

23

შპრიცი ერთჯერადი 20მლ

10

24

შპრიცი ერთჯერადი 2მლ

10

25

შპრიცი ერთჯერადი 5მლ

10

26

შპრიცი ერთჯერადი ინსულინის

10

27

სტერილური საფენი 4X4

2

28

თერმომეტრი

1

29

წნევის აპარატი ფონენდოსკოპით

1

30

ზეწარი საიზოლაციო ავადმყოფის ერთჯერადი

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



* კახეტის იონის“ დაფინანსება გათვლილია 4 თვეზე