,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
070.030.000.22.027.011.879
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 04/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.011.879

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №158

2008 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით (სსმ III, 2007წ., №101, მუხ. 1109) დამტკიცებულ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

,,ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას, ნომენკლატურის ფარგლებში საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული თანამშრომლების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს;”.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

,,ბ) სამსახურის საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოვების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა, სამსახურში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში პრობაციის ეროვნული სამსახურისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება;”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია