⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.02.2011)

კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.06.2008
ძალის დაკარგვა 14.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.011.882
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 04/06/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,215 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.06.2008 მიღება
14.02.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 81.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.011.882 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №138 2008 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის თანდართული წესი.     მუხლი 2🔗 ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება გამოწვეულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილებებით.     მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 2 ივნისიდან. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დ. ამაღლობელი კომერციული ბანკების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) კომერციული ბანკებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს. 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში ლიცენზირებული ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისათვის (შემდგომში – ბანკი). 3. ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მიხედვით შექმნილი მინიმალური რეზერვების შენახვა ხორციელდება შესაბამისად ეროვნული ვალუტითა და აშშ დოლარით, ეროვნულ ბანკში. 4. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი და შესაბამისი კროს-კურსები. 5. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა ეროვნული ვალუტით ხდება ერთეული ლარებით (თეთრების გარეშე). თანხები 50 თეთრამდე მხედველობაში არ მიიღება, 50 და მეტი თეთრი დამრგვალდება ერთ ლარამდე. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა აშშ დოლარით ხდება ერთეული დოლარებით (ცენტების გარეშე). თანხები 50 ცენტამდე მხედველობაში არ მიიღება, 50 და მეტი ცენტი დამრგვალდება ერთ დოლარამდე.     მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი 1. მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ან/და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის არის 13%. 2. მინიმალური რეზერვები არის ბანკების მიერ ეროვნული და უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებიდან მინიმალური სარეზერვო ნორმის შესაბამისი თანხა, რომელიც გაინგარიშება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას. 3. საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტის მიხედვით და წარმოადგენს გაანგარიშების პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების საბალანსო ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკულს. 4. გაანგარიშების პერიოდებს წარმოადგენს ორკვირიანი პერიოდები, რომლებიც იწყება ყოველ მეორე სამშაბათს და მთავრდება დაწყების შემდეგ მეორე ორშაბათს (ჩათვლით). 5. დასაცავ პერიოდებს წარმოადგენს ორკვირიანი პერიოდები, რომლებიც 16 დღის შემდეგ მოსდევს გაანგარიშების პერიოდის ბოლო დღეს (იწყება ხუთშაბათს და მთავრდება ორი კვირის შემდეგ ოთხშაბათს (ჩათვლით).     მუხლი 3🔗. უცხოური ვალუტით მინიმალური სავალდებულო რეზერვების გაანგარიშება და დაცვა 1. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს აშშ დოლარით ბანკის მინიმალური სავალდებულო რეზერვის შესაბამის პირად ანგარიშზე ეროვნულ ბანკში. 2. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3312, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3531-3532, 3611-3618, 3661-3668, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519. 3. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, აშშ დოლარით გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული. 4. ბანკი ვალდებულია, დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში არსებულ მინიმალურ სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს გაანგარიშების პერიოდის შესაბამისი მინიმალური რეზერვი (საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა დღეს არსებული ნაშთი). 5. ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს საკორესპონდენტო ანგარიშზე, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე. 6. დასაცავ პერიოდში აღნიშნული წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება წლიური 2%. ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდება ეროვნული ვალუტით, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა, ჩარიცხვის დღისათვის არსებული ოფიციალური კურსით. 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას, სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე.     მუხლი 4🔗. ეროვნული ვალუტით მინიმალური რეზერვები, მათი გაანგარიშება და დაცვა 1. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური რეზერვის შენახვა წარმოებს ეროვნული ვალუტით ბანკის სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში. 2. ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3302, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3521-3522, 3601-3608, 3651-3658, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509. 3. ბანკი ვალდებულია დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთი იქონიოს არანაკლებ შესაბამისი გაანგარიშების პერიოდის მინიმალური რეზერვისა. 4. საკორესპონდენტო ანგარიშებზე რეზერვების დასაცავ პერიოდში საშუალო ნაშთი იანგარიშება როგორც ბანკის ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული თანხების საშუალო არითმეტიკული. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა დღეს არსებული ნაშთი.     მუხლი 5🔗. კონტროლი და სანქციები 1. ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის კონტროლს აწარმოებს ეროვნული ბანკი. 2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ბანკის ხელმძღვანელისა და ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ნაშთის, ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,5%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს არსებული კურსით. 4. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში საშუალო ნაშთის ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას დანაკლისი თანხის 7%-ის ოდენობით. 5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას 10000 ლარის ოდენობით. 6. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი. 7. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე. 8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინადადებით, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია: ა) ბანკი გაათავისუფლოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან; ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, დაკისრების შემთხვევაში, ბანკი გაათავისუფლოს საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან და გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია. 9. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან, საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან გათავისუფლება და შეფარდებული საჯარიმო სანქციის გაუქმება ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.