,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.890
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №489
2008 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში (სსმ III, 10.01.2008 წ., №3, მუხ.46) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
,,ე) თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტი (დანართი №5).“;
2. ინსტრუქციის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11
დათვალიერებას ექვემდებარება:
ა) რისკების მართვის სისტემის საფუძველზე, საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემაში (ASYCUDA) ინტეგრირებული რისკის კრიტერიუმის თანხვედრის ან შემთხვევითი შერჩევითობის საფუძველზე წითელ დერეფანში გადაყვანილი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) (შემდგომში – იმპორტი) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით რეგისტრირებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი;
ბ) იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით რეგისტრირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, როდესაც სატვირთო-საბაჟო დეკლარაციასთან (შემდგომში – სსდ) ერთად წარდგენილია არასრული დოკუმენტაცია, რომელიც არ არის საკმარისი საქონლის იდენტიფიცირებისთვის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის, ან/და სსდ-ს თან ერთად წარდგენილ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები წინააღმდეგობრივია, ან/და დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება სსდ-ში ასახულ მონაცემებს;
გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ საქონლის შემოტანისას (მიუხედავად შემოტანის მიზნებისა);
დ) იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით რეგისტრირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოებიდან ან სხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ადგილი აქვს, ან შესაძლოა ჰქონდეს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას ან ასეთი დარღვევის მცდელობას;
ე) იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით რეგისტრირებული სსდ-ით დეკლარირებული საქონელი, რომლის მიმართ დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საკუთარი ინიციატივით, იღებს ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირი;
ვ) ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით რეგისტრირებული სსდ-ით დეკლარირებული საქონელი, როცა ამავე სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით რეგისტრირებული სხვა სსდ-ით დეკლარირებული საქონლის მიმართ ამ მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიღებულია დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება.“.
3. ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დათვალიერების უწყებას აფორმებს საბაჟო მოხელე.
2. იმპორტის რეჟიმში მოქცევის მიზნით დეკლარირებული საქონლის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, სსდ-ის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს:
ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის ,,ბ“, ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა.ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე;
ა.ბ) საბაჟო ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე;
ა.გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს (განყოფილების) უფროსი (ან მისი შემცვლელი);
ა.დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირები.
ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, ან მისი მოადგილე;
ბ.ბ) საბაჟო ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე.“.
4. ინსტრუქციის მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განხორციელებულ საბაჟო პროცედურებზე მონიტორინგს, იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევისთვის რეგისტრირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის მიმართ დათვალიერების მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილების მიღებას, დათვალიერების შედეგების შეფასებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი.“.
5. ინსტრუქციის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13
1. საქონლის დათვალიერების უწყება უნდა შეივსოს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
2. შევსებული უწყების ასლი, უწყების გაცემიდან არა უგვიანეს ერთი საათისა, გადაეცემა უშუალოდ ან ეგზავნება დეკლარანტს ფოსტით ან ელექტრონული საშუალებებით, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საქონელი წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებულ არასაბაჟო ორგანოში, აგრეთვე ამ ორგანოს.
3. საქონლის დათვალიერების უწყებაში საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ დათვალიერების დროის მითითებისას უნდა მიეთითოს უწყების გაცემის დღიდან მომდევნო კალენდარული დღის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კალენდარული დღე ემთხვევა კვირა დღეს ან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს) არა უგვიანეს 18.00 საათი.
4. დეკლარანტს ან არასაბაჟო ორგანოს წარმომადგენელს დეკლარანტის თანხმობით უფლება აქვს, დათვალიერების დაწყების დროის ამოწურვამდე არა უგვიანეს 1 საათისა, განცხადებით მიმართოს დათვალიერების უწყების გამცემ საბაჟო ორგანოს და უწყებით განსაზღვრული დათვალიერების დროის ნაცვლად მიუთითოს დათვალიერების განსხვავებული დრო. ამ შემთხვევაში დათვალიერების დროის მითითებისას უნდა მიეთითოს უწყების გაცემის დღიდან მომდევნო მეხუთე კალენდარული დღის არა უგვიანეს 18.00 საათი.
5. დეკლარანტის ან დაკლარანტის თანხმობით არასაბაჟო ორგანოს მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული დათვალიერების დროის გადავადება შესაძლებელია არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა. დათვალიერების დროის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირის მიერ.“.
6. ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განმეორებითი დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, ამავე პირის ინიციატივით ან დეკლარანტის ან საბაჟო მოხელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და ფორმდება საქონლის დათვალიერების ახალი უწყებით.“.
7. ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას (მიუხედავად ამ საქონლის შემოტანის მიზნებისა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში დათვალიერდება შემთხვევითი შერჩევითობით (ძირითადი ან დამატებითი განზომილების ერთეულის მიხედვით), საქონლის 2%-ის მოცულობით (ყუთების საერთო რაოდენობის არანაკლებ 2%-ის, ხოლო თითოეული ყუთიდან არანაკლებ 2%-ის შემთხვევითი შერჩევითი გადამოწმება) (ამ შემთხვევაში დათვალიერება ხორციელდება დანართი №5-ის გამოყენებით).“.
8. ინსტრუქციის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით დადგენილი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით დათვალიერებას დაქვემდებარებული საქონლის მოცულობის სწორად განსაზღვრისთვის სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალებაში ფაქტობრივად განთავსებული იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით სსდ-ით დეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობის დადგენა (საქონლის საერთო ოდენობის მაჩვენებლის განსაზღვრა ხორციელდება საბაჟო გადასახდელების გაანგარიშების სპეციფიკის მიხედვით (საქონლის წონა, ან რაოდენობა ან მოცულობა და სხვა).“.
9. ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეკლარანტი და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ საბაჟო მოხელეს საქონლის სინჯებისა ან/და ნიმუშების აღებაში, კერძოდ, თავიანთი ხარჯით განახორციელონ საქონლის სინჯებისა ან/და ნიმუშების აღებასთან დაკავშირებული სატვირთო და სხვა საჭირო ოპერაციები.“.
10. ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საბაჟო მოხელეს უფლება აქვს დეკლარანტებისა და მათი წარმომადგენლების დაუსწრებლად აიღოს საქონლის სინჯები ან/და ნიმუშები ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში სინჯებისა ან/და ნიმუშების აღება ხორციელდება არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებით.“.
11. ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თითოეული სახეობის, იდენტურად შეფუთულ საქონელზე წონის დადგენა შესაძლებელია განხორციელდეს შერჩევით, მაგრამ არანაკლებ წონის საერთო რაოდენობის 10%-ისა.“.
12. ,,საქონლის დათვალიერების უწყება“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
13. ,,საქონლის დათვალიერების აქტი“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
14. ბრძანებას დაემატოს ,,თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტი“ (დანართი №5) თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №2
საქონლის დათვალიერების უწყება №
(დამატებითი ფურცლების რაოდენობა ---------)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საბაჟო ორგანოს დასახელება
ეძლევა დეკლარანტს -----------------------------------------------------------------------------------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქონლის მიმღების, (გამგზავნის), დეკლარანტის ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირების ან მათი წარმომადგენლების დასახელება
მასზედ, რომ დანიშნულია სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით № -------, -- ------ 200 წ. დეკლარირებული ან საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის დათვალიერება
დათვალიერების დრო ----- სთ. ----წთ. “-----“ ------- 200 წელი
თანმხლების დოკუმენტები----------------------------------------------------------------------------------
სს დეკლარაცია, საქონლის სხვა თანმხლები დოკუმენტები
დათვალიერების ადგილი------------------------------------------------------------------------------------
დათვალიერების მოცულობა: 5% - 10% - 20% (შემოხაზეთ) სხვა (მიუთითეთ)
დათვალიერების სახე: პირველადი, განმეორებითი, დამატებითი, მიზანმიმართული
(გაუსვით ხაზი)
დათვალიერების ფორმა:
()1 – საქონლის შეფუთვის შერჩევით დათვლით და აწონვით;
()2 – საქონლის შეფუთვის გახსნის გარეშე;
()3 - საქონლის შეფუთვის შერჩევითი გახსნით;
()4 - საქონლის შეფუთვის სრული დათვლით და აწონვით
()5 – საქონლის ყველა შეფუთვის გახსნით;
()6 – დათვალიერება;
()6.1 – ნიმუშის და/ან სინჯის აღების გარეშე;
()6.2 – ნიმუშის და/ან სინჯის აღებით;
()7 – სხვადასხვა;
„–––“–––––––– 200 წელი --------------------------------------------------------------------------------
უწყების გამფორმებელი საბაჟო მოხელის სახელი, გვარი.
ხელმოწერა ---------------------------------
უწყების გაცემის დრო ----- სთ. ----წთ. “-----“ ------- 200 წელი.
უწყების მიღების დრო ----- სთ. ----წთ. “-----“ ------- 200 წელი.
ვადასტურებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არასაბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ან დეკლარანტის სახელი, გვარი, ხელმოწერა
დანართი №3
საქონლის დათვალიერების აქტი № - -
(დამატებითი ფურცლების რაოდენობა ---------)
(აქტის ნომერი შედგება 3 ნაწილისგან: პირველი _ საბაჟო ორგანოს კოდი, მეორე _ სსდ რეგისტრაციის ნომერი, მესამე _ საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის ნომერი, თუ რამდენიმე მოხელე ახორციელებს დათვალიერებას, ბეჭდის ნომერი გამოიყოფა დეფისით)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საბაჟო ორგანოს სტრუქტურული ერთეულის დასახელება
დათვალიერების საფუძველი: ------------------------------------------------------------------------------
(უწყების № , სხვა (დააზუსტეთ))
დათვალიერების დაწყების დრო ---- სთ ----- წთ “---” ------------- 200 წელი
წინამდებარე აქტი შედგა იმის თაობაზე, რომ საბაჟო ორგანოს მოხელის ----------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------ მიერ
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------ თანდასწრებით
განხორციელდა: პირველადი დათვალიერება / დამატებითი დათვალიერება / განმეორებითი დათვალიერება / მიზანმიმართული დათვალიერება
(გაუსვით ხაზი)
მიღებულია გადაწყვეტილება დამატებით დათვალიერებაზე -----------------------------------------
საბაჟო მოხელის ხელმოწერა
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტები ----------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დათვალიერების ადგილი -----------------------------------------------------------------------------------
დათვალიერების მიზნით მოხსნილია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები:
საბაჟო ლუქი: () დარღვეული იყო; () არ იყო დარღვეული.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე --------------------------------------- დასახელების საქონელი
(მიუთითეთ რიცხვი)
დათვალიერდა საქონელი ------------------------------------------------------------------------
(მიეთითება დასახელება)
შეფუთვა------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(რაოდენობა)
წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ბრუტო წონა შეადგენს-------------------- კგ
ნეტო წონა შეადგენს-------------------- კგ
დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი:
საქონლის საერთო წონა ბრუტო------------------კგ. ნეტო------------------------კგ.
დადგინდა შემდეგი მეთოდით:
() ფაქტიური აწონვა --------------------------
() საშუალო წონის დადგენა ------------------ შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით
() გადათვლით ------------------------------
() სხვადასხვა -------------------------------
სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერი) № -----------------------------------------------------------
დათვალიერებული საქონელი შეესაბამება დეკლარირებული საქონლის მახასიათებლებს –––––
(დიახ) ან (არა)
დათვალიერებული საქონელი არ შეესაბამება დეკლარირებული საქონლის მახასიათებლებს
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეფუთვის მონაცემები შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს –––––––––––––––––––––––––––
(დიახ) ან (არა)
შეფუთვის მონაცემები არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს

დათვალიერებისას გამოყენებული საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებები
01 – რენტგენის დანადგარები;
02 – მეტალოდეტექტორები (სტაციონალური, პორტატული);
03 – დოკუმენტების, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების იდენტიფიკაციის საშუალებები;
04 – ძვირფასი ქვებისა და ლითონის იდენტიფიკაციის საშუალებები;
05– ნარკოტიკული საშუალებების დისტანციური აღმოჩენის და იდენტიფიკაციის საშუალებები;
06 – დოზიმეტრული კონტროლის საშუალებები;
07 – ფოტო-,აუდიო-,ვიდეოტექნიკა და სხვა აპარატურა;
08 – სხვადასხვა ინსტრუმენტების კომპლექტი;
09 – დათვალიერება საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის დადგენილი ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე.
განხორციელდა სინჯის და/ან ნიმუშის აღება ----------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიუთითეთ სინჯის ან ნიმუშების დასახელება და ოდენობა, დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები)
გამოვლენილია საბაჟო სამართალდარღვევის ნიშნები --------------------------------------------------

დათვალიერების შემდეგ დადებულ იქნა შემდეგი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები -------

დათვალიერების დამთავრების დრო --------სთ. ----- წთ.„----” --------------------200 –წელი
საბაჟო მოხელე------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი, ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი
დამსწრე პირები --------------------------------------- -----------------------------------
სახელი, გვარი, ხელმოწერა
--------------------------------------- -----------------------------------

დამატებითი ფურცელი
დათვალიერების № --------------------------------------- აქტზე, რიგითი ნომერი ------------
დათვალიერდა საქონელი -----------------------------------------------------
(მიეთითება დასახელება)
შეფუთვა--------------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(რაოდენობა)
წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ბრუტო წონა შეადგენს-------------------- კგ
ნეტო წონა შეადგენს-------------------- კგ
დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი:
საქონლის საერთო წონა ბრუტო------------------კგ. ნეტო------------------------კგ.
დადგინდა შემდეგი მეთოდით:
() ფაქტ ობრივი აწონვა --------------------------
() საშუალო წონის დადგენა ------------------ შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით
() გადათვლით ------------------------------
() სხვადასხვა -------------------------------
სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერი) № -----------------------------------------------------------
დათვალიერებული საქონელი შეესაბამება დეკლარირებული საქონლის მახასიათებლებს –––––
(დიახ) ან (არა)
დათვალიერებული საქონელი არ შეესაბამება დეკლარირებული საქონლის მახასიათებლებს
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეფუთვის მონაცემები შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს –––––––––––––––––––––––––––
(დიახ) ან (არა)
შეფუთვის მონაცემები არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დათვალიერებისას გამოყენებული საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებები
01 – რენტგენის დანადგარები;
02 – მეტალოდეტექტორები (სტაციონალური, პორტატული);
03 – დოკუმენტების, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების იდენტიფიკაციის საშუალებები;
04 – ძვირფასი ქვებისა და ლითონის იდენტიფიკაციის საშუალებები;
05 – ნარკოტიკული საშუალებების დისტანციური აღმოჩენის და იდენტიფიკაციის საშუალებები;
06 – დოზიმეტრული კონტროლის საშუალებები;
07 – ფოტო-, აუდიო-, ვიდეოტექნიკა და სხვა აპარატურა;
08 – სხვადასხვა ინსტრუმენტების კომპლექტი;
09 – დათვალიერება საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის დადგენილი ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე.
განხორციელდა სინჯისა და/ან ნიმუშის აღება ----------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიუთითეთ სინჯის ან ნიმუშების დასახელება და ოდენობა, დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები)
გამოვლენილია საბაჟო სამართალდარღვევის ნიშნები --------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დათვალიერების შემდეგ დადებულ იქნა შემდეგი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები -------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დათვალიერების დამთავრების დრო --------სთ. ----- წთ.„----“ --------------------200 –წელი
საბაჟო მოხელე------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი, ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი
დამსწრე პირების ხელმოწერები
დანართი №5
თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტი №
„ ––––“ „––––––––––––––––––––“ 200 წ.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
საბაჟო ორგანოს დასახელება (კოდი)
დათვალიერების ადგილი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ექსპორტიორი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იმპორტიორი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქონლის მომწოდებელი ქვეყანა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანმხლები დოკუმენტები––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სატრანსპორტო საშუალებები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცხადებული თამბაქოს ნაწარმი, რაოდენობის მიხედვით ––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შერჩევით შემოწმებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების ნომრები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საბაჟო მოხელე ------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი. პირადნომრიანი ბეჭედი
--------------------------------
ხელმოწერა