,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№307
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.026.011.895
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.895

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №307

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის  2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,91. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მისაღები რეზერვის რიგითები, კაპრალები, აგრეთვე წვევამდელები 18 წლის ასაკიდან, შერჩევა-რეკრუტირების პერიოდში განთავსდებიან ყაზარმებში და შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსის ბრძანებით დგებიან სასურსათო კმაყოფაზე. აღნიშნული კატეგორიის პირებზე, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემთხვევაში, პირველი თვის ხელფასთან ერთად, არა უმეტეს ერთი თვის ხელფასის ოდენობით, გაიცემა ხელფასი რეკრუტირების პერიოდისათვის.“.

2. მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით, სამინისტროსათვის ,,მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო და/ან პრემია, აგრეთვე ერთჯერადი დახმარება. ფულადი ჯილდო გაიცემა ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო პრემია ან ერთჯერადი დახმარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები და პირადი შემადგენლობა.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი