,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№169
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.011.899
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 09/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.011.899

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №169

2008 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათ-ვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებით (სსმ III, 2007წ., №44, მუხ. 496) დამტკიცებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება, მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ფინანსური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ლიცენზირების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) ბავშვზე ზრუნვის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი;

მ) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი;

ნ) კვლევების სამმართველოს ხელმძღვანელი;

ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი;

პ) კანცელარიის ხელმძღვანელი.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2008.
როდის იქნა მიღებული „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 06.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №169. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.22.027.011.899.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №169, 06.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.011.899 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78058/