,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.900
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №312
2008 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2416) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება შემდეგი რედაქციით:
1. დებულების 322 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,322. მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ქვედანაყოფებია:
ა) მართვის ავტომატიზებული სისტემების განვითარების პოლიტიკისა და კოორდინაციის განყოფილება;
ბ) მართვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების ანალიზისა და კონტროლის განყოფილება;
გ) მართვის ავტომატიზებული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილება.“.
2. დებულების 323 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
323. მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემის პროტოტიპის შექმნა;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა, სისტემის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა, შესრულების ხარისხის ანალიზი და სისტემის განვითარების მიზნით ერთიანი პოლიტიკის გატარება;
გ) მართვის ავტომატიზებული და საინფორმაციო სისტემის ინტეგრაციული პროცესების კოორდინაცია;
დ) მართვის ავტომატიზებული სისტემის ფუნქციონირების და ექსპლუატაციის კონტროლი;
ე) კოდიფიკაციის და სტანდარტიზაციის სისტემების, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება;
ვ) ტექნიკური პერსონალის სწავლება/გადამზადების განხორციელება, ავტომატიზებული სისტემის დანერგვისა და შემდგომ ეტაპზე ეფექტურად ათვისების ხელშეწყობის მიზნით;
ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მართვის ავტომატიზებული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაზე კონტროლი.“.
3. დებულებას დაემატოს 324 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,324. ელექტრონული და ვიდეოკონტროლის განყოფილება ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის (შემდგომში – ადმინისტრაციული შენობა) ვიდეოკონტროლს;
ბ) ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების/გამოუცხადებლობის ელექტრონული და ვიდეოკონტროლს;
გ) ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ვიდეო და ელექტრონული კონტროლის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას;
დ) ვიდეო და ელექტრონული კონტროლის საფუძველზე არსებული ინფორმაციის ფილტრაციასა და მის მიწოდებას შესაბამისი თანამდებობის პირისათვის.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი