„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№541
სარეგისტრაციო კოდი
200.220.020.22.033.011.940
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 26/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.011.940

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №541

2008 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

�საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. �საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2325) დამტკიცებულ �საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი. ამ მიზნით ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.�;

ბ) ინსტრუქციის მე-19 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. ნავთობის დისტილატების დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი. ამ მიზნით ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.�.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ნ. გილაური