,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№531
სარეგისტრაციო კოდი
230.100.000.22.033.011.947
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 27/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.011.947

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №531

2008 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხლი 2320) დამტკიცებულ ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროს საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი.“;

ბ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეკლარაციის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი.“;

გ) ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) როდესაც განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი;“;

დ) ინსტრუქციის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილის გავლით (გარდა საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევებისა), საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია. თავისუფალ საწყობში საქონლის საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტით პირდაპირ გატანის შემთხვევაში რეექსპორტის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2008.
როდის იქნა მიღებული „,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
„,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““ მიღებულია 20.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №531. სარეგისტრაციო კოდი — 230.100.000.22.033.011.947.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““, №531, 20.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.011.947 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78292/