„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ“
მიღების თარიღი 26.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №213
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.854
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 26/09/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №213
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ
1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია; კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეორგანიზაციის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი