2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.973
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №151/ნ
2008 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში (სსმ III, 7.05.2008 წ., №69, მუხლი 739) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №9-ში (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პროგრამის კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და ბიუჯეტი
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 595,7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| კომპონენტი | მომსახურების მოცულობა | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ინსულინისა და მისი ანალოგების შესყიდვა | 3 600,0 |
| დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ინსულინის, გლუკაგონისა და დამხმარე სამედიცინო საშუალებების შესყიდვა ბავშვთა (18 წლამდე) და მოზარდთა (25 წლამდე) | 450,0 |
| ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებითუზრუნველყოფა | ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატებისა და ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის შესყიდვა | 1000,0 |
| ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და საშუალებების შესყიდვა; ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის შესყიდვა. | 570,0 |
| ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | იმუნოსუპრესული მედიკამენტების შესყიდვა | 1 020,0 |
| აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა მონიტორინგი. | 20,0 | |
| უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა | 270,0 |
| ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა | ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის შესყიდვა | 1 500,0 |
| ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა | სამკურნალო საკვები დანამატის შესყიდვა (სამკურნალო საკვები დანამატი გაიცემა ლიმიტირებულად-ყოველთვიურად მაქსიმუმ 1000 გრამი აქტიური ნივთიერება პაცინეტზე) | 300,0 |
| მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | პანკრეასის ფერმენტების შესყიდვა | 100,0 |
| სპეციალური სამკურნალო საშუალებათა განბაჟების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები | ·სამკურნალო საშუალებების მათ შორის საკვები დანამატების მიღება-შენახვა-ტრანსპორტირება-გაცე-მა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე (მათ შორის კონტრაქტორი ბაზის ქვეკონტრაქტორ აფთიაქებზე) ფარმაცევტული ბაზის მომსახურების მეშვეობით; ·სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საკვები დანამატები) ავადმყოფებზე გაცემა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მეშვეობით (მათ შორის აფთიაქების); ·ნარკოტიკული საშუალებების ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში ტრანსპორტირება ბადრაგირების მეშვეობით. | 600,0 |
| ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა | ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის შესყიდვა | 165,7 |
| სულ |
| 9 595,7 |
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2008.
- როდის იქნა მიღებული „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 27.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №151/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.22.035.011.973.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №151/ნ, 27.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.973 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78442/