,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№180
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.22.027.011.982
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 02/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.982

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №180

2008 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 453) დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;“.

2. მე-8 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) უზრუნველყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოება;“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) ნოტარიატის სამმართველო.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველო:

ა) განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე საქმის მასალებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ბ) განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის თაობაზე საქმის მასალებს;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების აღსრულებას;

დ) უზრუნველყოფს მოქალაქეობის საინფორმაციო ბანკის ფორმირებას;

ე) განიხილავს ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ვ) განიხილავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ზ) განხილავს პირის ემიგრაციაში წასვლის თაობაზე საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

თ) უზრუნველყოფს მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირებას;

ი) ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციო პროცედურების მომზადებასა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადებას;

კ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის საკითხის მომზადებას, აგრეთვე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვას;

ლ) ახორციელებს მაკონტროლებელ ორგანოთა რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების განხილვას, მათი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას, რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემას, უზრუნველყოფს მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;

მ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების რეესტრის წარმოებას;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლს;

ო) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლას და ანალიზს;

პ) ამზადებს წინადადებებს თავისი კომპეტენციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ;

ჟ) განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.“.

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.07.2008.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 02.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №180. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.020.22.027.011.982.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №180, 02.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.982 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78472/