,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№578
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.011.991
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 08/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.991

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №578

2008 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ.“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებები (დანართები №1-6);

ბ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება“ (დანართი №7).“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №1) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული ,,აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №2) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული ,,საოპერაციო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) საოპერაციო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული ,,საანგარიშსწორებო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №4) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) საანგარიშსწორებო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.“.

7. ბრძანებით დამტკიცებული ,,ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №5) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების“ (დანართი №7):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინები წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვას და ანგარიშგებას.“;

გ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგიონალური ხაზინები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წლიური საბიუჯეტო კანონით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებითა და წინამდებარე ტიპური დებულებით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური