“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების,სოციალური დაცისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№363
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.026.011.992
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.992

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №363

2008 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №12) და აღნიშნულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე ,,ბ“ კატეგორიის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, 2008 წლის პირველი იანვრიდან მიეცეთ დანამატი 204 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები და პირადი შემადგენლობა.

მუხლი 3.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

დ. კეზერაშვილი