“საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 02.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №364
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.993
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 08/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.07.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:17.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt 45.0pt 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.993
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №364
2008 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს თანდართული დებულება.
2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველო (ტექსტში შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗
სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4🔗
სამმართველოს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველო“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
სამმართველოს ამოცანებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აერო და კოსმოსური გადაღებითი, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, სპეციალური გეოლოგიური და პოლიგრაფიული საქმიანობის განხორციელების შედეგად შექმნილი გეოდეზიური მონაცემებით, კარტოგრაფიული მასალებითა და ორთოფოტოგეგმებით (გრაფიკული და ციფრული სახით) უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჭიროებისათვის გეოდეზიური მონაცემების, ტოპოგრაფიული რუკების, აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და ორთოფოტოგეგმების, თავდაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის შესაბამისად, მათი გაცემის, მიღებისა და განადგურების კონტროლი;
გ) ტოპოგრაფიული სამმართველოსათვის სპეციალისტების შერჩევა, მათი მომზადება/გადამზადების დაგეგმვა;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და ასევე სხვადასხვა აეროფოტო და ტოპოგეოდეზიურ იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა ახალი მონაცემების მოსაპოვებლად;
ე) ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების მოსაპოვებლად საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამხედრო კარტოგრაფიულ, ტოპოგეოდეზიურ და აეროფოტოგეოდეზიურ სამსახურებთან კავშირის დამყარება.
მუხლი 6🔗
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მშვიდობიანობის, ასევე საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უზრუნველსაყოფად ტოპოგრაფიული დაზვერვის წარმოება, სპეციალური გეოლოგიური რუკების შექმნა, აერო და სატელიტური ფოტო მასალების მომზადება, ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, მათი აღრიცხვა და შენახვა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მომარაგებიდან მოძველებული ტოპოგრაფიული რუკების მოხსნა და მათი ახალი გამოცემის რუკებით შეცვლა;
გ) „საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულების შესაბამისად, ახალ საერთაშორისო კოორდინატთა სისტემაზე გადასვლა (WGS-84 წლის ელიფსოიდი, მერკატორის უნივერსალური პროექცია UTM);
დ) „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ტოპოგრაფიული მომზადების ორგანიზების სპეციალურ-მეთოდური ხელმძღვანელობა;
ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ, კარტოგრაფიულ, აერო და სატელიტურ გადაღებითი სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
თ) ვენის კონვენციის „ღია ცის“ ხელშეკრულების თანახმად, აეროფოტო გადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კონტროლი.
თავი III
სამმართველოს ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
მუხლი 8🔗
სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9🔗
სამმართველოს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
მუხლი 10🔗
სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 11🔗
სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 12🔗
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად სამმართველოს საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე;
თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.
მუხლი 13🔗.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს.
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
თავი IV
სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 14🔗
სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი):
ა) აეროფოტოგეოდეზიური განყოფილება;
ბ) ტოპოგეოდეზიური განყოფილება;
გ) კარტოგრაფიული განყოფილება;
დ) სპეციალური გეოლოგიური განყოფილება (სპეცგეო).
მუხლი 15🔗
აეროფოტოგეოდეზიური განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საქართველოს ტერიტორიის გადაღებებს, მათ დამუშავებას კამერალურად, ფოტოგრამეტრული მასალების მომზადებას და მიღებული ფოტომასალების დეშიფრირებას.
მუხლი 16🔗
ტოპოგეოდეზიური განყოფილება ახალი სამხედრო ტოპოგრაფიული რუკების შედგენისა და ახალ კოორდინატთა სისტემაში გეოდეზიური ქსელის კატალოგების გამოსაცემად აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების ტოპოფრაფიულ გეოდეზიურ სამუშაოებს
მუხლი 17🔗
კარტოგრაფიული განყოფილება ტოპოგრაფიული და სპეციალური რუკების გამოცემისა და დაბეჭვდის მიზნით, აწარმოებს კამერალურ კარტოგრაფიულ სამუშაოებს. ასევე უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს პოლიგრაფიულ უზრუნველყოფას.
მუხლი 18🔗
სპეციალური გეოლოგიური განყოფილება (სპეცგეო) აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების გეოლოგიურ სადაზვერვო სამუშაოებს სპეციალური საინჟინრო, წყალმომარაგებისა და გრუნტების რუკების შესაქმნელად.