“საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 02.07.2008
ძალის დაკარგვა 11.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №365
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.994
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 08/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt 45.0pt 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.994
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №365
2008 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედების შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1).
2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები და თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
დანართი №1
საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქცია
მუხლი 1🔗
საპატრულო ეკიპაჟის უფროსი, კოლონის გაცილების დროს ვალდებულია:
ა) დავალების მიღების შემდეგ გამოცხადდეს იმ სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილზე, არანაკლებ ერთი საათით ადრე, საიდანაც გადის საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონა (შემდგომში – კოლონა) იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისათვის ცნობილი იქნება კოლონის გაცილების შესახებ, შესაბამისი ქვედანაყოფიდან ერთი დღით ადრე. სხვა შემთხვევებში კი – რეალურ დროში შეტყობინების (ტელეფონოგრამის) მიღებიდან;
ბ) სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობასთან (კოლონის უფროსთან) ერთად გაერკვეს კოლონის მარშრუტში, გაერკვეს რა სიჩქარეა დაწესებული ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით კოლონის გადაადგილების დროს, გაარკვიოს მანქანებს შორის დისტანცია, შესვენებების ადგილები, კავშირგაბმულობის საშუალებების სახეები, კოლონის საწყისი ადგილიდან დაძვრისა და საბოლოო წერტილში მისვლის დროები და მარშის (გადაადგილების) შესახებ ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანების სხვა მისთვის აუცილებელი დეტალები;
გ) იცოდეს კოლონის უფროსის სამხედრო წოდება, გვარი, სახელი, მასთან კავშირის საშუალებები;
დ) იცოდეს კოლონაში შემავალი ავტომანქანების რაოდენობა, მარკები, სანომრე ნიშნები, თითოეულ მანქანაზე არსებული სამხედრო ტვირთის სახეობა, გადასაყვანი პირადი შემადგენლობის რაოდენობა და სხვა;
ე) იცოდეს მძღოლთა სამხედრო წოდებები, გვარი, სახელი;
ვ) კოლონის მოძრაობის დაწყების წინ, ქვედანაყოფის შესაბამის სამსახურთან (კოლონის უფროსთან) ერთად, შეამოწმოს კოლონაში არსებული ტექნიკის ტექნიკური გამართულობა და მოითხოვოს კოლონის უფროსისაგან არსებული შესაძლებლობის ფარგლებში ნაკლოვანების აღმოფხვრა, თუ არ არის აღნიშნული ნაკლოვანების აღმოფხვრა შესაძლებელი, მოითხოვოს ნაკლოვანების მქონე ტექნიკური ერთეულის შეცვლა გამართულით;
ზ) შეამოწმოს მძღოლების სათანადო დოკუმენტების არსებობა (მართვის მოწმობა, ა/მანქანის სარეგისტრაციო ტალონი, საგზური) და მათი გარეგნული იერსახე. საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით, შეამოწმოს იგი ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე და სიმთვრალის დადგენის შემთხვევაში იმოქმედოს წესდების შესაბამისად;
თ) დაიკავოს საპატრულო ავტომანქანით თავისი ადგილი კოლონის პირველი მანქანის წინ და უზრუნველყოს კოლონის გადაადგილება დადგენილი მარშრუტით და მოძრაობის სიჩქარით დანიშნულების ადგილამდე;
ი) ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვედანაყოფის მეთაურთან (კოლონის უფროსთან) შეათანხმოს კოლონის გადაადგილების მარშრუტში (მათ შორის, დასახლებული პუნქტების გავლის დროს) ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა და აღნიშნულზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გააკონტროლოს ამ ცვლილებების მანქანების უფროსებამდე და მძღოლებამდე დაყვანა;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური ხმოვანი ციმციმა მანათობელი სიგნალების გამოყენებით უზრუნველყოს კოლონის უსაფრთხოების დაცვა მარშრუტზე მოძრაობისას შემხვედრი ან გამსწრები მანქანების ნაკადისაგან გზაჯვარედინებზე;
ლ) განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს და მიიღოს უსაფრთხოების ზომები კოლონის დასახლებულ პუნქტებში გადაადგილების დროს, ამ მიზნით:
ლ.ა) კოლონებში მოძრავი ტექნიკის სიჩქარე ზოგადად არ უნდა აღემატებოდეს „საავტომობილო ტექნიკისა და საავტომობილო კოლონების უსაფრთხო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2008 წლის 9 იანვრის №10 ბრძანებაში მითითებულ სიჩქარეს და „სახმელეთო ჯარების საბრძოლო წესდების“, ასევე „საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების“ თანახმად, საშუალო სიჩქარე საავტომობილო ავტოტექნიკისაგან შემდგარი კოლონებისათვის განისაზღვროს 25-30 კმ/სთ-ით, შერეული და ჯავშან-სატანკო კოლონებისათვის 20-25 კმ/სთ-ით. სიჩქარის შემცირება დაშვებულია 15-20 კმ/სთ-მდე, დისტანცია ტექნიკის ერთეულებს შორის 25-30მ. ავტომაგისტრალებზე და ავტობანებზე მოძრაობისას დისტანცია ტექნიკის ერთეულებს შორის სიჩქარის პროპორციულია;
ლ.ბ) შუქნიშნით რეგულირებადი გზაჯვარედინების გავლისას გააფრთხილოს სხვა ავტომანქანების მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები კოლონის მოახლოების შესახებ ხმოვანი და ციმციმა მანათობელი სიგნალების გამოყენებით და მოთხოვოს მათ მოძრაობის შეჩერება. მოძრაობის შეჩერების დარწმუნების შემთხვევაში გაიაროს გზაჯვარედინზე, მიუხედავათ იმისა, რომელი ფერის ნათურა ანთია შუქნიშანზე. კოლონაში მოძრავი ავტომანქანები კი უნდა მიჰყვნენ საპატრულო ავტომანქანას უკან სათანადო სიჩქარისა და დისტანციის დაცვით, ჩართული ახლო განათების ფარებით;
ლ.გ) კოლონის პირველი ავტომანქანის უსაფრთხოდ გზაჯვარედინზე გავლის დარწმუნების შემთხვევაში ჩაუდგეს ისევ კოლონას სათავეში და გააგრძელოს მარშრუტზე მოძრაობა;
მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ: საბრძოლო მასალებისა და იარაღის, ასაფეთქებელი, ქიმიური და სწრაფაალებადი ნივთიერებების გადატანისას, სამზე ნაკლები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაცილებისას იმოქმედოს საგზაო მოძრაობის წესების დაცვით და საჭიროების შემთხვევაში შსს საპატრულო სამსახურის საპატრულო ეკიპაჟებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში.
მუხლი 2🔗
კოლონაში მოძრავი ნებისმიერი ტექნიკური ერთეულის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მის შეკეთებას და დაცვას უზრუნველყოფს კოლონის უფროსი (სამხედრო ქვედანაყოფის მეთაური), კოლონა კი აგრძელებს მოძრაობას. შეკეთებული ტექნიკური ერთეული შეკეთების შემდეგ მოძრაობს დამოუკიდებლად და მის გაცილებას შესაძლებლობის ფარგლებში ახორციელებს სამხედრო საპატრულო ეკიპაჟი.
მუხლი 3🔗
იმ შემთხვევაში, თუ კოლონის გაცილება ხდება ორი საპატრულო ეკიპაჟის საშუალებით, მაშინ მეორე საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობს კოლონის ბოლოს. საჭიროების შემთხვევაში ის გადმოდის წინ და ეხმარება მიმმართველ საპატრულო ავტომანქანას მარშრუტის რთული მონაკვეთების და გზაჯვარედინების გავლისას. დანარჩენ შემთხვევებში ის მოძრაობს კოლონის უკან ოდნავ მარცხნივ და არ აძლევს საშუალებას ხმოვანი და ციმციმა მანათობელი სიგნალების გამოყენებით სამოქალაქო ავტომანქანებს კოლონაში ჩადგომისა. ასევე არეგულირებს კოლონის სიღრმეს მიმმართველი საპატრულო ეკიპაჟის უფროსთან რადიო (სატელეფონო) საუბრით, ატყობინებს რა მას კოლონის გადაადგილებისას წამოჭრილ პრობლემებს, კერძოდ: შეფერხდა თუ არა კოლონის მოძრაობა, ჩამორჩა თუ არა რომელიმე ავტომანქანა და აძლევს რეკომენდაციებს სიჩქარის მომატებაზე ან შემცირებაზე.
მუხლი 4🔗
მეორე საპატრულო ავტომობილის არარსებობის შემთხვევაში კოლონის ბოლო მანქანაში ჯდება საპატრულო ეკიპაჟის მესამე წევრი ხელის რადიოსადგურით და ის აძლევს სათაო საპატრულო ეკიპაჟის უფროსს რეკომენდაციებს ვითარებიდან გამომდინარე, მოძრაობის სიჩქარის გაზრდაზე და შემცირებაზე, ასევე აწვდის ყველა სხვა საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს კოლონის მიერ მარშრუტის რთული უბნების გავლაში საპატრულო ეკიპაჟის უფროსის ბრძანებებისა და მითითებების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ერთი საპატრულო ავტომანქანით კოლონის გაცილებისას, გამცილებელი საპატრულო ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში საპატრულო ეკიპაჟის უფროსი კავშირის საშუალებებით ატყობინებს კოლონის უფროსს და აყენებს საქმის კურსში. უკავშირდება თავის უშუალო უფროსს და ითხოვს შემცვლელ საპატრულო ავტომანქანას. კოლონა მოძრაობას აგრძელებს მხოლოდ გამართული საპატრულო ავტომანქანის მოსვლის შემდეგ:
ა) თუ კოლონას ორი საპატრულო ეკიპაჟი აცილებს, მაშინ მიმმართველი საპატრულო ეკიპაჟის ადგილს იკავებს ჩამკეტი საპატრულო ეკიპაჟი, ხოლო კოლონის ბოლო მანქანაში ხელის რადიოსადგურით გადაჯდება ჩამკეტი საპატრულო ეკიპაჟის მესამე წევრი და მოქმედებს ამ ინსპრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად;
ბ) დაზიანებული საპატრულო ავტომანქანა უბრუნდება დისლოკაციის ადგილს ან გადაიყვანება შესაბამის სერვისცენტრში შემდგომი ტექნიკური მომსახურების ან რემონტის ჩასატარებლად.
მუხლი 6🔗
საპატრულო ეკიპაჟები მათზე დაკისრებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს ახორციელებენ შესაბამის სამართალდამცავ და სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში.
მუხლი 7🔗
საპატრულო ეკიპაჟი სამზე ნაკლები რაოდენობის ტექნიკის გაცილებისას უნდა ემორჩილებოდეს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს, გარდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტში მოცემული შემთხვევებისა და გადასაზიდი ტვირთის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
მუხლი 8🔗
თუ საპატრულო ავტომობილი აცილებს სპეციალურ სამხედრო სამედიცინო ტექნიკას, რომელსაც გადაჰყავს ავადმყოფი სამკურნალო დაწესებულებაში, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, საპატრულო ეკიპაჟის უფროსი მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
კოლონების გამცილებელი ეკიპაჟების რაოდენობების განსაზღვრაზე გადაწყვეტილებას იღებს სამხედრო პატრულის სამმართველოს უფროსი, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე და გადასაზიდი ტვირთის სახეობის გათვალისწინებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით.
მუხლი 10🔗
კოლონების გაცილებები საპატრულო ეკიპაჟებმა განახორციელონ რეგიონალური პრინციპიდან გამომდინარე, თავიანთი სამოქმედო ტერიტორიების ფარგლებში, ხოლო კოლონების გადაბარება მოხდეს სათანადო დოკუმენტის (ხელწერილი) გაფორმებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ადგილებში.
მუხლი 11🔗
განსაკუთრებულ შემთხვევებში კოლონებმა იმოძრაონ შემხვედრი მიმართულებით და მათი გადაბარება მოხდეს კოლონების შეხვედრის ადგილას, თუნდაც ეს ადგილი არ იყოს ბრძანებით განსაზღვრული, რათა გამოირიცხოს კოლონების დიდი ხნით შეჩერება.