⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.03.2012)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 07.07.2008
ძალის დაკარგვა 16.03.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №515
სარეგისტრაციო კოდი 360.130.000.22.023.012.007
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 15/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,249 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2008 მიღება
16.03.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:right; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:8.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.130.000.22.023.012.007 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №515 2008 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესი“ (დანართი – 1). 2. დამტკიცდეს „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფორმა“ (დანართი – 2). 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №193 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ღვალაძე დანართი №1 ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესი     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების საგანი ეს დებულება არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, საქმიანობის განხორციელებაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის) მიღებისას ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის სფეროში.     მუხლი 2🔗. დებულების მიზნები დებულების მიზნებია: ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის) გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაარეგულიროს ურთიერთობანი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, საქმიანობის განმახორციელებელსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის; ბ) დააწესოს ეკოლოგიური ექსპერტიზის ისეთი პროცედურა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ობიექტური და სათანადოდ არგუმენტირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.     მუხლი 3🔗. ეკოლოგიური ექსპერტიზის ძირითადი პრინციპები ეკოლოგიური ექსპერტიზა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) საქმიანობის პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება; ბ) საქმიანობის დაწყებამდე გარემოზე მისი შესაძლო ზეგავლენის შეფასების კომპლექსურობა; გ) გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინება; დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა და ექსპერტთა უფლებამოსილების შეუზღუდავი განხორციელება; ე) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობა და კანონიერება; ვ) საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება.     მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტებანი 1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო – ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემაზე უფლებამოსილი ორგანო – გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სამინისტრო. 3. დამოუკიდებელი ექსპერტი – სამინისტროსთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე და სათანადო წესით რეგისტრირებულია დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში. 4. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრი – სამინისტროს მიერ შედგენილი საინფორმაციო ბანკი დამოუკიდებელ ექსპერტთა პროფესიონალური და პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელშიც სავალდებულოა ექსპერტთა რეგისტრაცია და რომლის მიხედვითაც ხდება ცალკეული საექსპერტო კომისიების ფორმირების მიზნით ექსპერტთა შერჩევა. 5. საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია. 6. საექსპერტო დასკვნა – დამოუკიდებელი ექსპერტის ან/და ექსპერტის დასკვნა დაგეგმილი საქმიანობის განსახილველი დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ცალკეულ მიმართულებაზე ან საკითხზე. 7. საექსპერტო კომისიის დასკვნა – საექსპერტო კომისიის დასკვნა (შემდგომში – კომისიის დასკვანა), რომელიც შედგენილია ცალკეული საექსპერტო დასკვნების შეჯერების საფუძველზე. 8. ექსპერტი – ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე სამინისტროს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების თანამშრომელი ან/და პირი, რომელიც ასრულებს იმ სახელმწიფო დაწესებულების საშტატო თანამშრომლის მოვალეობას, რომლის ფუნქციონირება ნაწილობრივ ან მთლიანად მოიცავს ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის რეგულირებას.     მუხლი 5🔗. უფლებები ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის სფეროში 1. სამინისტროს უფლება აქვს: ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის დაწყებამდე მოითხოვოს საქმიანობის განმახორციელებლისაგან ეკოლოგიური ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) მოითხოვოს დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან და ექსპერტებისგან მათი მოსაზრებებისა და დასკვნების არგუმენტაცია, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების ხარისხიანი შესრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; გ) დამოუკიდებელი ექსპერტის არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შემთხვევაში დააყენოს საკითხი მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრიდან მათი გამოყვანის შესახებ. 2. ექსპერტს და სამინისტროს მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს უფლება აქვს: ა) მისი შეხედულებისამებრ გამოიტანოს არგუმენტირებული უარყოფითი ან დადებითი საექსპერტო დასკვნა და საექსპერტო კომისიისაგან განსხვავებული აზრის შემთხვევაში დოკუმენტალურად დააფიქსიროს იგი კომისიის დასკვნაში; ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში მონაწილეობის პერიოდში მოითხოვოს სამინისტროსგან მისი პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვა.     მუხლი 6🔗. ვალდებულებები ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში 1. სამინისტრო ვალდებულია: ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შექმნას საექსპერტო კომისიები; ბ) უზრუნველყოს ექსპერტიზის პროცესი საჭირო ინფორმაციით; გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციაში გაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტები და შექმნას მათი მონაცემთა ბაზა; დ) უზრუნველყოს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა და ექსპერტთა პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვა; ე) უზრუნველყოს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა; ვ) საქმიანობის განმახორციელებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზებისა და ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები გასაცნობად; ზ) საზოგადოების წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, გააცნოს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მარეგულირებელი დოკუმენტები. 2. სამინისტროს მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი და ექსპერტი ვალდებულია: ა) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლისათვის; ბ) იცნობდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის საკანონმდებლო საფუძვლებს, ძირითად პრინციპებსა და მოქმედ ინსტრუქციულ-მეთოდურ დოკუმენტებს პროცედურის ორგანიზებისა და მიმდინარეობის შესახებ; გ) დაიცვას ეკოლოგიური ექსპერტიზის მარეგულირებელი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ექსპერტიზის ჩატარების ვადები; დ) უზრუნველყოს დასკვნების ობიექტურობა, სისრულე, აგრეთვე მისთვის გადაცემული ან მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის, საინფორმაციო მასალის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში მათი კონფიდენციალურობის დაცვა; ე) განაცხადოს საქმიანობის კონკრეტული პროექტის განხილვისას მისი საექსპერტო კომისიაში მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტში აღწერილი გარემოებების არსებობისას; ვ) აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ მომზადებული დასკვნის ობიექტურობასა და სისრულეზე. 3. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია – სრულად წარმოადგინოს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია და პასუხს აგებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა სისწორეზე.     მუხლი 7🔗. ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის  ჩატარების თანამიმდევრობა და წესი 1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ხორციელდება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ. 2. ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზებას ახორციელებს სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახური. 3. საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ეკოლოგიური ექსპერტიზა ხორციელდება საექსპერტო კომისიის მიერ. 4. ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები შეიტანება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის დასკვნა აისახება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში.     მუხლი 8🔗. ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების ვადები ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის ვადა შეადგენს არანაკლებ 10 (ათი) და არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) დღეს.     მუხლი 9🔗. საექსპერტო კომისიის ფორმირება და შემადგენლობა 1. საექსპერტო კომისია იქმნება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ეკოლოგიური ექსპერტიზის ყოველი კონკრეტული პროცედურის ჩასატარებლად. 2. საექსპერტო კომისიის ფორმირება ხდება ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრიდან ექსპერტიზის ძირითადი მიმართულებებისა და ამავე დებულებით განსაზღვრულ ექსპერტთა შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. 3. საექსპერტო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 დამოუკიდებელი ექსპერტის ან/და ექსპერტისაგან. 4. საექსპერტო კომისიის კონკრეტული რაოდენობრივი შემადგენლობა განისაზღვრება ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის მოცულობიდან, სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. 5. საექსპერტო კომისიის შემადგენლობას (მათ შორის, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 6. აკრძალულია საექსპერტო კომისიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც: ა) წარმოადგენენ სამინისტროს პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს (მინისტრი, მინისტრის მოადგილე); ბ) არიან საქმიანობის განმახორციელებლის წარმომადგენელი, საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის დამუშავების მონაწილე ან საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები; გ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან; დ) ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საქმიანობაში ნებისმიერი სხვა სახით დაინტერესებული პირები.     მუხლი 10🔗. საექსპერტო კომისიის ფუნქციები საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) განსახორციელებელი საქმიანობის კონტექსტში გარემოს ყველა კომპონენტის, ბუნებრივი რესურსებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ურთიერთქმედების კომპლექსური ანალიზის ჩატარება; ბ) მოსახლეობის ჯამრთელობაზე, მისი არსებობის პირობებზე, ბუნებრივი გარემოს ხარისხობრივ და რაოდენობრივ მდგომარეობაზე და ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე განზრახული საქმიანობის შედეგების მოსალოდნელი ზეგავლენის დადგენა; გ) საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე კომისიის დასკვნის მომზადება.     მუხლი 11🔗. ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა 1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა შედგება სამი ეტაპისაგან: მოსამზადებელი ეტაპი, ძირითადი ეტაპი და დასკვნითი ეტაპი. 2. მოსამზადებელი ეტაპი – ამ ეტაპზე სამინისტროს მიერ: ა) მოწმდება ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მტკიცდება საექსპერტო კომისიის შემადგენლობა; გ) ფორმდება შრომითი ხელშეკრულება დამოუკიდებელ ექსპერტებთან. 3. ძირითადი ეტაპი – საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის განხილვა დამოუკიდებელ ექსპერტთა ან/და ექსპერტთა მიერ, რომლის პროცესშიც დგინდება: ა) ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმიანობის რეალიზაციისათვის არჩეული საშუალებების დასაბუთებულობა, მიღებული ტექნიკური, ტექნოლოგიური, საინჟინრო და არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ბუნებრივი, ენერგეტიკული რესურსებისა და ნედლეულის გამოყენების კომპლექსურობა, რაციონალურობა და ა.შ.; ბ) გარემოზე ზეგავლენის გამოვლენილი ფაქტორების ეკოლოგიური საშიშროების განსაზღვრის სისრულე და საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბები; გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და მათი შესაძლო შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების შესარბილებლად გათვალისწინებული ზომების საკმარისობა; დ) საქმიანობის განხორციელებისას ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების უზრუნველსაყოფად საჭირო ოპერატიული და სხვა სახის კონტროლის, აგრეთვე მონიტორინგისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მეთოდები; ე) წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების ეკოლოგიური საშიშროების, მათი განთავსებისა და გადამუშავების შესაძლებლობათა შეფასების ობიექტურობა; ვ) საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული ეკოლოგიური რისკის შეფასება; ზ) საზოგადოების მონაწილეობის პროცესში გამოთქმული მოსაზრებების განხილვა და მათი ექსპერტიზის შედეგებში ასხვის მიზანშეწონილობის განსაზღვრა. 4. დასკვნითი ეტაპი მოიცავს: ა) საქმიანობის დამასაბუთებელ დოკუმენტაციაზე საექსპერტო დასკვნების მომზადებას და მათ საფუძველზე კომისიის დასკვნის შედგენას; ბ) საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განხორციელებისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობებისა და მათი შესრულების ვადების დადგენას; გ) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენასა და შესაბამისი სახით გაფორმებას.     მუხლი 12🔗. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 1. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გასცემს სამინისტრო. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია: ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს; გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს, ავარიული სიტუაციების შესაძლებელი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა ჩათვლით. 2. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის) გაცემის საფუძველს. 3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა წარმოადგენს საქმიანობის განმახორციელებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნას. 4. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნას გასცემს, თუ წარმოდგენილი საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დაგეგმილი საქმიანობა მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს. 5. ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.     მუხლი 13🔗. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფორმა 1. „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა“ წარმოადგენს A-3 ფორმატის (42X29) შუაზე გაკეცილ ფურცელს (საჭიროების შემთხვევაში დასკვნა შესაძლებელია შეიცავდეს ჩანართს A-4 ფორმატის (21X29) ერთ ან რამდენიმე ფურცელს, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირის ხელის მოწერით. 2. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ივსება ოთხ ეგზემპლარად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ერთი ეგზემპლარი გარემოზე ზემოქმედების ნებართვასთან ერთად გადაეცემა საქმიანობის განმახორციელებელს, ორი ეგზემპლარი რჩება ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, ხოლო მეოთხე ეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციას. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა აღინუსხება სამინისტროს მიერ. 3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ივსება ხუთ ეგზემპლარად და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა და ორგანიზაციების გარდა ეგზავნება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად). 4. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის თარიღს და სარეგისტრაციო ნომერს; ბ) საერთო მონაცემებს: ბ.ა) საქმიანობის დასახელებას; ბ.ბ) საქმიანობის განმახორციელებლის დასახელებასა და მისამართს; ბ.გ) საქმიანობის განხორციელების ადგილს; ბ.დ) განაცხადის შემოსვლის თარიღს; ბ.ე) მონაცემებს პროექტის შემდგენელის შესახებ; გ) ძირითად საპროექტო გადაწყვეტილებებს; დ) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს; ე) დასკვნას.     მუხლი 14🔗. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაფორმება 1. „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას“ ამზადებს სამინისტრო კომისიის დასკვნის საფუძველზე. 2. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ „კომისიის დასკვნას“ ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მის საფუძველზე მომზადებულ „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას“ ხელს აწერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის უფროსი. 3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 4. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დამტკიცების შემდეგ იძენს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სტატუსს და იგი ხდება საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის) გაცემის საფუძველი.     მუხლი 15🔗. ინფორმაციის დაცვა დამოუკიდებელი ექსპერტები, ექსპერტები და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მოხელეები ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა მოვალეობის შესრულებისას.     მუხლი 16🔗. დასკვნითი დებულებანი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველო, 0114, თბილისი, გ. გულუას ქ. 6, ტელ: 72-72-00, 72-72-20, ფაქსი: 72-72-37 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პროექტზე №–––                                                                                                            „–––––“ „–––––––––––––––“ 200წ. I. საერთო მონაცემები 1. საქმიანობის დასახელება – 2. საქმიანობის განმახორციელებლის დასახელება და მისამართი – 3. განხორციელების ადგილი – 4. განაცხადის შემოსვლის თარიღი – 5. მონაცემები პროექტის შემდგენელის შესახებ – II. ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებანი III. პირობები IV. დასკვნა ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის უფროსი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ​                                             (სახელი, გვარი)                                                                                        ბ.ა.                                                                                                         --------------------------------------------- ​                                                                                                                                                                                                                                 (ხელმოწერა)