,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 07.07.2008
ძალის დაკარგვა 11.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №585
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.999
გამოქვეყნების წყარო სსმ, 97, 09/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 56.75pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.999
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №585
2008 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში პრაქტიკის გავლის წესი (დანართი №1);
ბ) განაცხადი პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, გენერალური ინსპექცია უქმნის ახალგაზრდებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პრაქტიკა – გენერალურ ინსპექციაში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად გენერალურ ინსპექციაში შემოტანილი აქვს განცხადება პრაქტიკის გავლის შესახებ.
თავი II
პრაქტიკანტის სტატუსი
მუხლი 4🔗
პრაქტიკანტად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის სტუდენტი (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლების შემთხვევაში პრაქტიკანტად მიიღება მხოლოდ ის პირი, რომელიც იმყოფება აღნიშნული საფეხურის დამამთავრებელ კურსზე) ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე. განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.
მუხლი 5🔗
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი გენერალური ინსპექციის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის წინადადების საფუძველზე.
მუხლი 6🔗
კანდიდატმა გენერალური ინსპექციის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).
მუხლი 7🔗
1. პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის წარდგინებით გენერალური ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე.
3. პრაქტიკანტს პრაქტიკის ვადის გავლის შემდეგ ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (ცნობა).
მუხლი 8🔗
პრაქტიკანტთა რაოდენობა გენერალური ინსპექციის სტრუქტუულ ქვედანაყოფებში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მომსახურეთა საერთო რაოდენობის 1/5-ს.
თავი III
პრაქტიკანტის უფლებები
მუხლი 9🔗
1. პრაქტიკანტი უფლებამისილია:
ა) გენერალური ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის, რომელსაც განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, თანხმობით, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს გენერალური ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.
2. პრაქტიკანტი გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება მოცემული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 10🔗
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს გენერალური ინსპექციის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი ინსპექციის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, პრაქტიკანტის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
თავი IV
პრაქტიკანტის მოვალეობანი
მუხლი 11🔗
1. პრაქტიკანტი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად გენერალური ინსპექციის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის პრაქტიკას;
გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებთან.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია პრაქტიკის გავლის პერიოდში გენერალური ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაო თემატიკის ჩვენებით.
3. პრაქტიკანტი ვალდებულია ყოველდღიურად გამოცხადდეს გენერალურ ინსპექციაში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.
4. ხელწერილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების, გენერალური ინსპექციის დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის პრაქტიკანტის პირად საქმეს.
თავი V
გენერალური ინსპექციის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 12🔗
გენერალური ინსპექცია პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 13🔗
1. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 14🔗
გენერალური ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია გენერალური ინსპექციის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI
პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 15🔗
1. პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი გენერალური ინსპექციის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს წინადადების ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
მუხლი 16🔗
იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკანტი დადგენილი წესით დაინიშნა გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გენერალური ინსპექციის საშ-ტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა (ცნობა).
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 17🔗
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექცია
განაცხადი პრაქტიკის გავლაზე
1. გვარი, სახელი --------------------------------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი --------------------------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა ----------------------------------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის სერია და ნომერი -------------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა -------------------------------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7. განათლება (როდის რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
ფაკულტეტი როდიდან როდემდე სასწავლებელი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია და დიპლომის №
სპეციალობა კვალიფიკაცია დიპლომის №
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე;
შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.
ენა კითხვა მეტყველება წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პოფესიული გეგმები და მიზნები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ პრაქტიკის გავლა.
მიუთითეთ ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
14. შრომითი გამოცდილება
როდიდან-როდემდე უწყება, ორგანიზაცია თანამდებობა მისამართი
15. სპეციალური ან პროფილური ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრეინინგები გაქვთ გავლილი; სად, როდის)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
16. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება; როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანოს-დაწესებულებისაგან
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
17. გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) თქვენი აქტუალური ავტობიოგრაფია (CV);
გ) ფოტოსურათი;
დ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან).
შევსების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––