⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 07.07.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №740
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.034.012.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 10/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,304 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2008 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.22.034.012.002 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №740 2008 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედალიონის და მედლის თანდართული ნიმუშები. 2. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების თანდართული წესი. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                                            ი. მერაბიშვილი დანართი №1 სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (10 წელი) ავერსი: სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ წარმოადგენს ვერცხლისფერ მრგვალ მედალიონს, რომლის ცენტრში ოქროსფერ ველზე გამოსახულია (წითელი) ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი), ხოლო ჯვრის ქვეშ აბრევიატურა „შსს“. მედალიონის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე ვერცხლისფერი წარწერაა: „უმწიკვლო სამსახურისათვის“. რევერსი: სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.  დანართი №2 სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (15 წელი) ავერსი: სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ წარმოადგენს ოქროსფერ მრგვალ მედალიონს, რომლის ცენტრში ოქროსფერ ველზე გამოსახულია (წითელი) ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი), ხოლო ჯვრის ქვეშ აბრევიატურა „შსს“. მედალიონის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე ოქროსფერი წარწერაა: „უმწიკვლო სამსახურისათვის“. რევერსი: სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი. დანართი №3 სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (20 წელი) ავერსი: სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ წარმოადგენს სტილიზებულ ოქროსფერ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული (წითელი) ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი). ფარის გარშემო გამოსახულია ქართული სტილიზებული ორნამენტი „ვაზის წნული“. სამკერდე ნიშნის ქვევით რომბის ფორმის მეწამული ფერის ველზე, გამოსახულია წარწერა „20“. კომპოზიციას აგვირგვინებს ოქროსფერი აბრევიატურა „შსს“. რევერსი: სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი. დანართი №4 სამკერდე ნიშანი „დამსახურებული პოლიციელი“ ავერსი: სამკერდე ნიშანი „დამსახურებული პოლიციელი“ წარმოადგენს ოვალურ ვერცხლისფერ მედალიონს, რომლის ცენტრში ზევიდან ქვევით დაშვებულია ვერცხლის ხმალი; მედალიონის მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. კომპოზიციას საფუძვლად უდევს სადევიზო ბაფთა, რომლის მეწამულ ველზე გაკეთებულია წარწერა ოქროსფერი „შსს“. რევერსი: სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი. დანართი №5 მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“ (შსს-ს თანამშრომლისათვის) ავერსი: მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის მედალიონს, რომლის ცენტრში მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროსფერი ლომი (შსს სიმბოლო) . მედალიონის გარშემო ოქროსფერ ველზე ოქროსფერი წარწერაა ამოტვიფრული: „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის და აბრევიატურა „შსს“. რევერსი: მრგვალი ოქროსფერი მეტალის მედალიონის უკანა მხარეს ამოტვიფრულია: ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი; ინგლისური წარწერა: „DISTINGUISHED MEDAL OF ACHIEVEMENT“ და აბრევიატურა „შსს“. დანართი №6 მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“ (შსს-ს თანამშრომელთა და სხვა პირთათვის) ავერსი: მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის მედალიონს, რომლის ცენტრში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა – თეთრ ველზე მთლიანი მეწამული (წითელი) ჯვარი და ოთხი მეწამული (წითელი)„ბოლნურ-კაცხური“ ჯვარი. მედალიონის გარშემო ოქროსფერ ველზე ოქროსფერი წარწერაა ამოტვიფრული: „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის და აბრევიატურა „შსს“. რევერსი: მრგვალი ოქროსფერი მეტალის მედალიონის უკანა მხარეს ამოტვიფრულია: შსს მინისტრი და მინისტრის ხელმოწერა; ინგლისური წარწერა: „DISTINGUISHED MEDAL OF ACHIEVEMENT“ და აბრევიატურა „შსს“. დანართი №7 მედალი „მამაცობისათვის“ (შსს თანამშრომელთა და სხვა პირთათვის) ავერსი: მედალი „მამაცობისათვის” წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში გადაჯვარედინებულ ორ ხმალზე გამოსახულია ფარი ლომის გამოსახულებით (შსს სიმბოლო). მედალიონის გარშემო განლაგებულია ოთხი მცირე ჯვარი; მედალიონი ქართული „ვაზის წნულის” ორნამენტის დეტალით (საკიდით) უკავშირდება ბაფთას. ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, ცენტრში ფართო ოქროსფერი, ხოლო კიდეებზე ორი თეთრი ზოლით. მედალის თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, ცენტრში ფართო ოქროსფერი, ხოლო კიდეებზე ორი თეთრი ზოლით. რევერსი: მრგვალ ოქროსფერი მეტალის მედალიონის უკანა მხარეს, კომპოზიციის ცენტრში ამოტვიფრულია წარწერა: „გამოჩენილი მამაცობისათვის“ და აბრევიატურა: „შსს“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 წინამდებარე სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის სახეებს, სტატუტს და მათი გადაცემის წესს.     მუხლი 2🔗 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სამინისტროს თანამშრომელს შეიძლება გადაეცეს შემდეგი სახის სამკერდე ნიშანი, მედალიონი ან მედალი: ა) სამინისტროს სამკერდე ნიშანი – 10 წელი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (დანართ №1); ბ) სამინისტროს სამკერდე ნიშანი – 15 წელი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (დანართი №2); გ) სამინისტროს სამკერდე ნიშანი – 20 წელი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (დანართი №3); დ) სამინისტროს სამკერდე ნიშანი – „დამსახურებული პოლიციელი“ (დანართი №4); ე) სამინისტროს მედალიონი –- „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“ (დანართი №5; დანართი №6); ვ) სამინისტროს მედალი – „მამაცობისათვის“ (დანართი №7). 2. სამინისტროს თანამშრომელს კონკრეტული დამსახურებისათვის გადაეცემა ერთი სახის ჯილდო. თავი II სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის სტატუტები, დაჯილდოების და ტარების წესი     მუხლი 3🔗 1. სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება „უმწიკვლო სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის. 2. სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ ჯილდოვდებიან ზღვრულ ასაკს მიღწეული სამინისტროს თანამშრომლები და სამინისტროს ღვაწლმოსილი ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოირჩეოდნენ საქმის კეთილსინდისიერი შესრულებით.     მუხლი 4🔗 სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“ ჯილდოვდებიან: ა) სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტაში; ბ) საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა პირები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანეს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.     მუხლი 5🔗 სამინისტროს მედლით – „მამაცობისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პირები, რომელთაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება.     მუხლი 6🔗 1. სამინისტოს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება. 2. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა დაჯილდოების ფურცელი. 3. დაჯილდოებული სამკერდე ნიშანს, მედალსა და მედალიონს ატარებს მკერდზე მარცხენა მხარეს. 4. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის წარდგენა სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედლის და მედალიონის მისაღებად. თავი III დასკვნითი დებულებები     მუხლი 7🔗 1. სამინისტროს სამკერდე ნიშანი სამინისტროს თანამშრომლებს, ხოლო მედალიონი და მედალი სამინისტროს თანამშრომლებს და სხვა პირებს გადაცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. სამკერდე ნიშნის „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (10,15,20 წლის ნამსახურობისათვის) ჩამორთმევა ხდება მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. ჯილდო და სპეციალური მოწმობა დაჯილდოებულის გარდაცვალების შემდეგ სამახსოვროდ რჩება მის ოჯახს. 4. თანამშრომლის ან სხვა პირის გარდაცვალების შემდეგ ჯილდოს მინიჭების შემთხვევაში, ჯილდო და სპეციალური მოწმობა გადაეცემა მის ოჯახს. 5. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.     მუხლი 8🔗 სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედალიონის ან მედლის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია მათი ასლის გაცემა.