⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.06.2011)
გაუქმებულია:

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 07.07.2008
ძალის დაკარგვა 20.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №514
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.012.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 15/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 885 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2008 მიღება
20.06.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.012.003 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №514 2008 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ღვალაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტი     მუხლი 1🔗. რეგლამენტის რეგულირების საგანი ეს რეგლამენტი ადგენს და არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. საბჭოს მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗. რეგლამენტის მიზნები ამ რეგლამენტის მიზანია საბჭოს საქმიანობის წესის და ფუნქციების დადგენა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულებისაგან საქმიანობის გათავისუფლების სფეროში.     მუხლი 4🔗. საბჭოს სტატუსი საბჭო წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულებისაგან საქმიანობის გათავისუფლების ან მასზე უარის თქმის შესახებ წინადადების (რეკომენდაციის) მიმღებ სამინისტროს სათათბირო ორგანოს.     მუხლი 5🔗. საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის პრინციპები და წესი 1. საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისაგან. 2. საბჭოს რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.     მუხლი 6🔗. საბჭოს ფუნქციები 1. საბჭოს ფუნქციას განეკუთვნება საქმიანობის განმახორციელებლის განაცხადის საფუძველზე «გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობისათვის დადგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების ან მასზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი წინადადების (რეკომენდაციის) სამინისტროსათვის წარდგენა. 2. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების საკითხი, თუ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, საქმიანობის დაწყებას და ამის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღებას.     მუხლი 7🔗. განაცხადის მიღება 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ განცხადებას იღებს სამინისტრო, რომელიც ამ უკანასკნელს გადასცემს საბჭოს. 2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) საერთო განმარტებითი ბარათი (ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ); ბ) საველე კვლევის მასალები (დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული საველე კვლევის მასალები: ჰიდროლოგია, გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია და ა.შ.); გ) საპროექტო ნახაზები. 3. საბჭოს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ წინადადების (რეკომენდაციის) შემუშავებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის საბჭოსთვის მიწოდებისა და შესაბამისი დოკუმენტების დროულად მომზადების საკითხებს უზრუნველყოფს სამინისტრო. 4. საბჭოს სხომაზე განსახილველი განცხადება, თანდართული მასალებით, წინასწარ (სამი დღით ადრე) გასაცნობად მიეწოდება საბჭოს ყველა წევრს.     მუხლი 8🔗. საბჭოს მიერ სხდომის ჩატარებისა და წინადადების (რეკომენდაციის) შემუშავების წესი 1. საბჭო უფლებამოსილია სხდომის ჩატარებაზე, თუ მას ესწრება წევრთა ორი მესამედი. 2. განსახილველი განცხადების გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე საბჭოს დასამტკიცებლად სთავაზობს დღის წესრიგსა და საკითხების განხილვის რიგითობას. 3. განსახილველი საკითხების გათვალისწინებით დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭო. 4. სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. 5. საბჭოს წინადადება (რეკომენდაცია) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის წევრთა უბრალო უმრავლესობამ. 6. საბჭოს მიერ წინადადების (რეკომენდაციის) მიღება ხდება დახურულ სხდომაზე. ხმათა თანაფარდობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. 7. საბჭოს მიერ წინადადების (რეკომენდაციის) მიღების პროცედურის დარღვევა მისი გამარტივების გზით არ დაიშვება. 8. უკვე განხილულ საკითხებზე დასაშვებია საბჭოს მიერ მომზადებულ წინადადებაში (რეკომენდაციაში) დამატებების შეტანა შემოვლის წესით, დამატებითი სხდომების გარეშე. დამატება ძალაშია, თუ მას ხელს აწერს საბჭოს შემადგენლობის ყველა წევრი. 9. დაუშვებელია საბჭოს წევრისათვის განმარტების მოთხოვნა უკვე დაფიქსირებულ იმ პოზიციაზე, რაც აისახა კენჭისყრის შედეგებში. 10. სხდომაზე მომზადებული და მიღებული წინადადება (რეკომენდაცია) ფორმდება სხდომის ოქმით. 11. საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი წინადადება (რეკომენდაცია) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ წარედგინება მინისტრს, რომელიც, თავის მხრივ, წინადადებას (რეკომენდაციას) წარუდგენს საქართველოს მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 12. საბჭოს მიერ მიღებული წინადადება (რეკომენდაცია), გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, წარედგინება სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს.     მუხლი 9🔗. საბჭოს საქმიანობის საოქმო ნაწილი 1. საბჭოს ჰყავს სხდომის პასუხისმგებელი მდივანი, რომლის ფუნქციებსაც ასრულებს სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. 2. სხდომის პასუხისმგებელი მდივანი უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას. ოქმში უნდა დაფიქსირდეს საბჭოს ნებისმიერი წევრის რეკომენდაციაზე უარის თქმის, თავშეკავების მიზეზი ან განსხვავებული აზრი. 3. სხდომის ოქმი ინახება სამინისტროში. 4. სხდომის თავმჯდომარე პასუხისმგებელ მდივანთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია ოქმში დაფიქსირებული შინაარსის სისწორეზე.     მუხლი 10🔗. რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ამ რეგლამენტში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.