📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 07.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №521
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.22.023.012.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 15/07/2008
matsne.gov.ge 924 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.22.023.012.004 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის ბრძანება №521 2008 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 თებერვლის №129 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ღვალაძე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულება თავი I  ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗 სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი     მუხლი 4🔗 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის, აეროკოსმოსური გადაღებითი და გეოინფორმაციული სისტემების საქმიანობის სფეროში (შემდგომში – ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება; ბ) საქართველოს ტერიტორიის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებითა და მონაცემებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა; გ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი; დ) ეროვნული სიმაღლური ზღვის დონის შექმნის ორგანიზება და მონიტორინგი; ე) დარგის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური აქტების პროექტების შემუშავება; ვ) სახელმწიფო და ადმინისტრაციული საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების, სახელწოდებების და ინფორმაციის სწორი ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე; ზ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება და გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ სახელმწიფო ფონდში (ამობეჭდილი და ციფრული ფორმით) შენახვა. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ამოცანებია: ა) სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაბამისი უწყებების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით, სახელმწიფო დანიშნულების შინაარსობრივად განახლებული სხვადასხვა მასშტაბების ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული და სხვადასხვა დანიშნულების თემატიკური ციფრული რუკებით და აეროკოსმოსური სურათებით უზრუნველყოფის ორგანიზება; ბ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციისა და საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფისა და საზღვრების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ მონაცემთა ბაზის შექმნის ორგანიზება; დ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ციფრული სივრცითი ინფორმაციული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება; ე) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; ვ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის ციფრულ მონაცემთა ბაზის შექმნა და ფუნქციონირება; ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდის მართვა.     მუხლი 5🔗 დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია: ა) ტოპოგრაფიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის საქმიანობის სფეროში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, შეიმუშაოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს დარგის საქმიანობის პრაქტიკულად განხორციელებისათვის საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური (ინსტრუქცია, დებულება) დოკუმენტაციის პროექტები; გ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პროექტები; დ) ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისაგან მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია; ვ) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო სახსრებით განსახორციელებელი ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაობის შესყიდვისას სამსახურთან სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილის შეთანხმება; ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 2.1.9, 2.1.10 და 2.1.11 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სივრცული ინფორმაციის ცენტრს გადასცეს გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის სარეალიზაციოდ განკუთვნილი გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები. თავი III სამსახურის მართვა     მუხლი 6🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე; ბ) შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა წინადადებებსა და რეკომენდაციებს. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 7🔗 სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.