,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№158/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.012.018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 16/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სა რეგისტრაცი ო კოდი 470.230.000.22.035.012.018

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №158/ნ

2008 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ” საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ზოგად ი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ”სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ” საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანების (სსმ III. 1999 წ.,№64, №71). მუხლი 1005) პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართი №3-ში შევიდეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. რეცეპტი უნდა დაიწეროს გარკვევით, მელნით რომელიც არ იშლება, მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სამედიცინო პროფილაქტიკური ერთეულის დასახელება და მისამართი, ტელეფონის ნომერი და ბეჭედი;

ბ) პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) სამედიცინო დოკუმენტის ნომერი, რომლის საფუძველზეც გაიცა რეცეპტი;

დ) სრული დიაგნოზი და ICD-10 კოდი;

ე) მედიკამენტის დასახელება;

ვ) რაოდენობა;

ზ) გამოყენების წესი;

თ) თარიღი;

ი) ხელმოწერა, ბეჭედი.”.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ა. კვიტაშვილი