„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№165/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.012.021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 14/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.021

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის      

ბრძანება №165/ნ

2008 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის  №1/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9; 2003 წელი; მუხლი 86) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც გარკვეული ვადითა და მიზეზით შეჩერებული ჰქონდა დადგენილი სტატუსი, აღნიშნული სტატუსის ხელახლა დადგენის შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები, ამასთან, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად არ მომხდარა დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება, სტატუსის გადამოწმების ვადა განესაზღვრება პირველადად დადგენილი სტატუსის მინიჭებიდან, მისი არსებობის პერიოდის ჩათვლით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი