,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.030.000.22.032.012.047
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-116
2008 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში (სსმ III, №109, 16.09.2005 წ., მუხლი 1206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ერთიანი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატები არის ცხრა სახის და გაიცემა:
ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე (ფუტკრის ხელოვნურად შექმნილი ახალი ოჯახი) (დანართი 4);
ბ) საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი 5);
გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი 6);
დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი7);
ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონებზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ) (დანართი 8);
ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი 9);
ზ) საქართველოდან თურქეთში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალი ან გაყინული ტყავისათვის და ტყავნედლეულისათვის (დანართი 10);
თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი 11);
ი) საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე (დანართი 12).“
ბ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №10 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ცინცაძემ.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.07.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 18.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-116. სარეგისტრაციო კოდი — 340.030.000.22.032.012.047.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №2-116, 18.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 340.030.000.22.032.012.047 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78814/