„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№795
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.22.034.012.049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 23/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.012.049

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №795

2008 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

ზ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდზე ან სხვა მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

თ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ ბრძანებით;“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

    „მუხლი 3

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც მოგირავნის ან დამგირავებლის მიერ სააგენტოში წარდგენილი მატერიალური დოკუმენტის საფუძველზე, აგრეთვე ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე.

2. სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოგირავნე იურიდიულ პირს შეიძლება მიენიჭოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გზით მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის უფლება.“.

3. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:

    „მუხლი 41

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლების მქონე პირის ელექტრონული დოკუმენტი (განცხადება), რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე;

ბ) ნოტარიუსის სახელსა და გვარს;

გ) სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში არსებულ, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს;

დ) სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის რეესტრის ნომერს;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ელექტრონული განცხადებით შესაძლებელია გირავნობის რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნა მხოლოდ ერთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

3. ელექტრონულ დოკუმენტში ასახული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით, განიხილავს გირავნობის რეგისტრაციის საკითხს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გზით აცნობებს მოგირავნეს.

4. მოგირავნე იურიდიული პირი ვალდებულია დადებითი პასუხის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს სააგენტოში მატერიალური დოკუმენტები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული გირავნობის ხელშეკრულებისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნები.

5. მოგირავნე იურიდიული პირის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან წარმოდგენილი დოკუმენტების განცხადების ელექტრონულ ასლში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გირავნობის რეგისტრაცია ჩაითვლება ბათილად, რის შესახებაც ელექტრონული სახით ეცნობება მოგირავნე იურიდიულ პირს. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გირავნობის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება.

    მუხლი 42

დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით, ამასთან, მომსახურებაზე საფასურის გადახდა ხორციელდება:

ა) მოგირავნესთან, დამგირავებლთან, შესაძლო მოვალე მესამე პირთან ან უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალურ თანხასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან დამატების რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტების რაოდენობის შესაბამისად;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან დამატების რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესაბამისად;“.

4. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის 41 მუხლის პირველი ან/და მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნებს.“

5. მე-6 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა.“.

6. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის „შენიშვნა“.

7. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 181

1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს, გასცეს და ამავე სახით მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მათ ამონაბეჭდებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.

2. სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიულ პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის სახით მიღების უფლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გზით.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის სახით გაცემის საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის ელექტრონული დოკუმენტი (განცხადება), რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) იურიდიული პირის (ან მისი ფილიალის) სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერს, სანომრე ნიშანს, მარკას, მოდელს, საიდენტიფიკაციო ნომერს (VIN კოდს);

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.

4. სააგენტოს მიერ ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემის საკითხი განიხილება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის ფორმა მკიცდება სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

შენიშვნა: იურიდიული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოში წარმოადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მატერიალური დოკუმენტის დედანი.“.

8. 21-ე მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) განცხადების ელექტრონული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ამ წესის 181 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. “.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი