,,საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.19.012.012.051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 105, 24/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.19.012.012.051

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №4

2008 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

„საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებით დამტკიცებულ „საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №134, მუხლი 1190) შე-ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №483 ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. დებულება განკუთვნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის, რეგიონალური ცენტრებისა (საგადასახდო ინსპექციებისა) და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისათვის.

3. დებულება არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის, რეგიონალური ცენტრების (საგადასახდო ინსპექციების) და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების (საბაჟო საგუშაგოები და საბაჟო გამშვები პუნქტები) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს.“;

ბ) მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება;

ბ) მონიტორინგი – საბაჟო ორგანოების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სამსახურის ნორმატიული აქტების შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია, მათ შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;

გ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;“.

გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტები:

„ვ) ფასიანი ქაღალდი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები;

ზ) ჩეკი – „ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდი;

თ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;

ი) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. საბაჟო ორგანოების მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადაადგილება

1. ამ დებულების მიზნებისათვის საბაჟო ორგანოების მონიტორინგს ექვემდებარება ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და გატანა, თუ მათი ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირების მიერ გადაადგილებული ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირება ხორციელდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე ჯამური ნომინალური ღირებულებით 30 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, შენახვა და სამსახურისათვის წარდგენა.“;

ვ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირთა შემოწმება ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის მიხედვით (აღნიშნული სია ქვეყნდება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის მიერ ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ).“;

ზ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების მიერ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ დაფიქსირე-ბული ინფორმაციის, აგრეთვე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამტანი ან გადმომტანი პირის შესახებ ინფორმაციის რეგიონალური ცენტრებიდან (საგადასახადო ინსპექციებიდან) (საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტებიდან) შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდების წესი.“;

ე) რეგიონალური ცენტრებიდან (საგადასახადო ინსპექციებიდან) და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულებიდან (საბაჟო საგუშაგოები და საბაჟო გამშვები პუნქტები) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემო-სავლების სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) სამსახურში წარდგენის წესი.“;

თ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ორგანოები ვალდებულნი არიან მოახდინონ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია.“;

ი) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან/და ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდნენ ან რომელშიც მიემგზავრებიან არის არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ან საეჭვო ზონა.“;

კ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების მიერ შევსებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია“ შეინახოს მათ მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან არა-ნაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი დოკუმენტებისა და ჩანაწერების შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება, აგრეთვე, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების სპეციალური ფორმები როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.“;

ლ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისთვის გაგზავნა (წარდგენა) ხდება დაბეჭდილი კონვერტით, საბაჟოს უფლებამოსილი თანამშრომელის საშუალებით ან შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს გამომგზავნის მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5 და გრიფი „კონფიდენციალური.“.“;

მ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ ფიზიკური პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან თუ არსებობს ვარაუდი ან წინასწარი ინფორმაცია, რომ ფიზიკური პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან მის მიერ გადაადგილებული ნაღდი ფული ან/და ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – ანგარიშგების ფორმა გაგზავნილ (ან წარდგენილი) უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. ასევე, უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.“;

ნ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომერზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 31 27 03.“;

ო) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაიტანა ან გადმოიტანა მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფული და/ან ჩეკები და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები). თითოეული ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეული ფურცელი დამოწმებული უნდა იყოს ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.“;

პ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანისა და გატანის მონიტორინგის თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელებისათვის, სამსახურის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად შექმნილი მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა სამსახურს უნდა წარუდგინოს ამ დებულებასთან ერთად დამტკიცებული (დანართი №2) „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ თითოეული საბაჟო საგუშაგოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის მიხედვით ცალ-ცალკე, რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერით.“;

ჟ) დანართის („მონაცემები ფიზიკური პირების შესახებ“) 1.12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.12. ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების დასახელება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მ. როინიშვილი