⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.2019)
გაუქმებულია:

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 21.07.2008
ძალის დაკარგვა 11.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №819
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.034.012.057
გამოქვეყნების წყარო სსმ, 106, 28/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,426 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2008 მიღება
11.12.2019 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.034.012.057 საქართველოს შინაგან საქმეთა  მინისტრის ბრძანება №819 2008 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის პირობებს.     მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – სამინისტროს დანაყოფი) ამ დებულებით რეგულირებული აუნაზღაურებელი საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად, სამინისტროში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; დ) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს დანაყოფებში სტუდენტის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; ე) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც სამინისტროს დანაყოფებში გადის სასწავლო პრაქტიკას; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (საგანმანათლებლო დაწესებულება) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი. თავი II. სტაჟიორის და პრაქტიკანტის სტატუსი     მუხლი 4🔗 1. სტაჟიორად გასაუბრების შედეგად შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი. 2. სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი პროგრამა ეთვლება აკრედიტებულად.     მუხლი 5🔗 1. კანდიდატმა სამინისტროში უნდა წარადგინოს: ა) განაცხადი სტაჟირებაზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დახასიათება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; დ) დიპლომის ასლი; ე) ავტობიოგრაფია; ვ) ორი ფოტოსურათი (3/4); ზ) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. 2. კანდიდატთან გასაუბრებას (სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით) ატარებს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი და შესაბამისი საკადრო დანაყოფის წარმომადგენელი. 3. დადგენილი წესით გასაუბრებისას დადებითი შეფასების შემდეგ, კანდიდატი ექვემდებარება არასრულ სპეციალურ შემოწმებას. 4. შემოწმების დასრულების შემდეგ კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე. 5. სტაჟირების (სასწავლო პრაქტიკის) დაწყება ფორმდება სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით, რომელშიც აღინიშნება სამინისტროს დანაყოფის დასახელება, სადაც მიიღება კანდიდატი, სტაჟირების (სასწავლო პრაქიკის) დაწყებისა და დასრულების თარიღები, მიმართულება და უშუალო ხელმძღვანელი. 6. სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად პირის წარდგენა ხდება საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე. რეკომენდაციას თან უნდა ახლდეს სასწავლო პრაქტიკის ამსახველი გეგმა (თემატიკა და ძირითადი მიმართულებები). 7. სასწავლო პრაქტიკის დაწყებამდე სამინისტროში პირი წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ასევე ცნობას ნასამართლობის შესახებ და ცნობას სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.     მუხლი 6🔗 1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს ერთი წლისა. სასწავლო პრაქტიკის ვადას განსაზღვრავს საგანმანათლებლო დაწესებულება სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით. 2. სტაჟიორს და პრაქტიკანტს ეძლევა შესაბამისი მოწმობა სტაჟირების (სასწავლო პრაქტიკის) ვადით. 3. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი ატარებს სტაჟიორთან გასაუბრებას, განიხილავს მის დახასიათებას, შესრულებული სამუშაოების დღიურ ანგარიშს და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) რიცხავს სტაჟიორს სამინისტროს სტაჟიორთა მონაცემთა ბაზაში; ბ) ნიშნავს (უფლებამოსილების ფარგლებში) მის დაქვემდებარებულ დანაყოფში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე; გ) რეკომენდაციას უწევს სტაჟიორს სამინისტროს მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; დ) სტაჟიორის საქმიანობას მისცემს უარყოფით შეფასებას. 5. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.     მუხლი 7🔗 1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს დანაყოფებში, როგორც წესი, არ აღემატება აღნიშნული ქვედანაყოფების შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/5-ს. 2. პრაქტიკანტთა რაოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით. თავი III. სტაჟიორის და პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები     მუხლი 8🔗 სტაჟიორს (პრაქტიკანტს) უფლება აქვს: ა) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მიეკუთვნება მოცემულ სფეროს.     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორი (პრაქტიკანტი) მოვალეა: ა) გაეცნოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ; გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს ხელმძღვანელთან. 2. სტაჟიორი (პრაქტიკანტი) ვალდებულია სტაჟირების (პრაქტიკის) პერიოდში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. დღიური ყოველი თვის დასრულების შემდეგ უნდა წარედგინოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს მასში შეტანილი ინფორმაციის სისწორეს.     მუხლი 10🔗 სტაჟიორის (პრაქტიკანტის) სამინისტროს შესაბამის დანაყოფში გამოცხადებაზე კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.     მუხლი 11🔗 1. დაუშვებელია სტაჟიორის (პრაქტიკანტის) მონაწილეობა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებში. 2. სტაჟიორს (პრაქტიკანტს) არა აქვს უფლება გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავი IV. სამინისტროს მოვალეობები     მუხლი 12🔗 სამინისტრო სტაჟიორს (პრაქტიკანტს) უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.     მუხლი 13🔗 1. სტაჟირების (სასწავლო პრაქტიკის) უშუალო ხელმძღვანელი სტაჟიორს (პრაქტიკანტს) პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. 2. უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს (პრაქტიკანტს) მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და საჭირო ინფორმაცია.     მუხლი 14🔗 სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების ან/და სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ. თავი V. სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტა     მუხლი 15🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების სისტემატურად არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) სტაჟირების ვადის გასვლა; ე) სტაჟიორის დანიშვნა სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ვ) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სტაჟირების გაგრძელებას. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დაინიშნა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი დოკუმენტი. 4. სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველია: ა) სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლა; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი წარდგინება; გ) პრაქტიკანტის მხრიდან სასწავლო პრაქტიკის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების სისტემატურად არაჯეროვანი შესრულება; დ) ისეთი გარემოებების წარმოშობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სასწავლო პრაქტიკის გაგრძელებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.     მუხლი 16🔗 სამინისტროში სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა მიღების პროცედურას, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლას კოორდინაციას უწევს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველო.     მუხლი 17🔗 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.