,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№430
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.012.071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 28/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.071

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №430

2008 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2415) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-13 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი“.

2. 21-ე პუნქტს დაემატოს ,,ნ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ნ) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა.“.

3. დაემატოს 271 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,271. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამხედრო-ტექნიკური სამმართველო;

ბ) სალიცენზიო-სანებართვო სამმართველო.“.

4. 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,30. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუვნელყოფა;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;

5. 30-ე პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება.“.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

 ბრძანების პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 13 აგვისტოდან, ხოლო პირველი და მე-4 პუნქტები გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი