⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.07.2023)
გაუქმებულია:

,,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 28.07.2008
ძალის დაკარგვა 12.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №183/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.074
გამოქვეყნების წყარო სსმ, 107, 29/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,166 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2008 მიღება
12.07.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
დასახელება რაოდენობა
კეტოლონგი 10 მგ ტბ. №10 1
ბარალგინი 0,5 მგ. ტბ. №10 1
ნო-შპა 40 მგ. ტბ. №100 1
ნო-შპა 40 მგ/2 მლ ამპ. 5
პარაცეტამოლი ტაბლ. 0,5 მგ №10 2
სუპრასტინი 25 მგ ტბ. №20 1
სუპრასტინი 2 % 1 მლ ამპ №5 1
კორვალოლი 25 მლ 2
ვალერიანის ნაყენი 25 მლ 2
ვალოკორდინი 20 მლ 1
ციტრამონი პ ტბ №10 1
ვალერიანის ექსტრაქტი 0,02 გრ ტბ. №50 1
ეუფილინი 2,4% 5 მლ №10 1
ფიზიოლოგიური ხსნარი 5 მლ №10 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListNumber, li.MsoListNumber, div.MsoListNumber {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.7pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-22.7pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.ListMultiN, li.ListMultiN, div.ListMultiN { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:40.7pt; text-align:justify; text-indent:-22.7pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №183/ნ 2008 წლის 28 ივლისი  ქ. თბილისი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) აუცილებელი მინიმალური სტანდარტები (დანართი 1); ბ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები (დანართი 2). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ა. კვიტაშვილი დანართი 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) აუცილებელი მინიმალური სტანდარტები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე მინიმალური სტანდარტები შემუშავებულია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს მოთხოვნებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი. 2. თავშესაფარი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელს. 3. თავშესაფრის სანიტარიული რეჟიმი, დაწესებულების შიდა გარემო და საყოფაცხოვრებო პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მასში მცხოვრები პირების დაცვას, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ფსიქო-სამედიცინო რეაბილიტაციას, ინფექციური და არაინფექციური დაავადებების პროფილაქტიკას.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. თავშესაფარი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს. 2. თავშესაფრის მკვიდრი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც მიმართა თავშესაფარს და მიღებულ იქნა საცხოვრებლად (შემდგომში – მკვიდრი).     მუხლი 3🔗. მოთხოვნები ტერიტორიისა და შენობისადმი 1. თავშესაფარი უნდა იყოს სათანადოდ დაცული. 2. მიმღები პუნქტი განთავსებული უნდა იყოს დაცვის პოსტთან ახლოს ან მასთან ერთად. მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ა) ვესტიბიული გარდერობითა და მკვიდრთა პირადი ნივთების დროებით შესანახი კამერით; ბ) ოთახი მორიგე პერსონალისათვის; გ) ოთახი ან ტიხრით გამოყოფილი სათავსი შემომსვლელთა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. 3. თავშესაფარში უნდა იყოს აგრეთვე შემდეგი სათავსები: საცხოვრებელი (საძინებლებლები), სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო და კვების ბლოკები. 4. თავშესაფრის შენობა უნდა უზრუნველყოფდეს ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს: ცივი და ცხელი წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია, ენერგომომარაგება. 5. საძინებელი ოთახები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ერთ ოთახში განთავსდეს ერთი სქესის არა უმეტეს 2 პირისა. ასეთი სათავსების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 მ2 -ს ერთ პირზე. 6. მშობლებისა და შვილებისათვის (3-4 სული) განკუთვნილი ოთახების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15-20 მ2 -ს. 7. საცხოვრებელი ოთახების განთავსება სარდაფებსა და ცოკოლის სართულზე დაუშვებელია. 8. საცხოვრებელი ოთახები სასურველია აღიჭურვოს სანიტარიული კვანძით (ხელსაბანი, საშხაპე, ტუალეტი). ასეთის არარსებობისას საერთო სანიტარიული კვანძი უნდა აღიჭურვოს შემდეგი გაანგარიშებით: 2 უნიტაზი და 2 საშხაპე კაბინა ყოველ 10 პირზე, ხელსაბანები ტუალეტსა და საშხაპეში – არანაკლებ 2 ნიჟარისა 10 პირზე გადაანგარიშებით. 9. სანიტარიულ კვანძებში გათვალისწინებული უნდა იყოს საბავშვო უნიტაზი და ხელსაბანი ანგარიშით: 1 უნიტაზი და 1 ხელსაბანი 10 ბავშვზე. 10. სანიტარიული კვანძის კარები უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ. 11. თავშესაფარში გათვალისწინებული უნდა იყოს სათავსები რეცხვის, გაშრობისა და დაუთოვებისათვის.     მუხლი 4🔗. სათავსები დეზინფექციისა და რეცხვისათვის 1. რეცხვისათვის განკუთვნილი სათავსი სადეზინფექციო კამერასთან (ან სათავსთან) ერთად უნდა განლაგდეს იზოლირებულად საცხოვრებელი სათავსებისაგან. სამრეცხაო აღჭურვილ უნდა იქნეს ცივი და ცხელი წყალმომარაგებით და სათანადო წარმადობის სარეცხი მანქანებით. 2. თეთრეული გარეცხვამდე ექვემდებარება დეზინფექციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებით განსაზღვრული სადეზინფექციო ხსნარებით. 3. სამრეცხაო-სადეზინფექციოსთან უნდა განთავსდეს საშრობი და საუთოვებელი სათავსი.     მუხლი 5🔗. კვების ბლოკი 1. კვების ბლოკი უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან: სამზარეულო (არანაკლებ 8-10 მ2  ფართობით) და სასადილო დარბაზი (ოთახი თითოეულ ადგილზე 1,2 მ2  ფართობის გადაანგარიშებით). 2. სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვა, ინვენტარი, ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს თავშესაფარში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას. 3. სამზარეულოსა და სასადილო დარბაზის (ოთახის) კედლების მოპირკეთება უნდა მოხდეს სპეციალური ფილებით ან სველი წესით დალაგებისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით არანაკლებ 1,7 მ სიმაღლემდე. 4. კვების ბლოკში უნდა იყოს დაცული სისუფთავე. სამზარეულო ექვემდებარება დალაგებას სველი წესით, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ყოველდღიურად და საჭიროებისამებრ. 5. ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი დასუფთავება და დეზინფექცია, აუცილებლობის შემთხვევაში – დეზინსექცია და დერატიზაცია დადგენილი წესით. 6. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენება მათი თანმხლები ინსტრუქციების დაცვით. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები ინახება მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დამამზადებლის მიერ მოწოდებულ ტარაში. 7. კვების ბლოკი უზრუნვლყოფილი უნდა იყოს სათანადო დანიშნულებისა და რაოდენობის ჭურჭლით. 8. ჭურჭელი უნდა ინახებოდეს დახურულ კარადაში ან თაროებზე იატაკიდან არანაკლებ 0,5 მ სიმაღლეზე. 9. კვების ბლოკი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სათანადო ტევადობის მაცივრ(ებ)ით. 10. კვების ბლოკში გამოსაყენებლად შემოსული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების მოთხოვნებს. 11. ინფექციური დაავადებებისა და მასიური კვებითი მოშხამვების თავიდან ასაცილებლად, დაუშვებელია კუსტარულ პირობებში დამზადებული სურსათის შემოტანა. 12. სურსათი ინახება მწარმოებლის მიერ მითითებული წესების დაცვით, სათანადო ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით. 13. მალფუჭებადი პროდუქტების შენახვა-გამოყენებისას სავალდებულია „განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №303/ნ ბრძანების მოთხოვნების დაცვა.     მუხლი 6🔗. ფსიქოთერაპიის ოთახი 1. ფსიქოთერაპიის ოთახში ხორციელდება მკვიდრის მიერ ფსიქოლოგის, ექიმის, იურისტისაგან კონსულტაციების მიღება, აგრეთვე, რეინტეგრაციის პროგრამების გაცნობა. 2. ფსიქოთერაპიისათვის განკუთვნილი ოთახი უნდა აღიჭურვოს სათანადო ავეჯითა და აუდიოტექნიკით სეანსისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველყსაოფად.     მუხლი 7🔗. სამედიცინო მომსახურება 1. თავშესაფარში ყველა მკვიდრს შესვლისთანავე (არა უგვიანეს 24 სთ-ისა) უტარდება სამედიცინო გამოკვლევა მოწვეული ექიმის ან, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო პროფილის სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტის მიერ. 2. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით მკვიდრთა უზრუნველყოფის მიზნით თავშესაფარს უნდა ჰყავდეს სათანადო კვალიფიკაციის ექთანი. 3. ექიმამდელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად თავშესაფარში უნდა ინახებოდეს (მკვიდრთათვის მიუწვდომელ ადგილას) სამედიცინო პრეპარატებისა და შესახვევი მასალის მინიმალური რაოდენობა (თანდართული ცხრილის შესაბამისად), რომელთა გამოყენებას განკარგავს ექთანი. 4. თავშესაფარში შემოსულთა შორის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებების გამოვლენისას პირველი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიების სახით სავალდებულოა დაავადებულთა იზოლაცია, შემდგომ კი ჰოსპიტალიზაცია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სრულ გამოჯანმრთელებამდე. ამასთან ერთად, თავშესაფრის ტერიტორიაზე ტარდება დეზინფექცია და სამედიცინო შემოწმება დაავადებულთან კონტაქტების გამოვლენის მიზნით. 5. თავშესაფარში ნებისმიერი სახის ინფექციური დაავადების ან დაავადებაზე ეჭვის დაფიქსირებისას დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს და ნებისმიერი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება ჩატარდბა მისი რეკომენდაციებით. 6. თავშესაფარი უზრუნველყოფს მკვიდრის თანმხლები ბავშვების იმუნიზაციას (სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში) საქართველოში მოქმედი აცრების კალენდრის შესაბამისად. დანართი 2 მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე მინიმალური სტანდარტები შემუშავებულია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს მოთხოვნებს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი. 2. სარეაბილიტაციო ცენტრი წარმოადგენს მოძალადეთა დროებითი განთავსების ადგილს. 3. ცენტრის სანიტარიული რეჟიმი, დაწესებულების შიდა გარემო და საყოფაცხოვრებო პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მასში განთავსებული პირების ფსიქოსამედიცინო რეაბილიტაციას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ინფექციური და არაინფექციური დაავადებების პროფილაქტიკას.     მუხლი 2🔗. ტერმინები და განმარტებები 1. სარეაბილიტაციო ცენტრი – მოძალადის დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მოძალადის რეაბილიტაციას, კრიზისულ ინტერვენციასა და სამედიცინო დახმარებას. 2. სარეაბილიტაციო ცენტრის მკვიდრი – ოჯახის წევრი (მოძალადე), რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ.     მუხლი 3🔗. მოთხოვნები ტერიტორიისა და შენობისადმი 1. ცენტრი უნდა იყოს სათანადოდ დაცული. 2. ცენტრის მიმღები პუნქტის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ა) ვესტიბიული გარდერობითა და მკვიდრთა პირადი ნივთების დროებით შესანახი კამერით; ბ) ოთახი მორიგე პერსონალისათვის; გ) ცენტრში უნდა იყოს აგრეთვე, შემდეგი სათავსები: საცხოვრებელი (საძინებლებლები), სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო, კვების ბლოკი. 3. ცენტრის შენობა უნდა უზრუნველყოფდეს ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს: ცივი და ცხელი წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია, ენერგომომარაგება. 4. საძინებელი ოთახები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ერთ ოთახში განთავსდეს ერთი სქესის არა უმეტეს 2 პირისა. ასეთი სათავსების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 მ2 -ს ერთ პირზე. 5. საცხოვრებელი ოთახების განთავსება სარდაფებსა და ცოკოლის სართულზე დაუშვებელია. 6. საცხოვრებელი ოთახები სასურველია აღიჭურვოს სანიტარიული კვანძით (ხელსაბანი, საშხაპე, ტუალეტი). ასეთის არარსებობისას საერთო სანიტარიული კვანძი უნდა აღიჭურვოს შემდეგი გაანგარიშებით: 2 უნიტაზი და 2 საშხაპე კაბინა ყოველ 10 პირზე, ხელსაბანები ტუალეტსა და საშხაპეში – არანაკლებ 2 ნიჟარისა 10 პირზე გადაანგარიშებით. 7. სანიტარიული კვანძის კარები უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ. 8. ცენტრში გათვალისწინებული უნდა იყოს სათავსები რეცხვის, გაშრობისა და დაუთოვებისათვის.     მუხლი 4🔗. სათავსები დეზინფექციისა და რეცხვისათვის 1. რეცხვისათვის განკუთვნილი სათავსი სადეზინფექციო კამერასთან (ან სათავსთან) ერთად უნდა განლაგდეს იზოლირებულად საცხოვრებელი სათავსებისაგან. სამრეცხაო აღჭურვილ უნდა იქნეს ცივი და ცხელი წყალმომარაგებით და სათანადო წარმადობის სარეცხი მანქანებით. 2. თეთრეული გარეცხვამდე ექვემდებარება დეზინფექციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებით განსაზღვრული სადეზინფექციო ხსნარებით. 3. სამრეცხაო-სადეზინფექციოსთან უნდა განთავსდეს საშრობი და საუთოვებელი სათავსი.     მუხლი 5🔗. კვების ბლოკი 1. კვების ბლოკი უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან: სამზარეულო (არანაკლებ 8-10 მ2  ფართობით) და სასადილო დარბაზი (ოთახი თითოეულ ადგილზე 1,2 მ2  ფართობის გადაანგარიშებით). 2. სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვა, ინვენტარი, ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს ცენტრში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას. 3. სამზარეულოსა და სასადილო დარბაზის (ოთახის) კედლების მოპირკეთება უნდა მოხდეს სპეციალური ფილებით ან სველი წესით დალაგებისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით არანაკლებ 1,7 მ სიმაღლემდე. 4. კვების ბლოკში უნდა იყოს დაცული სისუფთავე. სამზარეულო ექვემდებარება დალაგებას სველი წესით, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ყოველდღიურად და საჭიროებისამებრ. 5. ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი დასუფთავება და დეზინფექცია, აუცილებლობის შემთხვევაში – დეზინსექცია და დერატიზაცია დადგენილი წესით. 6. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენება მათი თანმხლები ინსტრუქციების დაცვით. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები ინახება მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დამამზადებლის მიერ მოწოდებულ ტარაში. 7. კვების ბლოკი უზრუნვლყოფილი უნდა იყოს სათანადო დანიშნულებისა და რაოდენობის ჭურჭლით. 8. ჭურჭელი უნდა ინახებოდეს დახურულ კარადაში ან თაროებზე იატაკიდან არანაკლებ 0,5 მ სიმაღლეზე. 9. კვების ბლოკი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სათანადო ტევადობის მაცივრ(ებ)ით. 10. კვების ბლოკში გამოსაყენებლად შემოსული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების მოთხოვნებს. 11. ინფექციური დაავადებებისა და მასიური კვებითი მოშხამვების თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია კუსტარულ პირობებში დამზადებული სურსათის შემოტანა. 12. სურსათი ინახება მწარმოებლის მიერ მითითებული წესების დაცვით, სათანადო ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით. 13. მალფუჭებადი პროდუქტების შენახვა-გამოყენებისას სავალდებულოა „განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №303/ნ ბრძანების მოთხოვნების დაცვა.     მუხლი 6🔗. ფსიქოთერაპიისა და საერთო ოთახი 1. ფსიქოთერაპიის ოთახში ხორციელდება სარეაბილიტაციო პირის მიერ ფსიქოლოგის კონსულტაციების მიღება. 2. ფსიქოთერაპიისათვის განკუთვნილი ოთახი უნდა იქნეს აღჭურვილი სათანადო ავეჯითა და აუდიოტექნიკით სეანსისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად. 3. საერთო ოთახი განკუთვნილია დასასვენებლად და შესაბამისად უნდა აღიჭურვოს ტელევიზორით და სხვა საინფორმაციო საშუალებებით.     მუხლი 7🔗. სამედიცინო მომსახურება 1. ცენტრში ყველა მკვიდრს შესვლისთანავე (არა უგვიანეს 24 სთ-ისა) უტარდება სამედიცინო გამოკვლევა მოწვეული ექიმის ან, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო პროფილის სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტის მიერ. 2. ცენტრში შემოსულთა შორის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებების გამოვლენისას პირველი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიების სახით სავალდებულოა დაავადებულთა იზოლაცია, შემდგომ კი ჰოსპიტალიზაცია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სრულ გამოჯანმრთელებამდე. ამასთან ერთად, ცენტრის ტერიტორიაზე ტარდება დეზინფექცია და სამედიცინო შემოწმება დაავადებულთან კონტაქტების გამოვლენის მიზნით. 3. ცენტრში ნებისმიერი სახის ინფექციური დაავადების ან დაავადებაზე ეჭვის დაფიქსირებისას დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს და ნებისმიერი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება ჩატარდება მისი რეკომენდაციებით.                                                                                                                    ცხრილი „სამედიცინო პრეპარატებისა და შესახვევი მასალის მინიმალური ნაკრები“ დასახელება რაოდენობა კეტოლონგი 10 მგ ტბ. №10 1 ბარალგინი 0,5 მგ. ტბ. №10 1 ნო-შპა 40 მგ. ტბ. №100 1 ნო-შპა 40 მგ/2 მლ ამპ. 5 პარაცეტამოლი ტაბლ. 0,5 მგ №10 2 სუპრასტინი 25 მგ ტბ. №20 1 სუპრასტინი 2 % 1 მლ ამპ №5 1 კორვალოლი 25 მლ 2 ვალერიანის ნაყენი 25 მლ 2 ვალოკორდინი 20 მლ 1 ციტრამონი პ ტბ №10 1 ვალერიანის ექსტრაქტი 0,02 გრ ტბ. №50 1 ეუფილინი 2,4% 5 მლ №10 1 ფიზიოლოგიური ხსნარი 5 მლ №10 1 პაპავერინის ჰიდროქლორიდი 2% 2 მლ ამპ №10 1 კოფეინის 10% 1 მლ ამპ №10 1 ნიფედიპინი 10 მგ ტბ №10 1 ნიტროგლიცერინი 0,5 მგ ტბ. №40 1 ვალიდოლი 0,06 გრ ტბ №10 2 ბრილიანტის მწვანე 1% 10 მლ 1 იოდის 5% სპირტხსნარი 10 მლ 1 სამედიცინო სპირტი (ეთანოლი) 95% 50 მლ 1 ნიშადურის სპირტი 10% 100 მლ 1 რივანოლის ხსნარი 0,1 % 50 მლ 1 ნახშირი გააქტივებული 0,25 გრ ტბ №10 2 წყალბადის ზეჟანგი 3% 40 მლ 1 შპრიცი ერთჯერადი 2,0 5 შპრიცი ერთჯერადი 5,0 5 შპრიცი ერთჯერადი 10, 0 5 ლეიკოპლასტი 4*500 1 ლეიკოპლასტი ბაქტერიციდული №100 1 ბინტი სტერილური 10X10 5 ბინტი არასტერილური 10X10 5 ბამბა 50,0 2 ხელთათმანი სტერილური 5 (წყვ) თერმომეტრი 2 პიპეტი 1 წნევის აპარატი 10 რეზინის სათბური 1 ოყნა №1 1 ოყნა №3 1 ოყნა კომბინირებული 1