,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№224
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.10.003.000.865
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 12/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №29,  მუხ. 275) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი:

„თავი X

არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის საგადასახადო შემოსავალში გადატანა

    მუხლი 20.

1. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის საგადასახადო შემოსავალში გადატანა ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, არასაგადასახადო შემოსავლების და სხვა შემოსულობის სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით), არასაგადასახადო შემოსავლის ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ“ ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი არასაგადასახადო შემოსავალი.

4. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის საგადასახადო შემოსავლების ანგარიშში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახადო შემოსავლის საგადასახადო შემოსავალში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ან სხვა შემოსულობის სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის არასაგადასახადო შემოსავლის გადატანაც წარმოებს საგადასახადო შემოსავალში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ზ. ნოღაიდელი