,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“
მიღების თარიღი 10.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №225
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.866
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 12/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №225
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთსა და ქ. ბათუმში მცხოვრები მოსახლეობისათვის (შემდგომში – ბენეფიციარი) ერთჯერადად გაიცეს 50 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის ვაუჩერი და 50 ლარის ღირებულების ბუნებრივი გაზის ვაუჩერი. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ქალაქებში რომელიმე ბენეფიციარი არ არის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი, ბუნებრივი გაზის ვაუჩერის ნაცვლად გაიცეს 50 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის ვაუჩერი.
2. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარებისათვის ერთჯერადად გაიცეს 50 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის ვაუჩერი და 50 კგ ფქვილი.
3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ბენეფიციარია პირი, რომელიც 2007 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით:
ა) არის საჯარო სკოლის პედაგოგი;
ბ) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა კატეგორიის პენსიის მიმღები პენსიონერი;
გ) არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახის წევრი, რომელსაც მინიჭებული აქვს 57 000-ის ტოლი ან ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა.
4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული დახმარება მიეცემა ყოველ ბენეფიციარს ინდივიდუალურად (და არა ოჯახს). იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვს ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით.
5. ბენეფიციართა სიების ფორმირებისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) 2007 წლის 13 ოქტომბრამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლის პედაგოგების დაზუსტებული სიების მიწოდება სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის.
6. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სიების დაზუსტება გადაფარვების გამოსარიცხად და დაზუსტებული სიების ხელმისაწვდომობა ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში).
7. ელექტროენერგიის ვაუჩერისა და ბუნებრივი გაზის ვაუჩერების ფორმა განისაზღვროს თანდართული დანართის შესაბამისად.
8. ვაუჩერი განისაზღვროს როგორც მატერიალური ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის განაღდებაც განახორციელოს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის თანხის გადარიცხვის გზით.
9. ვაუჩერის განაღდებისათვის აუცილებელია:
ა) სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს ბენეფიციართა სიების მიწოდება შესაბამისი საბანკო დაწესებულებებისათვის;
ბ) ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენა მოხდეს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში 2008 წლის 1 ივლისამდე;
გ) შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ მიღებული ვაუჩერის სანაცვლოდ ბენეფიციარისათვის გაიცეს ვაუჩერის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გადაცემული სიების მეშვეობით განხორციელებული ბენეფიციარის იდენტიფიკაციის შემდეგ;
დ) სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის გადარიცხული თანხა დადგენილი წესების მიხედვით აისახოს ელექტროენერგიისა და გაზის გამანაწილებელი კომპანიების ანგარიშზე.
10. მოსახლეობისათვის ვაუჩერის განაღდების პროცესის მაქსიმალური გაიოლებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ გაითვალისწინოს „სოციალური გასაცემლების“ გაცემის არსებული პრაქტიკა ამ დადგენილების მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.
11. ვაუჩერებისა და საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვა უზრუნველყოს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ.
12. ფქვილის შესყიდვა უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი).
13. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ ვაუჩერებისა და ფქვილის ამ დადგენილებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის გადაცემა. აღნიშნული პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის უზრუნველყოს საინფორმაციო კლიპების დამზადება და განთავსება.
15. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჭირო ხარჯები დაიფაროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
16. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ დადგენილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საჭირო მომსახურების, საქონლის ან/და სამუშაოთა შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
17. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 10 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი