,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.012.089
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №199
2008 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში (სსმ III, 2008წ., №59, მუხ. 682) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. №1 დანართის III ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ყდის პირველი გარე გვერდი
ოქროსფერი გამოსახულება დატანილ უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იქნეს სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს რეზისტენტული.
ყდაზე ოქროსფრად უნდა იყოს გამოსახული სიტყვები: ,,საქართველო“, ,,სამგზავრო დოკუმენტი“ და ,,1951 წლის 28 ივლისის კონვენცია“ ქართულ და ინგლისურ ენებზე.“.
2. №1 დანართის III ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. შესაძლო დამცავი ელემენტები
1 დონე
ქაღალდი: მრავალტონიანი წყლის ნიშანი
დამცავი ძაფი
ქიმიური სენსიტისაცია.
ბეჭდვა: გრძივი სტრუქტურები
ცისარტყელას ბეჭდვა
მიკრო ასოებით ბეჭდვა
მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა
ლატენტური გამოსახულება.
მელანი: ოპტიკურად ცვლადი მელანი.
დანომვრა: ლაზერული წესით პერფორირებული დანომვრა.
მე-2 დონე
ქაღალდი: მკრთალი ულტრაიისფერი.
შესაკერი ძაფი: მანათობელი ელემენტები.
ბეჭდვა: ულტრაიისფერი ელემენტები.
მელანი: ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის მატარებელი მელანი.
დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი.“.
2. №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.08.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 01.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №199. სარეგისტრაციო კოდი — 010.170.000.22.027.012.089.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №199, 01.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.012.089 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79006/