,,თავისუფალ ზონაში დასაწყობებული საქონლის აღრიცხვის წესისა და ფორმის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 04.08.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №646
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.096
გამოქვეყნების წყარო სსმ, 113, 07/08/2008
matsne.gov.ge 2,417 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
N თარიღი

დოკუმენტის ტექსტი

,,თავისუფალ ზონაში დასაწყობებული საქონლის აღრიცხვის წესისა და ფორმის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:" Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-before:always; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; color:white; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;} p.Char0, li.Char0, div.Char0 {mso-style-name:Char; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-before:always; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; color:white; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 9.0pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.096 საქართველოს ფინანსთა  მინისტრის ბრძანება №646 2008 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი თავისუფალ ზონაში დასაწყობებული საქონლის აღრიცხვის წესისა და ფორმის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს: ა) თავისუფალ ზონაში დასაწყობებული საქონლის აღრიცხვის წესისა და ფორმის შესახებ ინსტრუქცია; ბ) საქონლის მიღების ჟურნალი (დანართი №1) და საქონლის გაცემის ჟურნალი (დანართი №2).     მუხლი 2🔗. 1. ბრძანება, გარდა ბრძანებით დამტკიცებული „თავისუფალ ზონაში დასაწყობებული საქონლის აღრიცხვის წესისა და ფორმის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-10 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული „თავისუფალ ზონაში დასაწყობებული საქონლის აღრიცხვის წესისა და ფორმის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დანერგილი იქნება აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპიუტერული პროგრამა.  ნ. გილაური ინსტრუქცია თავისუფალ ზონაში დასაწყობებული საქონლის აღრიცხვის წესისა და ფორმის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს ინსტრუქცია არეგულირებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (შემდგომში – თიზ) მოთავსებული საქონლის აღრიცხვის წესებს, საქონლის მიღების ჟურნალისა და საქონლის გაცემის ჟურნალის ფორმებს (შემდგომში – ჟურნალები), მათი შევსებისა და შენახვის წესებს, მოთავსებული საქონლის აღრიცხვაზე ვალდებული პირების – საქონლის მომთავსებლის (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას თიზ-ში, ვალდებულია იქონიოს და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აწარმოოს ჟურნალები, როდესაც მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების რამდენიმე ადგილი თიზ-ში, უფლებამოსილია ყოველი ადგილის მიხედვით გახსნას და აწარმოოს ცალ-ცალკე ჟურნალები ან მისი შეხედულებისამებრ მხოლოდ რამდენიმე ადგილის მიხედვით გახსნას და აწარმოოს ცალ-ცალკე ჟურნალები, ხოლო დანარჩენი ადგილებისთვის გახსნას და აწარმოოს საერთო ჟურნალები. 3. თიზ-ის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების სხვადასხვა ადგილებს შორის, რომელთათვისაც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აღებულია ცალ-ცალკე ჟურნალები, საქონლის მიწოდებისას გამოიყენება ჟურნალების შევსების ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესები. 4. ჟურნალების შევსება წარმოებს მელნიანი კალმისტრით. 5. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ჟურნალებში ქრონოლოგიური (დღეების მიხედვით) თანმიმდევრობით წარმოებული ჩანაწერები უნდა იძლეოდეს სრულ და ნათელ ინფორმაციას ზონაში რეგისტრირებული საწარმოს (შემდგომში – ზონის საწარმო) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საქონლის მოძრაობის შესახებ. 6. საქონელი, საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულის გარდა, მოიცავს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებულ ნედლეულს, მასალებს, ნახევარფაბრიკატებს, მარაგნაწილებს, ტარას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. 7. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია თიზ-ში საქონლის მიღებასთან და მის გადაცემასთან (მაგ: ტვირთების გადაზიდვების განმახორციელებელი, საშემნახველო/სასაწყობო მეურნეობის ორგანიზატორი პირები და სხვა), ასეთ საქონელზე საკუთრების უფლების მიღება/გადაცემის გარეშე ვალდებულნი არიან იქონიონ და აწარმოონ ჟურნალები საქონლის მიღების, შენახვის ან გადაცემის ადგილების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი (ადგილები) არის მომსახურების გამწევი პირის მფლობელობაში არსებული სტაციონარული ობიექტები. 8. ჟურნალები მუდმივად უნდა ინახებოდეს და მათი შევსება უნდა ხორციელდებოდეს იმ ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან გაცემა. დაუშვებელია ჟურნალების ეკონომიკური საქმიანობის ადგილის გარდა სხვა ადგილას შენახვა. 9. დროის შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული და დახურული ყველა ჟურნალი მათი დახურვიდან 6 კალენდარული წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს თიზ-ის ტერიტორიაზე ზონის საწარმოში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი რეგიონალური ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის). 10. ზონის იმ საწარმოებმა, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებენ ელექტრონული სისტემების (კომპიუტერის (კომპიუტერების)) მეშვეობით და/ან სურვილი აქვთ გამოიყენონ კომპიუტერი ჟურნალების წარმოებისათვის, ჟურნალების წარმოება უნდა განახორციელონ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ელექტრონული (კომპიუტერული) ფორმების მეშვეობით, რომლის ჩატვირთვას გადამხდელის კომპიუტერში უზრუნველყოფს იმ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელი, სადაც გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. ამასთან, ზონის ასეთ საწარმოს კომპიუტერი უნდა ჰქონდეს და მისი მეშვეობით აწარმოოს ჟურნალები ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, ყველა იმ ადგილას, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან მიწოდება. ასეთ ფორმებში შეტანილი ინფორმაციის რედაქტირება ბლოკირებულია. შეცდომით შეტანილი მონაცემის გასწორების შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ველში „შენიშვნა“. ასეთი გადამხდელები ვალდებულნი არიან ამ ბრძანებით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყონ კომპიუტერულ ფორმებში შესაბამისი მონაცემების შეტანა და რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პირების) მოთხოვნის შემთხვევაში, ამობეჭდვა, ხელმოწერით დამოწმება და მისთვის გადაცემა.     მუხლი 2🔗. საქონლის მიღების ჟურნალისა და საქონლის გაცემის ჟურნალის ფორმები 1. საქონლის მიღების ჟურნალი (დანართი №1) წარმოადგენს ქაღალდის ყდაში ჩასმულ საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმების 100-ის ჯერადი ოდენობის ერთობლიობისაგან შემდგარ ზონარგაყრილ, დანომრილ, ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ და რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ბეჭედდასმულ ჟურნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავსართი. 2. საქონლის გაცემის ჟურნალი (დანართი №2) წარმოადგენს ქაღალდის ყდაში ჩასმულ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმების 100-ის ჯერადი ოდე-ნობის ერთობლიობისაგან შემდგარ ზონარგაყრილ, დანომრილ, ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერილ და რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ბეჭედდასმულ ჟურნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავსართი. 3. ჟურნალები შეძენილ ან დამზადებულ უნდა იქნეს ზონის საწარმოს მიერ. ზონის საწარმო ვალდებულია ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით აკინძული და ზონარგაყრილი, გვერდებდანომრილი და თავსართზე საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი) ჟურნალი (ჟურნალები) დასამოწმებლად მიიტანოს იმ რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), სადაც გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. 4. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა, თუ ჟურნალი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, დაუყონებლივ უნდა მოახდინოს მისი დამოწმება თავისი ხელმოწერითა და რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ბეჭდით. ჟურნალების დამოწმებისათვის აუცილებელია, რომ შევსებული იყოს ჟურნალის თავსართის ყველა რეკვიზიტი. დამოწმება წარმოებს ჟურნალის უკანა ყდის გარე გვერდზე ზონრის ბოლოების გადაბმის (კვანძის) ადგილას დაწებებულ კვადრატული ფორმის სუფთა ფურცელზე, რომელიც მთლიანად ფარავს კვანძის ბოლოებს და მჭიდროდ ეკვრის უკანა ყდას. დამოწმებისას ფურცელზე უნდა მიეთითოს შესაბამისი თარიღი. დამოწმების შემდეგ ჟურნალი უბრუნდება ზონის საწარმოს. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ ხდება თითოეული ჟურნალის რეგისტრაცია და მას ენიჭება ცალკე ნომერი.     მუხლი 3🔗. ჟურნალების წარმოებისა და შევსების წესი 1. ყოველი ახალი ჟურნალი უნდა გაიხსნას წინა შესაბამისი ჟურნალის სრულად შევსების შემდეგ. 2. საქონლის მიღების ან გაცემის სამეურნეო ოპერაციის დამთავრების შემდგომ ჟურნალების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დღის ბოლომდე უზრუნველყოს შესაბამის ჟურნალში შესაბამისი სვეტების იმ უჯრების შევსება, რომელიც სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 პუნქტების მიხედვით. როგორც საქონლის მიღების, ასევე საქონლის გაცემის ჟურნალის წარმოებისას, ყოველი დღის მიხედვით არსებული სვეტის ყველაზე ქვედა ჩანაწერის ქვეშ არსებული სამი ცარიელი სტრიქონი უნდა გადაიხაზოს Z ფორმის ხაზებით და მის ქვეშ „შენიშვნის“ ველის უჯრაში ხელი მოაწეროს ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელმა პირმა. აღნიშნული ქმედებით ხდება დღის დახურვა. 3. ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელმა პირმა ჟურნალებში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ხელმოწერისას ყოველთვის უნდა მიუთითოს მისი პირადი ნომერი და მისი შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ან შრომითი ხელშეკრულების ნომერი. 4. საქონლის მიღების ჟურნალის საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმის შევსება წარმოებს შემდეგნაირად: ა) პირველი სვეტის უჯრაში მიეთითება საქონლის მიღების ოპერაციის ჟურნალში გატარების რიგითი ნომერი. მიღება მოიცავს საქონლის ფაქტობრივ გადაცემას (როგორც ამ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემის, ასევე მის გარეშე) ზონის საწარმოს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმის რომელიმე სვეტის შევსება მოითხოვს ერთზე მეტი უჯრის გამოყენებას, მეორე რიგითი ნომრის ჩაწერამდე, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი რიგითი ნომრის ქვეშ პირველ სვეტში X ფორმით ხაზავს იმ უჯრებს, რომელთა გასწვრივ ჟურნალის სხვა სვეტების მიხედვით უჯრაში არსებობს ბოლო ჩანაწერი; ბ) მე-2 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს ის თარიღი, რომელშიც ახდენს საქონლის მიღების ფაქტის ჟურნალში ასახვას. თარიღის აღნიშვნა ხორციელდება ციფრებით შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელი; გ) მე-3 სვეტში მიეთითება იმ დოკუმენტების დასახელება, რომელთა საფუძველზეც ხდება საქონლის მიღება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიღების დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ან სასაქონლო ზედნადები, ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“, უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. რაიმე მიზეზით გასული საქონლის ან მისი ნაწილის მობრუნების დროს, ამ სვეტის შესაბამის უჯრაში უნდა ჩაიწეროს იმ დოკუმენტის დასახელება, რომლის საფუძველზეც მოხდა საქონლის გატანა, საქონლის გადაცემის თარიღი, საქონლის დასახელება და რაოდენობა, ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშვნის“ (მე-10) სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს „საქონლის უკან დაბრუნება“; დ) მე-4 სვეტში უნდა მიეთითოს მიღებული საქონლის დასახელება და ის მახასიათებლები, რომლებიც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც პირველადი დოკუმენტის მიხედვით ხდება რამდენიმე დასახელების ან ერთი და იმავე ოღონდ სხვადასხვა მახასია-თებლების მქონე საქონლის მიღება, ამ სვეტის თითოეულ უჯრაში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი საქონელი შესაბამისი მახასიათებლების აღწერით. ზონის ის საწარმოები, რომლებიც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მაგ,: საშემნახველო საკნები, ტვირთების გადაზიდვით დაკავებული საწარმოები და ა.შ.), დროებით მფლობელობაში (და არა საკუთრებაში) იღებენ შეფუთულ საქონელს, რომლის მესაკუთრეთა მიმართ განსახორციელებელი მომსახურების გაწევის საფასური საზოგადოდ განისაზღვრება საქონლის წონით და/ან ადგილით (მოცულობით), ამ სვეტს ავსებენ საქონლის იმ მახასიათებლის მიხედვით, რომელიც მოცემულია ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში. აღნიშნული ტიპის გადამხდელების მიერ ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით ხდება ამ ფორმის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სვეტების შევსება; ე) მე-5 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს საქონლის მიღებამდე საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი; ვ) მე-6 სვეტის („ზომის ერთეული“) უჯრაში უნდა მიეთითოს მე-4 სვეტის შესაბამის უჯრაში მითითებული საქონლის ზომის ერთეული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით; ზ) მე-7 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს მიღებული საქონლის რაოდენობა შესაბამის ზომით ერთეულებში; თ) მე-8 სვეტის („ერთეულის ფასი“) უჯრაში უნდა მიეთითოს პირველადი დოკუმენტის მიხედვით მიღებული საქონლის ფასი ერთეულზე. ფასი იწერება არაბული ციფრებით და წარმოადგენს ლარებს. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ამ სვეტში საქონლის ერთეულის ფასი უნდა მიეთითოს როგორც შესაბამის ვალუტაში, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დღისათვის დადგენილი კურსის მიხედვით გაანგარიშებული ეკვივალენტური ოდენობა ლარებში. ციფრების მიმართ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ჟურნალის ყველა ფორმის იმ რეკვიზიტებზე, რომლითაც მოთხოვნილია თანხის, ფასის, ღირებულების და ა.შ. შესაბამის უჯრაში ჩაწერა. ზონის ის საწარმოები, რომლებიც საქონელს იღებენ დროებით მფლობელობაში და, ამასთან, ასეთი მიღება მათი მხრიდან საზოგადოდ და ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში არ ითხოვს მიღებული საქონლის ერთეულის ფასის ცოდნას, როგორც მე-8, ასევე მე-9 სვეტის შესაბამის უჯრებში ახდენენ ვერტიკალური ხაზის გასმას; ი) მე-9 სვეტის უჯრაში იწერება მიღებული საქონლის მთლიანი ღირებულება და იგი წარმოადგენს მე-7 და მე-8 სვეტებში მითითებული ციფრების ნამრავლის შედეგად მიღებულ ციფრს. 5. საქონლის გაცემის ჟურნალის საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის შევსება წარმოებს შემდეგნაირად: ა) პირველი სვეტის უჯრაში მიეთითება საქონლის გაცემის ოპერაციის ჟურნალში გატარების რიგითი ნომერი. გაცემა მოიცავს საქონლის ფაქტობრივ გატანას ზონის საწარმოს მფლობელობაში არსებული ტერიტორიის გარეთ. შესაბამისად, საქონლის გაცემის ყველა შემთხვევა ასახული უნდა იყოს ჟურნალში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის რომელიმე სვეტის შევსება მოითხოვს ერთზე მეტი უჯრის გამოყენებას, პირველ სვეტში მეორე რიგითი ნომრის ჩაწერამდე, ჟურნალის მწარმოებელი რიგითი ნომრის ქვეშ არსებულ სვეტში X ფორმით ხაზავს იმ უჯრებს, რომელთა გასწვრივ ჟურნალის სხვა სვეტების მიხედვით უჯრაში არსებობს ბოლო ჩანაწერი; ბ) მე-2 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს ის თარიღი, რომელშიც ხდება ზონის საწარმოს მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან საქონლის გატანა; გ) მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს იმ დოკუმენტაციის დასახელება, რომლის საფუძველზეც ხდება საქონლის გატანა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გატანის დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ან სასაქონლო ზედნადები ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის, №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“, უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. ზონის იმ საწარმოებმა, რომლებიც მიღებულ საქონელს იყენებენ თავისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში როგორც ნედლეულს, მასალებს, ნახევარფაბრიკატებს, მარაგნაწილებს და ტარას, მათი გამოყენებისთანავე უნდა უზრუნველყონ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის ყველა სვეტის შესაბამის უჯრებში იმ ოპერაციის ასახვა, რომლის მიხედვით ხდება საქონლის ნაშთების შემცირება. ამასთან, მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს ის დოკუმენტი, რომელიც დადგენილია ასეთი ოპერაციის გაფორმებისათვის (მაგ., ნედლეულისა და მასალების ჩამოწერის აქტი), ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშვნის“ სვეტში უნდა ჩაიწეროს განხორციელებული ოპერაციის დასახელება და თარიღი, საქონლის დასახელება, რომელშიც გამოყენებულ იქნა სხვა საქონელი და მისი რაოდენობრივი მახასიათებლები; დ) მე-4 სვეტში უნდა მიეთითოს გატანილი საქონლის დასახელება. ამასთან, საქონლის დასახელების გრაფაში ჩანაწერი უნდა იძლეოდეს მისი იდენტიფიცირების საშუალებას; ე) მე-5 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს საქონლის გაცემის შემდეგ საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი; ვ) მე-6, მე-7 და მე-8 სვეტების შესაბამის უჯრებში ჩანაწერების წარმოება ხდება საქონლის მიღების ჟურნალის საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმის ამავე რეკვიზიტების შევსებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ზ) მე-9 სვეტის უჯრაში იწერება გაცემული საქონლის მთლიანი ღირებულება და იგი წარმოადგენს მე-7 და მე-8 სვეტებში მითითებული ციფრების ნამრავლის შედეგად მიღებულ ციფრს.     მუხლი 4🔗. პასუხისმგებლობა აღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების დარღვევისათვის ამ ინსტრუქციის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა საქონლის მომთავსებლის (ზონის საწარმოს) მიერ გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.                                                        დანართი N1 საქონლის მიღების ჟურნალი ზონის საწარმოს დასახელება ------------------------------------ საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------------- თიზ-ში ეკონომიკური საქმიანობის იმ ადგილის (ადგილების) ან/და საწყობის (საწყობების) ან/და სათავსს (სათავსების) რეკვიზიტები (მაგ., საწყობის ნომერი), სადაც ხდება ჟურნალის გამოყენება ----------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი) ----------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- ჟურნალის გახსნის თარიღი: --- --- ------ საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმა N თა-რიღი დოკუ-მენ- ტაციის დასახე- ლება მიღებული საქონლის დასახე-ლება საქონლის მიღებამდე საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი ზომის ერთე-ული რაოდე- ნობა ერთე-ულის ფასი საერთო ღირებუ-ლება შე-ნიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10                                                დანართი N2 საქონლის გაცემის ჟურნალი ზონის საწარმოს დასახელება ------------------------------------ საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------------- თიზ-ში ეკონომიკური საქმიანობის იმ ადგილის (ადგილების) ან/და საწყობის (საწყობების) ან/და სათავსი (სათავსების) რეკვიზიტები (მაგ.,საწყობის ნომერი), სადაც ხდება ჟურნალის გამოყენება ----------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი) ----------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- ჟურნალის გახსნის თარიღი: --- --- ------ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმა N თარიღი დოკუმენ- ტაციის დასახე- ლება გასული საქონლის დასახე-ლება საქონლის გაცემის შემდეგ საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი ზომის ერთე-ული რაო-დე- ნობა ერთე-ულის ფასი საერთო ღირე-ბულება შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10