,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№641
სარეგისტრაციო კოდი
230.090.000.22.033.012.103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 07/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.012.103

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №641

2008 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებული ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;

ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.“;

ბ) ინსტრუქციის მე-4 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,61. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:

ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი დოკუმენტები:

ბ.ა) ლიცენზია დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ექსპორტზე;

ბ.ბ) ნებართვა:

ბ.ბ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ექსპორტზე;

ბ.ბ.ბ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიუ რ ი ნივთიერებების, რადიაქტიუ რ ი ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტზე;

ბ.ბ.გ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტზე;

ბ.ბ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტზე;

ბ.ბ.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტზე;

ბ.ბ.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანაზე;

ბ.ბ.ზ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე;

ბ.ბ.თ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტზე;

ბ.ბ.ი) საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანაზე;

ბ.გ) ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.დ) სერტიფიკატები:

ბ.დ.ა) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;

ბ.დ.ბ) ვეტერინარული სერტიფიკატი;

გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა) შემთხვევაში – ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა“;

დ) თუ დეკლარირებული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბაჟო გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული ექსპორტის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.08.2008.
როდის იქნა მიღებული „,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
„,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““ მიღებულია 04.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №641. სარეგისტრაციო კოდი — 230.090.000.22.033.012.103.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““, №641, 04.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.012.103 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79060/