,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“
მიღების თარიღი 06.08.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №874
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.012.105
გამოქვეყნების წყარო სსმ, 116, 12/08/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | შარვალი ზამთრის |
| 2 | შარვალი ზაფხულის |
| 3 | მაისური მ/ს |
| 4 | პერანგი გ/ს |
| 5 | ქურთუკი |
| 6 | ჰალსტუხი |
| 7 | სამხრე |
| 8 | ლაბადა საწვიმარი |
| 9 | ყელსახვევი |
| 10 | ქამარი |
| 11 | ზედა ტანი |
| 12 | ჟილეტი |
| სურსათის დასახელება | ზომის ერთეული |
| ხორცი | კგ. |
| კარაქი | კგ. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.012.105
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №874
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 27-ე პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურეები) და სამოქალაქო პირთათვის განისაზღვროს სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:
1. სააგენტოს მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
2. სააგენტოს მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ბრძანებით.
3. სააგენტოს მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) და ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.
4. სააგენტოს სამოქალაქო პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო) და კანონმდებლობით დადგენილი დანამატები.
5. საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხა.
6. სააგენტოს მოსამსახურეს ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფს სააგენტო, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
7. სააგენტოს შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.
8. სააგენტოს მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო ბარათებით უზრუნველყოფს სააგენტო, სააგენტოს დირექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
9. სააგენტოს მოსამსახურის და სამოქალაქო პირის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იგი იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, მიმდინარე რემონტით უზრუნველყოფს სააგენტო სააგენტოს დირექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
10. სააგენტოს მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.
11. სააგენტოს მოსამსახურესა და სამოქალაქო პირზე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომპენსაციას, შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად, გასცემს სააგენტო, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
12. სააგენტოს მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები), სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყოველთვიური კომპენსაციის სახით ეძლევა არა უმეტეს:
ა) ქ. თბილისში:
ოჯახის გარეშე _ 370 ლარი;
ორწევრიანი ოჯახისათვის _ 240 ლარი;
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში _180 ლარი;
ბ) სხვა ქალაქებში:
ოჯახის გარეშე_ 240 ლარი;
ორწევრიანი ოჯახისათვის _160 ლარი;
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში _ 120 ლარი;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:
ოჯახის გარეშე _100 ლარი;
ორწევრიანი ოჯახისათვის _ 100 ლარი;
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში _ 80 ლარი.
შენიშვნა: კომპენსაციის გაცემა განხორციელდეს ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე გამქირავებლის (ფიზიკური პირის) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს სააგენტო, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სააგენტოსა და გამქირავებლის (ფიზიკური პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
13. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სააგენტოს მოსამსახურეს ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება არა უმეტეს ორი თვის ხელფასი (ფულადი სარგო).
14. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც დათხოვნილია ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ეძლევა ერთდროული (გასასვლელი) დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) 2 წლამდე (არანაკლებ 6 თვისა) – 800 ლარი;
ბ) 2-დან 10 წლამდე – 1000 ლარი;
გ) 10-დან 15 წლამდე – 1500 ლარი;
დ) 15-დან 20 წლამდე – 900 ლარი;
ე) 20 წელი და მეტი – 2000 ლარი.
შენიშვნა: შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით დათხოვნისას (გათავისუფლებისას) ერთდროული (გასასვლელი) დახმარება არ გაიცემა.
15. სააგენტოს მოსამსახურეს ან სამოქალაქო პირს, რომელიც დათხოვნილია (გათავისუფლებულია) პირადი განცხადების საფუძველზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სისტემაში ნამსახურები აქვს არანაკლებ 10 წლისა, ეძლევა ერთდროული (გასასვლელი) დახმარება 400 ლარის ოდენობით.
16. სააგენტოს მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაძლებელია ხელფასზე დაუწესდეს ყოველთვიური სპეციალური დანამატი.
17. სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გრძელვადიანი მივლინებით სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სააგენტოს მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეძლევათ გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური თანხა. სააგენტოს მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს აგრეთვე მიეცემა შენახვის (პირველმოწყობის) ხარჯის დასაფარი თანხა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი. ამავდროულად, სააგენტოს მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი და კვების ულუფა ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხა, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო.
18. სააგენტოს მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებასთან, ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურეობის სამ დღედ. ხოლო პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსა-ხურეობის ერთი დღე ჩაეთვალოს ორ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ან ორმაგი ოდენობით.
19. სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე ამ ბრძანების მე-18 პუნქტში მითითებული სააგენტოს მოსამსახურის მიერ შესაბამის ქვედანაყოფში სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
20. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელსაც ეძლევა შესაბამისად ფულადი სარგო ან თანამდებობრივი სარგო ორმაგი ან სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.
21. სააგენტოს მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურებისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო და სპეციალური დანამატი. მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს ძირითად შვებულებასთან დაკავშირებით ეძლევა საშვებულებო დახმარება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
22. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ან სამოქალაქო პირის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
23. მოსამსახურეს ან სამოქალაქო პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებისას – 7000 ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებისას – 3000 ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებისას – 1000 ლარი.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსულობებიდან.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს სააგენტოს მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის თანდართული ნორმები (დანართი №1), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსულობებიდან.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს სააგენტოს მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის თანდართული ნორმები (დანართი №2), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსულობებიდან.
მუხლი 5🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები
მოსამსახურეთა ყოველთვიური სასურსათო ულუფა
სურსათის დასახელება
ზომის ერთეული
რაოდენობა თვეში
ხორცი
კგ.
4.5
კარაქი
კგ.
1.0
ზეთი
ლიტ.
1.0
ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი
კგ.
2.0
შაქარი
კგ.
1.3
კარტოფილი
კგ.
7.5
ბოსტნეული
კგ.
7.5
თევზი
კგ.
2.3
რძე შედედებული
კგ.
1.0
დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა სანივთო ქონებით უზრუნველყოფის ნორმები
θ
სანივთე ქონების დასახელება
ზომის ერთ.
ტარების ნორმები
რა-ბა
ვადა (წელი)
1
შარვალი ზამთრის
ცალი
1
1
2
შარვალი ზაფხულის
ცალი
1
1
3
მაისური მ/ს
ცალი
2
1
4
პერანგი გ/ს
ცალი
2
2
5
ქურთუკი
ცალი
1
2
6
ჰალსტუხი
ცალი
1
1
7
სამხრე
ცალი
1
3
8
ლაბადა საწვიმარი
ცალი
1
3
9
ყელსახვევი
ცალი
2
1
10
ქამარი
ცალი
1
1
11
ზედა ტანი
ცალი
1
1
12
ჟილეტი
ცალი
1
1