„საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 11.08.2008
ძალაში შესვლა 11.08.2008
ძალის დაკარგვა 26.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.11.004.012.110
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 14/08/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-27.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.011.004.012.110
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს დადგენილება №12
2008 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ პუნქტის, 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის თანდართული წესი
2. ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილებებით.
3. ეს დადგენილება ძალაშია 2008 წლის 11 აგვისტოდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს ლიკვიდობაში ფინანსური სიძნელეების მქონე კომერციული ბანკის, საბანკო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფის, აგრეთვე საბანკო სექტორში სისტემური პრობლემებისა და შესაძლო კრიზისის განვითარების თავიდან აცილების მიზნით და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების დაკრედიტების წესს.
2. სესხი ეძლევა ბანკს, რომელსაც ლიკვიდობაში შეექმნა ფინანსური სიძნელეები და აქვს საფუძვლიანი დასაბუთება სესხის აღების შესახებ.
3. სესხის გაცემის პირობებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.
4. გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე იღებს ეროვნული ბანკის საბჭო.
5. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზის მიუთითებლად უარი განაცხადოს სესხის გაცემაზე.
მუხლი 2🔗
1. სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს მიმართვა სესხის გაცემის მიზანშეწონილობის დასაბუთებით და ინფორმაცია კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე, კომერციული ბანკის წერილი მიზნობრივი სესხის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ.
მუხლი 3🔗
1. სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი ამზადებს ხელშეკრულებისა და შესაბამისი განკარგულების პროექტს კომერციული ბანკისათვის სესხის მიცემის შესახებ.
2. სესხის უზრუნველყოფას შეიძლება წარმოადგენდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ბანკის აქტივები.
3. სესხის უზრუნველყოფაში აღებული აქტივები უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმამ და ეს აქტივები გასაცემი სესხის ოდენობას უნდა აღემატებოდეს სულ ცოტა 20 პროცენტით.
4. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას, საბჭოს გადაწყვეტილებით დასაშვებია უფრო გრძელვადიანი, განსხვავებული საპროცენტო განაკვეთიანი და არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა. კერძოდ, თუ:
ა) ბანკს მოზიდული აქვს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები (ანაბრებისა და დეპოზიტების სახით);
ბ) მიმდინარე ვალდებულებების შესაძლო შეუსრულებლობის გამო საჭიროა საბანკო სისტემისადმი უნდობლობისა და სისტემური კრიზისის თავიდან აცილება;
გ) საჭიროა ინვესტორების (საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კომერციული ბანკებისა და სხვ.) მხრიდან საბანკო სისტემისადმი უნდობლობის თავიდან აცილება;
დ) ნაკარნახევია საზოგადოების ინტერესებით და სხვა.
მუხლი 4🔗
1. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მასში მითითებული პირობებით, ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე სესხის ჩარიცხვის თაობაზე განკარგულება (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) გადასცეს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს. განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს სესხის თანხა, დაფარვის თარიღი და სესხით სარგებლობის პროცენტი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი ვალდებულია რეგულარულად აწარმოოს ხელშეკრულებით გაცემული სესხის დაფარვის მონიტორინგი და პერიოდულად წარუდგინოს ხელმძღვანელობას ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.
მუხლი 5🔗
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია პერიოდულად, კომერციული ბანკის მიერ სესხის სრულ დაფარვამდე, სამოქმედო გეგმის შესაბამისად წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ინფორმაცია სესხის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.
მუხლი 6🔗
1. სამოქმედო გეგმის ან სესხის მიზნობრიობისა და საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს.
2. ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივ დაფარვა.
მუხლი 7🔗
1. სესხის ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამოიღოს თანხები კომერციული ბანკის ნებისმიერი აქტივიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები. ამასთან, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, გადახდის ვადის დადგომამდეც, მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება ან იქმნება მისთვის საბანკო ლიცენზიის გაუქმების წინაპირობა.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლით მინიჭებული ზემოთ აღნიშნული უპირატესი უფლება გამოიყენოს კომერციული ბანკისათვის საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევისა და მასში დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაშიც.