„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.012.117
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/1723
2008 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საზღვაო კოდექსის 861 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებით (სსმ III, 12.04.2007წ., №50, მუხ. 554) დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურა
ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი;
ბ) საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი;
გ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი;
დ) სატრანსპორტო უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) აპარატი.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები“.
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახური (ბათუმის/ფოთის/ყულევის) – შესაბამის ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი; ნავსადგურში გემის (მათ შორის თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება; გემების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი; საფრთხეში მყოფი ადამიანისა და გემის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და ნავსადგურში არსებული ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია; ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე კონტროლი.“.
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აპარატი – ადმინისტრაციის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ადმინისტრაციის საკადრო საკითხების რეგულირება და საქმიანობის განხორციელება საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შარაშიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.08.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 19.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1723. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.22.024.012.117.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №1-1/1723, 19.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.012.117 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79138/