„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№671
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.012.120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 21/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.012.120

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №671

2008 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2327) „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული აქციზური საქონლის მარშრუტი

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე აქციზური საქონლის გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით:

ა) „ყაზბეგი”;

ბ) „წითელი ხიდი”;

გ) „სადახლო”;

დ) „გარდაბანი”;

ე) „სარფი”;

ვ) „ვალე”;

ზ) ფოთისა და ყულევის პორტები;

თ) „ბათუმის პორტი”;

ი) „თბილისის აეროპორტი.“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება განსაკუთრებული პირობების არსებობისას. განსაკუთრებულ პირობებად ითვლება:

 ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა) ან/და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვის ან/და საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან/და მასობრივი არეულობის ან/და გაფიცვისას სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხება;

 გ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომლის შედეგად არანაკლებ ერთი კალენდარული დღით მაინც იზღუდება სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მარშრუტით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გილაური

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.08.2008.
როდის იქნა მიღებული „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №671. სარეგისტრაციო კოდი — 230.020.020.22.033.012.120.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №671, 20.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.012.120 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79150/