2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.122
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №197/ნ
2008 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში (სსმ III, 07.05.2008 წ., №69, მუხლი 739) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №9-ში (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პროგრამის კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და ბიუჯეტი
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 595,7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| კომპონენტი | მომსახურების მოცულობა | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ინსულინისა და მისი ანალოგების შესყიდვა | 3 600,0 |
| დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ინსულინის, გლუკაგონისა და დამხმარე სამედიცინო საშუალებების შესყიდვა ბავშვთა (18 წლამდე) და მოზარდთა (25 წლამდე) | 450,0 |
| ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატებისა და ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის შესყიდვა | 1000,0 |
| ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და სა-შუალებების შესყიდვა; ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის შესყიდვა | 570,0 |
| ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
| იმუნოსუპრესული მედიკამენტების შესყიდვა | 1 020,0 |
| აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა მონიტორინგი | 20,0 | |
| უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა | 270,0 |
| ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა | ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის შესყიდვა | 1 500,0 |
| ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა | სამკურნალო საკვები დანამატის შესყიდვა | 300,0 |
| მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | პანკრეასის ფერმენტების შესყიდვა | 100,0 |
| სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა განბაჟების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები | ·სამკურნალო საშუალებების, მათ შორის საკვები დანამატების მიღება-შენახვა-ტრანსპორტირება-გაცემა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე (მათ შორის კონტრაქტორი ბაზის ქვეკონტრაქტორ აფთიაქებზე) ფარმაცევ-ტული ბაზის მომსახურების მეშვეობით; ·სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საკვები დანამატები) ავადმყოფებზე გაცემა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მეშვეობით (მათ შორის აფთიაქების); ·ნარკოტიკული საშუალებების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ტრანსპორტირება ბადრაგირების მეშვეობით | 600,0 |
| ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა | ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის შესყიდვა | 165,7 |
| სულ |
| 9 595,7 |
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.08.2008.
- როდის იქნა მიღებული „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 19.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №197/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.22.035.012.122.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №197/ნ, 19.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.122 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79168/